ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ლუკასი, ნეიმარი )

ბრაზილიელი ვუნდერკინდი, ლუკას როდრიგეს და სილვა ბებერი ქალბატონის ინტერესის სფეროში მოექცა.ბრაზილიელი ფეხბურთელი ადგილობრივ “სან პაოლოში” გამოდის და Tuttosport – ის ინფორმაციით, საკმაოდ წარმატებულ სეზონსაც ატარებს.ბიანკონერები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ, ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენა კი ჯუზეპე მაროტას მთავარი მიზანია.18 წლის ლუკასი ტურინელებისთვის მართლაც სამომავლო გაძლიერება იქნება.აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი სელესაოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, შოტლანდიასთან მატჩზე, ამიტომ ტურინელი სკაუტები ემირატებზე სტუმრობას უეჭველად აპირებენ, რათა მომავალი ვარსკვლავის თამაშს ადევნონ თვალი.შემტევი ნახევარმცველი “სან პაოლოს” აღზრდილია, ბრაზილიის U20 ნაკრებში როდრიგესმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.ბრაზილიისა და შოტლანდიის მატჩზე ტურინელები არა მხოლოდ ლუკასის თამაშს შეაფასებენ, მათი დაკვირვების ობიექტი კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი, “სანტოსის” ფორვარდი, ნეიმარი იქნება.

წყარო : Goal.com

21 thoughts on “სატრანსფერო ჭორები ( ლუკასი, ნეიმარი )

  1. არ მჯერა ამათი ადრეც ვამბობდი ”Principino”თი ვიყავი და ეხლაც ვამბობ ეს პრეზიდენტი და ეს მენეჯერი არიან იმისთვის რო იუვე გახადონ საშჰუალო დონის გუნდი რასაც მიაღწიეს და პიაზონი ვერ იყიდეს და რა სანთოსი ვის ჯერა ამის?? ან იმის ვის ჯერა რო იუვე 4 მაჭალი დონის ფეხბურტელს იყიდის?? ბასტოსია მაგალი დონე ხალხოო ლიონში კვდება 28 წლის ასაკში.. კაი მაშერანო კაია მარტლა კაია მარა ეგ აქამდე უნდა ეყიდათ მელოსჰი რო გადაყარეს ამდენი ფული და ტან ორი ფეხბურტელი მისცეს ფიორეს და ეხლა მელო ლარნახებარიც არ ღირს.. არ მჯერა მე ამ ანიელის და მაროტასი არა ესენი არიან იტალიური მაფიის მოგზავნილები იმ მაფიის ვინც იუვეს რეგრესი დაგეგმა და დაამტავრებს მალე ტუ მოჯი არ მოვა მარა ეგაც აქვთ გათვლილი რო მოჯი არ მოვიდეს..

    1. ძალიან პესიმისტური გაწყობით ხარ, მაგრამ მეც მასე მგონია რომ იუვეს ხელმძღვანელობა “ვიღაცის” საქმეს აკეთებს…ელკანიდან დაწყებული მაროტათი დამთავრებული ყველა გასაყრელია გუნდიდან…რაც ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდება…ანიელი კიდევ მარტო გვარია მეტი არაფერი…ან ძალიან სუსტია ან კიდევ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს…ამ მომენტში იტალიურ ფეხბურთში ყველაფერს მილანური მაფია წყვეტს, რაც ბოლო წლების შედეგებში აშკარად ჩანს…INTER MERDA…ყველა იტალიური გუნდის დედა ვატირე იუვეს გარდა…ბავშვობაში ყველა იტალიურ კლუბს ვგულშემატკივრობდი ევროტურნირებზე, მაგრამ ეხლა მხოლოდ და მხოლოდ იუვე მეტი არაფერი…მოჯი მალე მოდი და დაბრუნდი და გვიშველე რაღაცა…

  2. მაპატიეთ მაგრამ ბრაზილიელების იუვეში არ მწამს…ნეტა ვცდებოდე მაგრამ ისტორია სხვა რამეს გვეუბნება:(((((((((((((

  3. ვაა ჩემი პატარა პაპუასები ისევ ცვეტშია.. ბრაზილიელებზე არ ვაფანატებ მაგრამ ნეიმარი და ლუკასი მაგრად მინდა.. მჯერა რო გაამართლებენ.. პიაზონზე ეხლაც ვტირივარ მაგრამ ვნახოთ რა იქნება.. იქნებ რამე გენიოსალური ჩანაფიქრები აქვს ჩვენს პატივცემულ პიროვნებას – აი იმას ორივე კარებს ერთ დროულად რო უყურებს ხოლმე : )

  4. ამ ორიდან მე პირადად ლუკასის ყიდვა მირჩევნია არც ძვირი ღირს და თან როსისაც ვიყიდით
    ნეიმარი მართლა მაგარი იგროკია მარა ძვირია
    და ვისაც ლუკასის თამაშები არ გაქვთ ნანახი გირჩევთ ნახოთ თან არც 45 მილიონი ღირს მაქსიმუმ12 მილიონი

  5. როგორც პიაზონი იყიდა, ისე იყიდის ამათაც…მაროტა შენ ხარ ტუუუუუუუ :D :D :D ყველაზე ნაღდია როგორც არსენალმა ლემანი დააბრუნა, ჩვენც ნედვედი დავაბრუნოთ და ჩათვალე ნახევარდაცვის პრობლემა მოხსნილია…ისე ვინც გუშინდელ თამაშს უყურეთ ნედვედი რას მოძრაობდა ხომ ნახეთ…ახლანდელ იუვეში კიდევ ეგ ბევრს აჯობებდა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.