დაუვიწყარი საღამო ლეგენდების შესრულებით
შეუძლებელია დაივიწყო ზინედინ ზიდანის საოცარი თამაში, ფლანგზე მოთამაშე პაველ ნედვედი, ცენტრის მეფე ედგარ დავიდსი და უკვე ვეტერანი, გოლის გასატანად მებრძოლი ჯანლუკა ვიალი.გუშინ, ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებს შანსი ჰქონდათ კიდევ ერთხელ ეხილათ დიდი ლეგენდების მატჩი.“Derby Slancio di vita” “იუვესა” და “ტორინოს” შესრულებით.საქველმოქმედო მატჩიდან 230 ათასი ევრო შემოვიდა, ერთგულ გულშემატკივრებს კი ეს საღამო არასდროს დაავიწყდებათ.
მიუხედავათ ასაკისა, ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს საოცარი სპექტაკლი შესთავაზეს.პირველ ტაიმში მოედანზე ის მოთამაშეები იმყოფებოდნენ, რომელთა ასაკი 45 წელი, ან უფრო მეტია.რავანელი, ჯენტილე, კაბრინი, კაუზიო და კუკერუდო.ანგარიში “ტორინოს” ფეხბურთელებმა გახსნეს, თავი ლეო ჯუნიორამ გამოიჩინა, რომელმაც 80 – იანი წლების დერბიში მონაწილეობა პლატინისთან ერთად მიიღო.კიდევ ერთი გოლი ლენტინიმ გაიტანა.მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე 35 წელს ზევით მყოფი ვეტერანი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ.”იუვენტუსი” მეტად გაიხსნა, ტურინელთა მხრიდან გოლები ნედვედმა და პორინიმ გაიტანეს.საოცარი მატჩი აჩვენეს ზიდანმა, ნედვედმა, დავიდსმა და მონტერომ.
აი იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებმაც საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მონაწილეობა : ბონინი, ბონიპერტი, კაბრინი, კარერა, კაუზიო, კიმენტი, კუკერედო, დავიდსი, დე აგოსტინო, ფურინო, ჯენტილე, გრაბი, იულიანო, მაროკი, მაროკინო, მონტერო, ნედვედი, პადოვანო, პორინი, რამპულა, რავანელი, სტოგრადო, ტაკინარდი, ტაკონი, ტავოლა, ტორიჩელი, ტუდორი, ვერხოვოდი, ვიერი, ვიგნოლა და ზიდანი.ტურინის “იუვენტუსის” 80 წლიანი ისტორია ერთ მოედანზე !
წყარო : Juventus.com
ბუფონი რატო არიყო?
კაცურად თუ შეგიძლიათ,ეს ტამაში რო ატვირთოთ
; (
ნედვედმა შეაგდო ; (
ზიზუ : * ედგარა : *
მაგი უნდა დამეწერა მეც, ზიდან ბევრს აჯობებს ახლაც! აბა ეს ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=_QKHM3KPjtk&feature=feedf
ზალიან ცოტა იყო მანდ ნამდვილი ლეგენდა !!!! ბაჯო არ იყო დავიერი იყო სასაცხილოა
ეჰ ამათ რო უყურებ გული მიკვდება რა გუნდი გვყავდა და ეხლა რა გვყავს
maladec ale
მალადეც ალეხ
ლეგენდები და მხოლოდ ლეგენდები და ისევ ლეგენდები და არაფერი ლეგენდების გარდა :!: უდიდესი სპექტაკლი, უდიდესი რეჟისორების დადგმით და უდიდესი მსახიობების მონაწილეობით, თქვენ მილიონობით ადამიანებს უყვარხართ და აქ მორჩა ყველაფერი. თქვენ ისტორია დაწერეთ და არასდროს შეგრცხვებათ უკან მოხედვის :!: :!:
და ჩვენ წინ გვქვს კიდე თქვენი მონაწილეობით ერთი დიდი სპექტაკლი, როდესაც ტურინის მეფეს და იუვეს ღმერთს დელ პიეროს გააცილებთ :!:
“Juve, Storia di un grande amore!”
“იუვე – ისტორია დიდი სიყვარულის!”
აი ეს იყო იუვე და მე იმედი მაქ რო იუვე კიდე უფრო მაგარ ფეღბურთელებს აღმოაჩენს, ისევ იუვე თუ გადაარჩენს იტალიურ ფეღბურთს
forza juveee
forca Juventussssssssss
დააბრუნეთ ზიდანი, დააბრუნეთ ნედვედი, დააბრუნეთ მონტერო, დავიდსი, ტაკინარდი – ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი იუვენტუსი უყვართ..ახლანდელ ხეებს მაინც ჯობიათ..ეს ნაგვის ყუთი არაა, ეს იუვენტუსია..
ჩვენი საფიცარი ლეგენდები, საოცარი მატჩი, უდიდესი მოგონებები..ამათგან მხოლოდ ალექსა შემოგვრჩა, ისიც მალე წავა ;(