ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფარფანი: ” ივნისში იტალიას მივაშურებ “

ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე გაიგეთ “იუვენტუსის” ჯეფერსონ ფარფანისადმი ინტერესის შესაძლო არსებობის შესახებ, ახლა კი თავად პერუელი ფორვარდიც ალაპარაკდა. “შალკეს” ბომბარდირის თქმით, მომავალ ივნისს ის იტალიას მიაშურებს: ” გადაწყვეტილება მივიღე, “შალკეს” ივნისში დავტოვებ. საკუთარ კარიერაში პროგრესის მიზნით, იტალიაში გადავბარგდები. იანვარში მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ხელმძღვანელობამ არ გამიშვა და ტრანსფერიც ამიტომ ჩაიშალა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარფანის კანდიდატურით ერთდროულად რამდენიმე იტალიური გუნდი ინტერესდება. ეს ჭორი აგენტმაც დაადასტურა, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას კი, როგორც ჩანს, სეზონის დასრულებამდე არ უნდა ველოდეთ.
წყარო: goal.com

14 thoughts on “ფარფანი: ” ივნისში იტალიას მივაშურებ “

  1. ოღონდ იუვეში არ მოხვიდე და სადაც გინდა იმ კლუბში გადადი..ფიორენტინა, პალერმო, ლაციო, უდინეზე :D ამ დონის კლუბებში წავა რა..

  2. ნუ გააჩნია ვინ არის კიდე იუვეს გარდა დაინტერესებული, თუ ნაპოლიცაა დაინტერესებული მაშინ მგონია რომ ნაპოლში წავა და თუ არა მაშინ მოვიდეს კაი პატარა ფასში და არაფერი დააშავაოს ჭკვიანად იყოს გოლები გაიტანოს :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.