ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი: ” სასწორზე ბევრი ქულა დევს “

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსს” სულ მცირე ხნის წინ შეუერთდა. იტალიელი მცველი “ბებერი ქალბატონი” რიგებში “ბუნდესლიგიდან” გადმობარგდა, დღეს კი sky sport -თან ინტერვიუში ტურინული გრანდის მომავალ დაპირისპირებებზე საუბრობს. ბარძალის თქმით, გუნდი დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმს გააკეთებს…

რვა შეხვედრა დარჩა და სასწორზე ბევრი ქულა დევს. საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ისევ გვაქვს, ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე უნდა დავამთავროთ. მაქსიმუმის მიღწევას უნდა ვეცადოთ, “იუვენტუსს” მოტივაცია მუდმიმად სჭირდება. რა მოხდა “ინტერთან” შეხვედრის შემდეგ? ეს რომ ვიცოდე გუნდს პირველ რიგში მე დავეხმარებოდი. “ლეჩესთან” ფსიქოლოგიური ფაქტორი უმთავრესი იყო, შემდეგ კი თავისი დაღი ტრავმებმაც დაგვასვა. ცუდი პერიოდი გვიდგას, მაგრამ კვირას გამარჯვებების გზაზე დავბრუნდით და ახლა ოპტიმისტობა გვმართებს. ტიფოზებმა უნდა იცოდნენ, ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ. მათი იმედგაცრუება გასაგებია, გულშემატკივარი დიდი ხანია “იუვეს” უმაღლეს დონეზე ხილვას მიეჩვია. ვეცდებით, ამ სიმაღლეებზე რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ.

“ბრეშიასთან” შეხვედრამ მწვრთნელისა და ფეხბურთელების ერთიანობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა: “ რა თქმა უნდა.” -აცხადებს ბარცალი. ” მწვრთნელთან მართლაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ლუიჯი მუდმივად მოტივირებულია. ეს მხოლოდ მატჩებში კი არა, ვარჯიშებზეც იგრძნობა.

სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები შედეგი გარკვეულწილად ამტკიცებდა ჩაყრილი საფუძვლის სიმტკიცეს, გუნდი ერთიანი იყო: ” ყველაფერი სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. პროგრესის იმედს ისეთი ჩემპიონები გვისახავენ, როგორიც დელ პიერო და ბუფონი არიან. მოედანზე მათი შეუდარებელი თამაში და ყველასათვის მაგალითს წარმოადგენს.

საუბრის ბოლოს ბარცალი ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო, რომელიც დღეს საღამოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონი, ნაკრებში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს: ” არა მგონია პრანდელის გუნდი კრიზისში იყოს. გუნდი ჩემპიონებმა დატოვეს, საქმეში ახალგაზრდული ძალა ჩაერთო და შესაბამისად, უეჭველია, რომ მათ შეთამაშებასა და ერთ გუნდად ქცევას დრო დასჭირდება. მაქვს თუ არა “სკუადრა აძურაში” დაბრუნების იმედი? ნაკრებში 3-4 წელი გავატრე, მაგრამ უკვე დიდი ხანია, არ მითამაშია. სიმართლე გითხრათ, ეს აზრი აკვიატებული ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ თვითონ ფაქტი უზომოდ გამახარებდა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
13 years ago

bardzali magden laparaks girchevnia gmerts normaluri parikmaxeri stxove rasa gavxar she ubeduro :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago

ალექსას “სტრიჩკა” აქვს, ოღონდ სიგრძე დიდია მაგის თმის… :mrgreen:

gocha khalvashi
13 years ago

თავიდან ბევრს ვღადილაობდი ამის ტრანსფერზე მაგრამ პირველივე თამაშიდან დაამტკიცა იტალიური დაცვის სისხლი რო უჩქეფს ძარღვებში… დახვეწილია ძალიან კარგად, მაგალითად ბონუჩის ამასთან მოსვლამდეც ბევრი უკლია… ბოლოსდაბოლო მსოფლიო ჩემპიონია… ამ რითმში გააგრძელე და დაცვაში კონკურენცია იქნება რაც გუნდს სასიკეთოდ წაადგება.

lasha giorgadze
13 years ago

ჯერ ჯერობით ესაა ყველაზე ნათელი წერტილი უკანა ხაზში და იმედია ასე გააგრძელებს სანამ კიელინი და ბონუჩი გაიღვიძებენ :!:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x