ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი და იტალიელები სანაკრებო შეხვედრებს დღეს გამართავენ

ტურინის “იუვენტუსიდან”, ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული შვიდივე ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე მატჩებს დღეს, 25 მარტს გამართავენ.იტალიელები – ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო, ალესანდრო მატრი, ალბერტო აკვილანი და სერბი მილოშ კრასიჩი ევროპის 2012 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში იმყოფებიან.სერბები ბელგრადში, ჩრდილოეთ ირლანდიელებს უმასპინძლებენ, მატჩი თბილისის დროით 23:30 სთ-ზე დაიწყება, იტალიელები კი 23:45 სთ-ზე ლუბლიანაში ითამაშებენ, ადგილობრივი სლოვენიის წინააღმდეგ.

C ჯგუფს აპენინელები 10 ქულით ლიდერობენ, მეორე ადგილზე სლოვენიელები არიან 7 ქულით, ესტონელებს 6 ქულა აქვთ, ირლანდიელებს 5, სერბებს 4, ბოლო ადგილზე ფარერის კუნძულები იმყოფება, ქულების მინიმალური რაოდენობით.კუნძულელებს აქტივში 0 ქულა აქვთ.

წყარო : Juventus.com

18 thoughts on “კრასიჩი და იტალიელები სანაკრებო შეხვედრებს დღეს გამართავენ

  1. დღეს ჩემი სურვილების ახდენა სერბეთის მოგებითა და კრასიჩის გოლით უნდა დაიწყოს, შემდეგ იტალიელებმა უნდა შეჭამონ სლოვენიელები,მატრიმ მინდა გაიტანოს..

    ხვალ კი ვოცნებობ ხორვატები დავამარცხოთ, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება თამაში და როდის იმღერებს მთელი საქართველო ერთად, ნებისმიერ წერტილში ჩვენს ჰიმნს..ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა..მჯერა რომ შეგვწევს ძალა, ასეთ გუნდს ვებრძოლოთ..

      1. ვერც მე ჩავდივარ თბილისში, კვირას თამაში მაქვს დილით..მაგრამ მთელ საქართველოსთან ერთად ფეხზე ვიდგები და ჩვენს ბიჭებს ვუგულშემატკივრებ..აა ვერ ვითმენ :D როდის დაიწყება..

  2. და ისე მართლა ალბერტო აკვილანის სურათი დევს და მისი სახელის სეტანა დაგავიწყდათ სტატიაში… :mrgreen:

  3. იმენა სლოვენიას გასვლაზე საქართველომ მოუგო როცა ილიჩიჩიც ყავდათ და სხვა ვარსკვლავებიც და მაგარს ვიღადავებ თუ ეხლა სლოვენიამ იტალიას მოუგო…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.