ჩიროს შეგირდებმა შვედეთი დაამარცხეს
იტალიის U21 ეროვნულმა ნაკრებმა, გუშინ ღამით შვედი თანატოლები დამსახურებულად დაამარცხეს.თურქეთისა და ინგლისის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, ჩირო ფერარას შეგირდებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.მატჩის პირველი ნახევარი ლურჯებმა 2-0 მოიგეს, გოლები “ემპოლის” ნახევარმცველმა, დიეგო ფაბრინიმ და “ჯენოას” ფორვარდმა, ალბერტო პალოსკიმ გაიტანეს.მეორე ტაიმში იტალიელთა უპირატესობა მესამე გოლით “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა შემტევმა, ფედერიკო მაკედამ გაამყარა.შვედების მხრიდან, პრესტიჟის გოლის გატანა ლარსონმა მოახერხა.
U21 – იტალია 3:1 შვედეთი
გოლები : ფაბრინი (19′), პალოსკი (32′), მაკედა (56′), ლარსონი (65′)
იტალია : პინსოლიო; დონატი, კამპორეზე, კალდიროლა, კრეზენჩი; დ’ალესანდრო, რომიცი, სორიანო, ფაბრინი; პალოსკი, მაკედა
შვედეთი : ნორინგი; ლარსონი, იანსონი, დირესტამი, ასპი; ჰამადი, იოჰანსონი, ილემარკი; ჯონსონი, არმენტეროსი
ეს პალოსკი იმენა მხეცია, მილანმა თუ არ დაიბრუნა მომავალ წელს, კარგი იქნებოდა იუვეს რომ შეეძინა
ჩირო იმედია დაბრუნდები ოღონდ მაღალ კვალიფიცერბული მწვრთნელის რანგში :!:
ფორცა იტალია ფორცა ჩიროოოო!!!!!