ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი : ” წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იუვეში ”

სლოვენიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , ბიანკონერის ნახევარმცველმა ალბერტო აკუილანიმ , ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ტელეარხ Raisport 1 თან : ” სიმართლე გითხრათ არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი , თუმცა პოზიტიური ძვრები შეინიშნება . კონცენტრირებულნი გავედით მოედანზე , რადგან კარგად გვესმოდა თუ ვის წინააღმდეგ გვიწევდა ასპარეზობა . მეტოქის დამარცხება სწორი ტაქტიკური გათვლების შედეგად მოვახერხეთ , აღსანიშნავია , რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ წარმატებულადაც . საერთოდ , როდესაც მოედანზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს უშვებ , შედეგის მიღწევა ყოველთვის გიადვილდება . იცით რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო ? პარტნიორებს უნდა უბიძგო , რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთონ . იუვენტუსი ? სამწუხაროდ იქ არ მიდის საქმეები ისე როგორც აძურიში . ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს რატომ ? თუმცა , ამ ეტაპზე მსურს დავტკვე გამარჯვების მომენტით ” .

წყარო : TuttoJuve

14 thoughts on “აკუილანი : ” წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იუვეში ”

  1. იმ ტოშიჩმა რა გოლია გაიტანა … იიფ …. ღმერთმა ქნას სერბებმა დღესაც გაიხარონ ხორვატიის თამაშის შედეგიდან გამომდინარე .

    1. კი პირლო ვარსკვლავია მარა პირლო არის 32 წლის და აკვილანი 26 წლის მე პირადად გუნდში 32 წლის პირლოს ყოლას აკვილანის ყოლას ვამჯობინებდი თორე პირლო აკვილანზე გაცილებით მაღალი დონი ფეხბურთელი რომ არის ეს ყველამ ვიცით

    1. დათკა რა გინდა აკვისგან, რატო მიგაქვს სტრატეგიული იერიშები მასზე :mrgreen: ა?? კაი ბავშვია რას ერჩი???

      1. ფაბრეგასი ისე 23 წლის არის და, მე პირადად, თავის პოზიციაზე უკონკურენტოდ მიმაჩნია.ნეტავ შანსი იყოს ფაბრეგასის გადმოყვანის და აკუილანი და თუ პირლოს გადმოიყვანენ პირლოც რომ მოითხოვონ მივცემდი და Fულსაც დავუმატებდი :D :D :D

  2. გუშინ კარგად ითამაშა, ის რომ ბევრს ფანტაზიორობს და ხანდახან შეცდომები მოსდის ეგ იმის ბრალია რო ყოველთვის ორიგინალურად თამაშობს(სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია), აუცილებლად უნდა დავიტოვოთ – შეკრებებზე ბევრი უნდა იმუშავოს და იქით სეზონისთვის ძალიან მაგარ ფეხბურთელს ვიხილავთ აკვის სახით.

    1. კვალიარელა მატრი აკვილანი და პეპე(მარტინესი ზამენაზე მაინც აჯობებს სულ ბოლომდე იბრძვის ) უნდა გამოვისყიდონ ამას უნდა დაუმატონ ვანდერ ვილი მარჯვნივ ტაივო მარსელიდან დეშამთან ერტად ბასტოსი და როსი აგუერო ან ნეიმარი სულ ერთია და გუნდი მაინ ერქმევა

  3. ამ პოზიციაზე ამაზე კაის ვერც იშოვი და თუ იშოვი მინიმუმ30 მილიონი დაგიჯდება ამიტომ უნდა გამოისყიდოს მაროტამ ეს ფეხბურთელი მართალია სტაბილრი არაა მარა როდესაც 4 ვარსკვლაცს მოიყვან გუნდში და გუნდი კონკურენტ უნარიანი იქნება მაშინ ესეც კაი ფორმაში იქნება რა ამის ბრალია რომ მარტინესი ტონმი და იაკვინტა ყავს თავდასხმაში კიდე კაი ამაური წავიდა

    1. ასიანი ხარ, შეიძლება ბანძმა ფეხბურთელმა ჩააგდოს თამაში მაგრამ ვინც ლიდერად ითვლება ყოველთვის იმას მოეკითხება, ამიტომ ალბერტოს ბევრი აკრიტიკებს წელს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.