ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი : ” წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იუვეში ”

სლოვენიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , ბიანკონერის ნახევარმცველმა ალბერტო აკუილანიმ , ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ტელეარხ Raisport 1 თან : ” სიმართლე გითხრათ არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი , თუმცა პოზიტიური ძვრები შეინიშნება . კონცენტრირებულნი გავედით მოედანზე , რადგან კარგად გვესმოდა თუ ვის წინააღმდეგ გვიწევდა ასპარეზობა . მეტოქის დამარცხება სწორი ტაქტიკური გათვლების შედეგად მოვახერხეთ , აღსანიშნავია , რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ წარმატებულადაც . საერთოდ , როდესაც მოედანზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს უშვებ , შედეგის მიღწევა ყოველთვის გიადვილდება . იცით რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო ? პარტნიორებს უნდა უბიძგო , რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთონ . იუვენტუსი ? სამწუხაროდ იქ არ მიდის საქმეები ისე როგორც აძურიში . ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს რატომ ? თუმცა , ამ ეტაპზე მსურს დავტკვე გამარჯვების მომენტით ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
arseni
13 years ago

იმ ტოშიჩმა რა გოლია გაიტანა … იიფ …. ღმერთმა ქნას სერბებმა დღესაც გაიხარონ ხორვატიის თამაშის შედეგიდან გამომდინარე .

arseni
13 years ago

ეხლა წავიკითხე მანინგერი ფულემში მიდისო … არადა ეგეც კარგი მეკარეა

dito chanturia
13 years ago

au und davtovot raa es kaci dzaan magari fexburtleia raa da igive shecdoma ar unda davushva rac diegostan… rato ar ixseneben imas mainc tu rogor daiwyo nedvedma magram legendaaa eg kaci exla

sandro ivaneishvili
13 years ago
Reply to  Dutch

კი პირლო ვარსკვლავია მარა პირლო არის 32 წლის და აკვილანი 26 წლის მე პირადად გუნდში 32 წლის პირლოს ყოლას აკვილანის ყოლას ვამჯობინებდი თორე პირლო აკვილანზე გაცილებით მაღალი დონი ფეხბურთელი რომ არის ეს ყველამ ვიცით

13 years ago
Reply to  Dutch

დათკა რა გინდა აკვისგან, რატო მიგაქვს სტრატეგიული იერიშები მასზე :mrgreen: ა?? კაი ბავშვია რას ერჩი???

sandro ivaneishvili
13 years ago
Reply to  Dutch

აბა ვინ 32 წლის პირლო თუ ფაბრეგასი :D :D :D

Gela Skhirtladze
13 years ago

ფაბრეგასი ისე 23 წლის არის და, მე პირადად, თავის პოზიციაზე უკონკურენტოდ მიმაჩნია.ნეტავ შანსი იყოს ფაბრეგასის გადმოყვანის და აკუილანი და თუ პირლოს გადმოიყვანენ პირლოც რომ მოითხოვონ მივცემდი და Fულსაც დავუმატებდი :D :D :D

sandro ivaneishvili
13 years ago

ფაბრეგასი 23 წლის რომაა მეც ვიცი მარა შანსი არაა მაგის გადმოყვანის ეგეც კარგად ვიცი

13 years ago

გუშინ კარგად ითამაშა, ის რომ ბევრს ფანტაზიორობს და ხანდახან შეცდომები მოსდის ეგ იმის ბრალია რო ყოველთვის ორიგინალურად თამაშობს(სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია), აუცილებლად უნდა დავიტოვოთ – შეკრებებზე ბევრი უნდა იმუშავოს და იქით სეზონისთვის ძალიან მაგარ ფეხბურთელს ვიხილავთ აკვის სახით.

sandro ivaneishvili
13 years ago
Reply to 

კვალიარელა მატრი აკვილანი და პეპე(მარტინესი ზამენაზე მაინც აჯობებს სულ ბოლომდე იბრძვის ) უნდა გამოვისყიდონ ამას უნდა დაუმატონ ვანდერ ვილი მარჯვნივ ტაივო მარსელიდან დეშამთან ერტად ბასტოსი და როსი აგუერო ან ნეიმარი სულ ერთია და გუნდი მაინ ერქმევა

sandro ivaneishvili
13 years ago

ამ პოზიციაზე ამაზე კაის ვერც იშოვი და თუ იშოვი მინიმუმ30 მილიონი დაგიჯდება ამიტომ უნდა გამოისყიდოს მაროტამ ეს ფეხბურთელი მართალია სტაბილრი არაა მარა როდესაც 4 ვარსკვლაცს მოიყვან გუნდში და გუნდი კონკურენტ უნარიანი იქნება მაშინ ესეც კაი ფორმაში იქნება რა ამის ბრალია რომ მარტინესი ტონმი და იაკვინტა ყავს თავდასხმაში კიდე კაი ამაური წავიდა

13 years ago

ასიანი ხარ, შეიძლება ბანძმა ფეხბურთელმა ჩააგდოს თამაში მაგრამ ვინც ლიდერად ითვლება ყოველთვის იმას მოეკითხება, ამიტომ ალბერტოს ბევრი აკრიტიკებს წელს

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x