ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელებმა სლოვენია, კრასიჩმა კი ირლანდიელები დაამარცხეს

გუშინ, ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის C ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ბელგრადში ჩრდილო ირლანდიელებს უმასპინძლა და 2-1 სძლია, იტალიელებმა კი სტუმრად ლუბლიანაში, სლოვენიელებზე გაილაშქრეს, 1-0.

სერბებსა და ირლანდიელებს შორის მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რასაც ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე გარეთ მაკულის გოლი მოჰყვა.სერბებმა წონასწორობა 65 – ე წუთზე აღადგინეს, გოლი მარკო პანტელიჩის ანგარიშზეა.საყაიმო ანგარიშმა მხოლოდ 9 წუთს გასტანა, 74 – ე წუთზე ბრიტანელების კარი ზორან ტოსიჩმა დალაშქრა.რაც შეეხება მილოშ კრასიჩს, მან მოედანზე 86 წუთი დაჰყო, მატჩის მიწურულს კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის ნაცვლად მოედანზე რადოსლავ პეტროვიჩი შემოვიდა.აღსანიშნავია, რომ 55 – ე წუთზე კრასიჩმა თავი ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა.

ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებისთვის საინტერესო მეორე მატჩი კი ლუბლიანაში, სლოვენიის დედაქალაქში გაიმართა.სკუადრა აძურამ C ჯგუფის მეორე ადგილოსანს, ადგილობრივ ნაკრებს არაფერი დაუთმო და დამსახურებულად, 1-0 დაამარცხა.გოლი მატჩის 73 – ე წუთზე, ნატურალიზირებულმა იტალიელმა, ტიაგო მოტამ გაიტანა, აღსანიშნავია, რომ ეს ნახევარმცველისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლია.რაც შეეხება ბიანკონერების ფეხბურთელებს, 6 გამოძახებული მოთამაშიდან ძირითად შემადგენლობაში 4 მოხვდა.ჯიჯი ბუფონმა ტრადიციულად ლურჯებს უკაპიტნა, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დუეტი დაცვის ცენტრს ამაგრებდა, ალბერტო აკვილანი კი ნახევარდაცვის ზონაში იდგა, როგორც სჩანს, საკმაოდ პროდუქტიულადაც.იტალიურმა პრესამ ალბერტო ბალძარეტისთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელა.ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ოთხივე ბიანკონერომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, 87 – წუთზე კი მათ კლაუდიო მარკიზიოც შეუერთდა, რომელიც მწვანე მინდორზე რიკარდო მონტოლივოს ნაცვლად გამოჩნდა.აძურაში ალესანდრო მატრიც იყო გამოძახებული, მაგრამ ფიფას წესებით, საბოლოო 18 კაციან განაცხადში მატრი ვერ მოხვდა, მასთან ერთად, სათადარიგოთა სკამზე არც სალვატორე სირიგუ, დევიდე სანტონი, დევიდე ასტორი და სებასტიან ჯოვინკო იმყოფებოდნენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x