ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკრაინასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში სამი იუვენტინო ითამაშებს

სლოვენიის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ, სკუადრა აძურა კიევში, უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.უკრაინა – ეს ის ევროპული, რომელიც 2012 წელს პოლონეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ჩეზარე პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა.გამოძახებული 6 ბიანკონეროდან უკრაინელებთან სასტარტოში სამი მოხვდება, ალბერტო აკვილანი, ჯორჯო კიელინი და კლაუდიო მარკიზიო.სამივე მათგანმა წინა მატჩში მონაწილეობა მიიღო, ჯორჯო და ალბერტო პირველივე წუთებიდან მოედანზე იყვნენ, კლაუდიო კი თანაგუნდელებს მატჩის მიწურულს შეუერთდა.ჯიჯი ბუფონი და ლეონარდო ბონუჩი ამ მატჩში დაისვენებენ, ალესანდრო მატრის კი მოედანზე შემოსვლის შანსი სათადარიგოთა სკამიდან ექნება.

სანაკრებო დონეზე, შავ-თეთრებს ამჟამად მხოლოდ იტალიელები წარადგენენ.ფრედრიკ სორენსენი ვინოვოზე მცირე ტრავმის გამო დაბრუნდა, მილოშ კრასიჩი კი დისკვალიფიცირებულია.

წყარო : Juventus.com

6 thoughts on “უკრაინასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში სამი იუვენტინო ითამაშებს

  1. ეს მონტოლივოო პრანდელის ლუბიმჩიკია,ფიორენტინადან მოყოლებული დაა შევეგუოთ იმ ფაქტს რომ სასტარტოში იქნებაა ყოველთვის,არადაა არ არის სანაკრებო დონის ნამდვილად…მარკიზიო ზამენაზე და ეს სასტავში უსამათლობაა ტოო

  2. ბონუჩისა და კასანოს ვარჯიშზე სერიოზული კამათი მოსვლიათ, რის გამოც ხვალ არცერთი არ იქნება ძირითადში..ჯუზეპე როსი ძირითადშია, ალბერტო ჯილარდინოსთან ერთად, რომელიც ხვალ ნაკრების კაპიტანი იქნება

  3. მარკიზიოს ძირითადი გამიხარდა, ჯორჯოს არაფერი დაღლის, აკვილანიმ კიდე ითამაშოს, იმედია რომასთან კარგ ფორმაში იქნება..მატრი შეცვლაზე შემოვა და გაიტანს :D მე მჯერა ჩემი ალეს :*

    კრასიჩის და სორენსენის დასვენება განსაკუთრებულად გამიხარდა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.