ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვარჯიშები ხვალიდან განახლდება

დასასრულს უახლოვდება სანაკრებო ბატალიები და ძალიან მალე , კალჩოში გადამწყვეტი მატჩები დაიწყება . ერთ ერთი მათგანი მოახლოებულ უიკ ენდზე , იტალიის დედაქალაქში ,  სტადიო ოლიმპიკოზე შედგება , ადგილობრივ რომასა და ტურინის იუვენტუსს შორის . მიმდინარე სეზონში ეს ორი გუნდი უკვე დაუპირისპირდა ერთმანეთს , კალჩოს  პირველ წრეში და იტალიის თასსზე .  ამ მატჩებისგან  განსხვავებით ,  ეხლა რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელა იმყოფება , რომელმაც კლაუდიო რანიერი შეცვალა არცთუ სახარბიელო შედეგების გამო . ტურინელები ამ მატჩისადმი მომზადებას უკვე ხვალიდან შეუდგებიან , როდესაც ლუიჯი დელ ნერი ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბავს ფეხბურთელებს .

წვრთნები დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მას იტალიის ნაკრების 6 მოთამაშე გამოაკლდება , რომლებიც უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან გამართავენ მატჩს  . ვადაზე ადრე დასრულდა მილოშ კრასიჩის სანაკრებო თავგადასავალი , რომელიც არ არის გამოწვეული მწვრთნელთან კამათით ან ტრავმით , უბრალოდ ბიანკონერის გარემარბი დისკვალიფიცირებულია .

სხვათაშორის სამწვრთნელო სესია ოთხშაბათს , ხუთშაბათს და პარასკევს სამჯერ ჩატარდება ერთი დღის განმავლობაში . ხოლო შაბათს გუნდი შუადღის პერიოდში შეიკრიბება მოსამზადებლად .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფან კლუბი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.