ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე უარყოფს იუვენტუსის დაინტერესებას

აპენინებზე გრძელდება გაუთავებელი საუბარი , ბიანკონერის ახალ შესაძლო თავკაცზე , რომელიც სეზონის დასრულებისთანავე შესცვლის ლუიჯი დელ ნერის . ერთ ერთ კანდიდატად ამ პოსტზე , ყოფილი იუვენტინო , ანტონიო კონტე განიხილება , რომელმაც თავის მხრივ უარყო ჭორები და განაცხადა რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სიენაზეა კონცენტრირებული : ” სიულელეა ! ჩემი უმთავრესი საფიქრალი არის სიენა , რომელიც დამიჯერეთ საკმაოდ კარგი გუნდია . სხვათაშორის ამ საუბრებს წარმატებები მოაქვს ჩემთვის , რადგან ბარიში მუშაობის პერიოდში , როდესაც იგივე თემაზე დაიწყო საუბრები , მოვახერხეთ და სერია ა-ში ამოვედით . იმედი მაქვს ეს სასიამოვნო ტენდეცია არც ამჯერად დაირღვევა და სიენა კვლავ დაბრუნდება უმაღლეს ლიგაში “ .  კითხვაზე ჩაჯდებოდნენ თუ არა მის სქემაში ბიანკონერის ვარსკვლავი მილოშ კრასიჩი და ლიონის გარემარბი მილოშ ბასტოსი მან უპასუხა : ” ვფიქრობ , სიენას პრეზიდენტს ძალზედ გაუჭირდება  ამ ფეხბურთელების მოწვევა ” .

წყარო : Football-Italia

9 thoughts on “კონტე უარყოფს იუვენტუსის დაინტერესებას

  1. ვენგერს მაგარი გუნდი ჰყავს უფრო მაგრამ როგორც ხედავ ჩემპიონობა არ გამოსდის . და კაცი რო არსენალს ტიტულს ვერ აღირსებს ეგ იუვეს გამოადგება??? დელნერის კი მირჩევნია მაგრამ არამგონია ჩვენ მუდამ ტიტულები მოვიგოთ

  2. მე პირადად კონტეს არ ავიყვანდი გუნდის მთავარ მწვრთნელად რადგან ჯერ გამოცდილება არ აქვს დღეს დღეობით 4-5 მწვრთნელია ვისაც შეუძლია იუვე ძველი დიდება დაუბრუნოს და ესენი არიან
    არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიო, ფაბიო კაპელო, კარლო ანჩელოტი,
    მარჩელო ლიპი. დანარჩენი კანდიდატები დიდიე დეშამი, ანტონიო კონტე, ლუის ვან გაალი. ჩემი აზრით ამათ ძალიან გაუჭირდებათ საჩემპიონო გუნდად ქცევა.

    1. არსენ ვენგერსჰი სელექციონერს უპრო ვხედავ ვიდრეე მწვრთნელს … და საერთოდ არაა აუცილებელი კაპელო რაა და ლიპი ჰიდინკი ყველას აჯობებდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.