ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “რობერტოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა უყვარს”

რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ “სიტიში” მუშაობით მისი ოცნებები რეალური ხდება, მაგრამ მენეჯერის პირადი აგენტი, ჯორჯო დე გიორგისი ტურინში გადაბარგებას არ გამორიცხავს.შეგახსენებთ, რომ პრესაში რობერტო მანჩინი ლუიჯი დელ ნერის შესაძლო შემცვლელებს შორის ერთ-ერთია.

“გასაკვირი არაფერია, რობერტო სიტიში ბედნიერია.ინგლისში მუშაობა მისი ოცნება იყო.იუვენტუსი ? – არავინ იცის, ფეხბურთში რა მოხდება, ამიტომ არასოდეს თქვა არასოდეს.ამჟამად, რობერტო სიტის ლიგაში მოხვედრისთვის იბრძვის, პრემიერ-ლიგის მოგება კი საკმაოდ რთული ამოცანაა.ის საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან უყვარს, ასეთი მოთამაშეები დღეს იუვეში მრავლადაა.”

წყარო : Goal.com

11 thoughts on “აგენტი : “რობერტოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა უყვარს”

  1. რა მანჩინი ესენი სულ მთლად უბერავენ, რისი გამკეთებელია ყველა კარგად ხედავს სიტიში და მოათრევენ და დასვევენ ეხლა იუვეში

  2. ააუუუუ რათ გვინდა ეს სიტის ვერ ატამასებს და ეს აათამაშებს იუვეს?? კაცს ჯეკო ტევეზი ბალოტელი და სილვა ყავს და ევროპა ლიგიდან გამოვარდა

  3. კიდევ გასპერინი თუ მოიყვანეს ჭკუა არ ჰქონია ამ იუვეში არავის, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ჯენოას, სამპდორიას და კიევოს მწვრთნელების მოყვანა !!!

  4. ამის დუხი არ ვნახო იუვეში, მთელი ცხოვრება იუვენტუსს აგინებს და არასდროს ვიმუშავებ ტურინშიო პლიუს უნიჭოა…

  5. 2 თამაშიც და დამერწმუნეთ გაჩითავთ ასეთ სტატიას: ” იუვენტუსი თემურ ქეძბაიას დაუკავშირდა…, დიდი რევოლუციები დაიწყო იუვენტუსში”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.