ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ყველაფერი ივნისში გადაწყდება”

“პარმა” და “იუვენტუსი” მზად არიან, სებასტიან ჯოვინკოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.24 წლის ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონს მართლაც მაღალ დონეზე ატარებს, 23 მატჩში სებამ 5 გოლის გატანა მოახერხა, მოხვდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში და უკრაინასთან მეგობრულ შეხვედრაში, თავი საგოლე პასითაც დაგვამახსოვრა.

Goal.com – თან ინტერვიუში “ატომური ჭიანჭველას” პირადი აგენტი, ლუკა პასკუალინი სამომავლო გეგმებზე საუბრობს : “ჯოვინკო შესანიშნავ ფორმაშია, კიევში გამართულ მატჩს ალბათ ყველამ ადევნეთ თვალი.ის მზადაა, ნებისმიერ დროს ითამაშოს ჩეზარე პრანდელის ნაკრებში.მისი მომავალი ? – ამ მომენტისთვის, ცნობილი არაფერია.იუვენტუსი და პარმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ივნისში დაილაპარაკებენ.ჯოვინკო პარმას იდეალურად შეეწყო და სეზონის ბოლომდე, სება მაქსიმალურად შეეცდება, ამ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.”

წყარო : Goal.com

18 thoughts on “აგენტი : “ყველაფერი ივნისში გადაწყდება”

  1. ამ ბიჭის რაც გამოჩნდა იმის მერე მჯერა, ამის დაჩაგვრა საცოდაობაა რაა, იუვენტუსმა ეს რო გაყიდოს ძაან გამიტყდება, ამას მართლა შეუძლია გადაჭრას მარცხენა ფლანგელის პრობლემა რაა, დამიჯერეთ.

  2. ან რას ნიშნავს კაი ტრენერის ხელშI გაქაჩავს ? პარმას ამჟამინდელი ტრენერი ნამდვილად არ ჯობია არც რანიერის , არც დელ ნერის და მემგონი არც ფერარას , ვის ხელშიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს იტალიის 21 წლამდელთა ნაკრები … აქ ფსიქოლოგიის ამბავია და მამენტ მისი სუსტი ფიზიკური მომზადების … ჯიოვინკო ძალიან არასტაბილურია

    1. ასეთი ტეხნიკის და სისწრაფის ფეხბურთელის გამოყენება ნამდვილად შეიძლება.. მე არ ვამბობ გინდა თუ არა პლეიმეიკერია თქო : ) თუნდაც იმაზე მტკივა მაგრად გული რო იუვენტუსში არ მეგულება ფეხბურთელი რომელიც ეგეთ პასს გააკეთებდა(ერთი ადამიანის გარდა.. ამ ერთმა ადამიანმა რამდენ ხანს უნდა ათრიოს გუნდი არ ვიცი

  3. ჯიოვინკოს რომ არ გამოეჩინა ეგოისტობა და ეთამაშა მარცხენა გარემარბის პოზიცაიზე , დღეს მაგ კრაიზე პრობლემა არ გვექნებოდა … ვისაც გახსოვთ ნედვედის ბოლო სეზონი , იქ რანიერი სწორედ ჯიოვინკოს იყენებდა პაველის ნაცვლად ხოლმე და თამაშის მერე სულ იმას წუწუნებდა , რომ მე ნედვედი არ ვარ და არ შემიძლია წინ და უკან სირბილიო .. არადა რასაც თამაშობდა , ზუსტად მაგ ფლანგიდან უტევდა კარგად … შემდეგ მეორე სეზონში როდესაც მოვიდა ჩირო , ჯიო იყო სუფთა პლეიმეიკერი და აბსოლიტურად ყველა თამაში ჩააგდო ტიპმა , ვერ წაიყვანა გუნდის თამაში … დიეგოს ტრავმის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი , როდესაც სებას ბევრი შანსი მისცა ფერარამ !!!

    ჩემი აზრით საკუთარმა პრინციპებმა დაღუპა და ის რომ დღეს პარმაშია და თითქოს რაღაცას აკეთებს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს !!! შეიძლება იყო კარგი ფეხბურთელი მაგრამ იუვეში ეს არ კმარა … მიკოლიც დაფრინავს , დი ვაიოც , მაგრამ რა კლუბებში თქვენ თავად ხედავთ ამას … ჯიოვინკო ერთ ერთია … 24 წლის არის უკვე და ჯერ კიდევ ” ტალანტია ” … ეს ბევრ რამეზე მეტყველებს .

    1. მარტალი ხარ ძმაო….ერთ ირამე იყო თავიდანვე ნათელი ნებისმიერისთვის ვისაც ფეხბურთი ესმის რომ ჯიოვინკო ტიპიური ფლანგის ფეხბურტელია, ტექნიკა და ტვინი კი აქვს პლაიმეიკერის მაგრამ ფიზიკური კონდიხიები არა…ამიტომ თუ ფლანგზე არ იტამაშებს ვერ გაქაჩავს შანსი არაა

  4. ჯოვინკოში რაც მე მომწონს ის არი რო მოედანს ხედავს კარგად პასებს აკეთებს დროულად და რაც მტავარია შედეგიანს და ასევე სწრაფია

  5. კაი მწვრთნელი დააბრუნებს ჯოვინკოს და მაგრად აათამაშებს!!! უკრაინასთან ის რაც ამან გააკეთა შეიძლება მესის და რონალდუს არც დასიზმრებიათ.. სუფთა ზიზუს სტილში იმოქმედა

  6. ეს რო გაუშვეს ამაზე კა ვინ დავიტოვეტ გამტამაშებლად? არავინ!!! ეს აუცილებლად უნდა დავაბრუნოტ მარა არა4 4 2 სქემიტ მე მომცონს მაგალიტად 3 4 2 1 ან 4 2 3 1 სადაც იდეალურად დაჯდება ჯოვინკო

  7. ეგ რა პოზიციაზე თამაშობს ვერ დავუმუღამე …. აქ თუ დარჩება ბასტოსს ვერ ამოაგდებს და სხვა არ ვიცი

    1. მთელი მუღამიც მაგაშია რომ ტიპი თმაშობს მარცხენა, მარჯვენა ნახევარმცველებს და პლიუს დელ პიეროს ადგილზეც შეუძლია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.