ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ყველაფერი ივნისში გადაწყდება”

“პარმა” და “იუვენტუსი” მზად არიან, სებასტიან ჯოვინკოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.24 წლის ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონს მართლაც მაღალ დონეზე ატარებს, 23 მატჩში სებამ 5 გოლის გატანა მოახერხა, მოხვდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში და უკრაინასთან მეგობრულ შეხვედრაში, თავი საგოლე პასითაც დაგვამახსოვრა.

Goal.com – თან ინტერვიუში “ატომური ჭიანჭველას” პირადი აგენტი, ლუკა პასკუალინი სამომავლო გეგმებზე საუბრობს : “ჯოვინკო შესანიშნავ ფორმაშია, კიევში გამართულ მატჩს ალბათ ყველამ ადევნეთ თვალი.ის მზადაა, ნებისმიერ დროს ითამაშოს ჩეზარე პრანდელის ნაკრებში.მისი მომავალი ? – ამ მომენტისთვის, ცნობილი არაფერია.იუვენტუსი და პარმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ივნისში დაილაპარაკებენ.ჯოვინკო პარმას იდეალურად შეეწყო და სეზონის ბოლომდე, სება მაქსიმალურად შეეცდება, ამ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.”

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
PINTURICHIO10
13 years ago

ამ ბიჭის რაც გამოჩნდა იმის მერე მჯერა, ამის დაჩაგვრა საცოდაობაა რაა, იუვენტუსმა ეს რო გაყიდოს ძაან გამიტყდება, ამას მართლა შეუძლია გადაჭრას მარცხენა ფლანგელის პრობლემა რაა, დამიჯერეთ.

sandro ivaneishvili
13 years ago

მომკალით და აღარ მინდაა ამის გაყიდვა ნაკრებშI ძაან მაგრა ითამაშა

13 years ago

სება მიყვარს იუვენტინოა თან ძაააააან მაგარი!!!!!!!!!!!

Vaxooo
13 years ago

ვაიმე უკრაინასთან რა მაგარი პასი გაუკეთა მატრის :D საღოოლ

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ან რას ნიშნავს კაი ტრენერის ხელშI გაქაჩავს ? პარმას ამჟამინდელი ტრენერი ნამდვილად არ ჯობია არც რანიერის , არც დელ ნერის და მემგონი არც ფერარას , ვის ხელშიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს იტალიის 21 წლამდელთა ნაკრები … აქ ფსიქოლოგიის ამბავია და მამენტ მისი სუსტი ფიზიკური მომზადების … ჯიოვინკო ძალიან არასტაბილურია

13 years ago
Reply to  Dutch

ასეთი ტეხნიკის და სისწრაფის ფეხბურთელის გამოყენება ნამდვილად შეიძლება.. მე არ ვამბობ გინდა თუ არა პლეიმეიკერია თქო : ) თუნდაც იმაზე მტკივა მაგრად გული რო იუვენტუსში არ მეგულება ფეხბურთელი რომელიც ეგეთ პასს გააკეთებდა(ერთი ადამიანის გარდა.. ამ ერთმა ადამიანმა რამდენ ხანს უნდა ათრიოს გუნდი არ ვიცი

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ჯიოვინკოს რომ არ გამოეჩინა ეგოისტობა და ეთამაშა მარცხენა გარემარბის პოზიცაიზე , დღეს მაგ კრაიზე პრობლემა არ გვექნებოდა … ვისაც გახსოვთ ნედვედის ბოლო სეზონი , იქ რანიერი სწორედ ჯიოვინკოს იყენებდა პაველის ნაცვლად ხოლმე და თამაშის მერე სულ იმას წუწუნებდა , რომ მე ნედვედი არ ვარ და არ შემიძლია წინ და უკან სირბილიო .. არადა რასაც თამაშობდა , ზუსტად მაგ ფლანგიდან უტევდა კარგად … შემდეგ მეორე სეზონში როდესაც მოვიდა ჩირო , ჯიო იყო სუფთა პლეიმეიკერი და აბსოლიტურად ყველა თამაში ჩააგდო ტიპმა , ვერ წაიყვანა გუნდის თამაში … დიეგოს ტრავმის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი , როდესაც სებას ბევრი შანსი მისცა ფერარამ !!! ჩემი… Read more »

mamuka iosava
13 years ago
Reply to  Dutch

მარტალი ხარ ძმაო….ერთ ირამე იყო თავიდანვე ნათელი ნებისმიერისთვის ვისაც ფეხბურთი ესმის რომ ჯიოვინკო ტიპიური ფლანგის ფეხბურტელია, ტექნიკა და ტვინი კი აქვს პლაიმეიკერის მაგრამ ფიზიკური კონდიხიები არა…ამიტომ თუ ფლანგზე არ იტამაშებს ვერ გაქაჩავს შანსი არაა

valeri tokhadze
13 years ago

სება დასაბრუნებელია ეს კაი ტრენერის ხელში გაქაჩავს

d a v i d
13 years ago

ჯოვინკოში რაც მე მომწონს ის არი რო მოედანს ხედავს კარგად პასებს აკეთებს დროულად და რაც მტავარია შედეგიანს და ასევე სწრაფია

13 years ago

კაი მწვრთნელი დააბრუნებს ჯოვინკოს და მაგრად აათამაშებს!!! უკრაინასთან ის რაც ამან გააკეთა შეიძლება მესის და რონალდუს არც დასიზმრებიათ.. სუფთა ზიზუს სტილში იმოქმედა

d a v i d
13 years ago

ეს რო გაუშვეს ამაზე კა ვინ დავიტოვეტ გამტამაშებლად? არავინ!!! ეს აუცილებლად უნდა დავაბრუნოტ მარა არა4 4 2 სქემიტ მე მომცონს მაგალიტად 3 4 2 1 ან 4 2 3 1 სადაც იდეალურად დაჯდება ჯოვინკო

Del Piero 10+
13 years ago

ეგ რა პოზიციაზე თამაშობს ვერ დავუმუღამე …. აქ თუ დარჩება ბასტოსს ვერ ამოაგდებს და სხვა არ ვიცი

MegobaroO
13 years ago
Reply to  Gio Darja

მომკალით და ეგ ჯოვინკო არ მევასება … რაგაც ნეტოა ჩემთვის :D (წავიდა მინუსების წერა)

mamuka iosava
13 years ago
Reply to  Del Piero 10+

მთელი მუღამიც მაგაშია რომ ტიპი თმაშობს მარცხენა, მარჯვენა ნახევარმცველებს და პლიუს დელ პიეროს ადგილზეც შეუძლია

NEDVEDA11..
13 years ago

სადაც არ უნდა იყო მე შენთან ვარ :-D

juventino3969
13 years ago

იმედია მალე ვიხილავთ ამ პატარა მაგრამ ძაან მაგარ კაცს იუვეში.

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x