ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინფორმაციები ტრავმირებულებზე : კიელინი 1 თვეს იუქმებს

ტურინის “იუვენტუსის” სამედიცინო შტაბმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე უახლესი ინფორმაციები გაავრცელა.

ჯორჯო კიელინიმ დღეს სამედიცინო შემოწმება ტურინის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გაიარა, ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის ტრავმა დაუდგინდა, რის შედეგადაც კი იტალიელი 1 თვეს იუქმებს.

ალესანდრო დელ პიეროს ტრავმის სირთულის შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.წინასწარი ინფორმაციით, კაპიტანს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს.

მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს ხორხე მარტინესსაც, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ფორმის დაბრუნებას.მისი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება.

არმანდ ტრაორემ, მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო დღეს სპორტ დარბაზში ივარჯიშა.მისი სამედიცინო შემოწმება ყოველდღიურად ხორციელდება.

წყარო : Juventus.com

16 thoughts on “ინფორმაციები ტრავმირებულებზე : კიელინი 1 თვეს იუქმებს

  1. აი ახლა დაგვხატავდა დიეგო, ჯოვინკო და ამაური. დელ ნერიზე ბანძი მწვრთნელი იუვეს ისტორიაში არ ყოლია!!!

  2. ეხლა სხვა გზა აღარ გვაქვს .. სულ მეხუთე შემადგენლობით რო ჩავიდეთ რომში აუცილებლად მოსაგები გვაქვს.. ეხლა კიდე რო გავტეხოთ ლიგას წინასწარ დავუქნევ ხელს..

    1. ვისი გადმოყვანა ? :D :D :D ჯანდონატო ჰქვია მაგ ბიჭს :D

      შენი აზრი რა თქმა უნდა ასეც გასაგებია, მაგრამ 2 წამი დაელოდე, კომენტარის წერისას ჩაიტვირთება ქართული კლავიატურა და ქართულად წერე, მგონი უმჯობესია..

      ბარძალი და ჯანდონატო..

  3. ..მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა პრანდელიმ და მაინცდამაინც ჯორჯო ათამაშა :X ფუ ბედიც ამას უნდა :@ კიდევ კარგი ბარძალი გვყავს, ეგ დადგება, აი დელ პიერო თუ არ იყო, ..

    ტრაორეც და მარტინესიც ერთი ნაგავია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.