ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტირიბოკი იუვენტუსში გადადის

Sky Sport 24 ის მტკიცებით , ჯუზეპე მაროტამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია სიმონე ტირიბოკისთან , რომელიც უახლოეს 4 სეზონს ტურინის იუვენტუსში გაატარებს . ტირიბოკი ამ ეტაპზე ატალანტაში ირიცხება , რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს და იმყოფება პირველ პოზიციაზე . სავარაუდოდ ბერგამოელებს არაფერი შეუშლით ხელს , რომ მომავალ სეზონში კვლავ დაუბრუნდნენ სერია ა-ს . თავად სიმონე კი საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს , მის ანგარიშზე 9 გატანილი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა ირიცხება . ტურინული პრესის აზრით , ტირიბოკიმ გაცილებით აგრესიული და სწრაფი უნდა გახადოს ბიანკონერის წინა ხაზი : ” ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო , რომ ფეხბურთელმა შეათანხმა კონტრაქტის პირადი დეტალები ჯუზეპე მაროტასთან , დარჩენილია მოლაპარაკებები უშუალოდ კლუბებს შორის , რომელიც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს , რადგან ბიანკონერი მზადაა გადაიხადოს ის თანხა , რომელსაც ბერგამოელები ითხოვენ სიმონეს სანაცვლოდ . შეუძლია თუ არა ტირიბოკის დელ პიეროს შეცვლა ? რათქმაუნდა , ისინი იდენტური სტილის ფეხბურთელები არიან , ამიტომ ბიანკონერის გულშემატკივრებს შეუძლიათ , უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში თავი მშვიდად იგრძნონ ” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა უგო ლომბარდომ .

წყარო : La Stampa

39 thoughts on “ტირიბოკი იუვენტუსში გადადის

  1. ამის აგენტი არის იმენა გენიოსი კაცი :D ოპტიმიზმის ლეგენდა და რავიცი ყველაფერი იმენა უჯიგრესია რაა :D :D :D რას იძახის ტპი ტოოო 4 წელი არ ინერვიულოთო, ტირიბოკია რონალდო კი არააო რო ვერ შეძლოს 37 და 38 წლამდე უმაღლეს დონეზე თამაშიო :D :D :D უგო ლომბარდო შენ ჩემ თვალში ხარ მეფე :D :D :D

  2. აი ამ ფრაზის შემდეგ ეს მაროტა უფრო შემზიზღდა. :”შეუძლია თუ არა ტირიბოკის დელ პიეროს შეცვლა ? რათქმაუნდა , ისინი იდენტური სტილის ფეხბურთელები არიან , ამიტომ ბიანკონერის გულშემატკივრებს შეუძლიათ , უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში თავი მშვიდად იგრძნონ ” მე ამიიიიიიიიიიიიიიის …………

  3. ტირიბოკი ვნახე ეხლა,ტიპი არის 33წლის დაა 24 თამაში 8გოლი აქვს გატანილი მეტი არ უთამაშია ატალანტაში და მის კარიერაში საუკეთესო წლებში თამაშობდაა ლეჩეში პიკში როცა იყო:)))
    დაა ეს არის კუარიარელას ალტერნატივა და დელპიეროს ხოო?:)))))
    გული მერევა!!!

  4. უკვე სერია ბ დან ვყიდულობთ ფეხბურთელებს ყოჩაღ მაროტა ბევრს მივაღწიეთ რაღა უჭირს იტალიურ ფეხბურთს სერია ბ ესჰიც ყოლია ექსტრა კლასის ფეხბურთელები. ვაი შენს პატროოონს

  5. სულ გაუბერა ამ მაროტამ საიდან მოათრიეს რა ტირიბოკი ეგ ვინღაა,გაგიჟდები რა მოკლედ მაროტას შემხედვარე რა ტრანსფერებს ჩითავს

  6. პირველად გევიგონე ამის გვარიი ვინ სიკვდილია საერტოდ ან რამდენი ცლის არის ხომ არ იცით? მაროტა ტვალყურს ადევნებს ისრაელში მოტამაშე მაკაბის თავდასხმელს ლლადიმერ დვალიშვილის :D :D მალე იქნება ეგიი არაა გამორიცხულიი და ბუფონის შემცვლელეს ეზებს და ლომაია ნახაოოოო :D დებილია რაააა

  7. ukve mecineba mara es agar aris sasaciloo gundis damgupvelia marotaa sheniii :@ :@ :@ ;@ sad naxulobs amanir pegburtel;ebs mashin shen deda apetqebuloo tu ginda qutaisidan erti kai porvardii gvyavs igic beberia megreladze da is caiyvanA AR GINDAA?

  8. საერთოდ გაუბერა ამ მაროტამ ….. სანამ არ დაღუპა გუნდი ამოუიღონ ხმა იმ დალოცვილმა ტურინელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.