ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბასტოსი გამოირიცხა – დიამანტი იუვეში

არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა დღეს საფრანგეთიდან.  მიშელ ბასტოსი, მომავალი სეზონიდან არა იუვენტუსში, არამედ ლონდონის ჩელსიში ითამაშებს. ჯუზეპე მაროტამ ფეხბურთელის აგენტთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხა, რითიც არისტოკრატებმა ისარგებლეს და როგორც ჩანს ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელში ჩაიგდეს. თავის მხრივ მაროტა რეაბილიტირებას , ალესანდრო დიამანტის ტრანსფერით შეეცდება . ბრეშას ნახევარმცველს თანაბრად კარგად შეუძლია ორივე ფლანგზე ასპარეზობა და მისი მოსაზრებით შეძლებს კლუბში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში , სწორედ დიამანტიმ გაუტანა ბიანკონერის საკმაოდ ეფექტური გოლი და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა . იუვენტუსი მზადაა ალესანდროში 10 მილიონი ევრო  და დავიდე ლანძაფამეს სატრანსფერო უფლებათა ნახევარი დაუთმოს მოკრძალებულ კლუბს, ხოლო თავად ფეხბურთელს 5 წლიან კონტრაქტს და წლიურად 2 მილიონ ევროს სთავაზობს .

წყარო : Correiro Della sport

43 thoughts on “ბასტოსი გამოირიცხა – დიამანტი იუვეში

    1. მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ რომ იხუმრეთ – ჯერ კიდევ მუხლებში მაკანკალებს :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.