ტირიბოკი იუვენტუსში გადადის
Sky Sport 24 – ის მტკიცებით , ჯუზეპე მაროტამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია სიმონე ტირიბოკისთან , რომელიც უახლოეს 4 სეზონს ტურინის იუვენტუსში გაატარებს . ტირიბოკი ამ ეტაპზე ატალანტაში ირიცხება , რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს და იმყოფება პირველ პოზიციაზე . სავარაუდოდ ბერგამოელებს არაფერი შეუშლით ხელს , რომ მომავალ სეზონში კვლავ დაუბრუნდნენ სერია ა-ს . თავად სიმონე კი საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს , მის ანგარიშზე 9 გატანილი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა ირიცხება . ტურინული პრესის აზრით , ტირიბოკიმ გაცილებით აგრესიული და სწრაფი უნდა გახადოს ბიანკონერის წინა ხაზი : ” ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო , რომ ფეხბურთელმა შეათანხმა კონტრაქტის პირადი დეტალები ჯუზეპე მაროტასთან , დარჩენილია მოლაპარაკებები უშუალოდ კლუბებს შორის , რომელიც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს , რადგან ბიანკონერი მზადაა გადაიხადოს ის თანხა , რომელსაც ბერგამოელები ითხოვენ სიმონეს სანაცვლოდ . შეუძლია თუ არა ტირიბოკის დელ პიეროს შეცვლა ? რათქმაუნდა , ისინი იდენტური სტილის ფეხბურთელები არიან , ამიტომ ბიანკონერის გულშემატკივრებს შეუძლიათ , უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში თავი მშვიდად იგრძნონ ” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა უგო ლომბარდომ .
წყარო : La Stampa
შეუძლია თუ არა ტირიბოკის დელ პიეროს შეცვლა ? რათქმაუნდა , ისინი იდენტური სტილის ფეხბურთელები არიან , ამიტომ ბიანკონერის გულშემატკივრებს შეუძლიათ , უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში თავი მშვიდად იგრძნონ

აუ აქ მაშინ რა ამბავი იყო იმენა იმ დღეს კინაღამ გამასვენეს
ტირიბოკი არა კალაბოკი ბლიად, ბარემ ბურატინო და მალვინა გააძრეთ ან კარლსონი და ეგაა, იუვენტუსია თუ ვოლთ დისნეი?
ჩათვალეთ რო შემდეგი სეზონიც ისეთივე იქნება როგორიც ეს არის. თუ უარესი არა. რა ტირობოჩი მაროტა შენ ხო არ გაკანკალებს
თავს ჩამოვიხრჩობ, ან იმ აგენტს ენა როგორ შემოუტრიალდა დელპიეროსთან ერთად რომ ახსენა ეს :D
ტირი რა >?სანამ იტყვის ამის გვარს კომენტატორი მატცჰი დამტავრდება:mrgreen:
კაროცჰე რა ბარემ მეც წამიყვანონ მეც დავდივარ პეხბურტზე ამას მაინც ვაჯობებ
საღოლ დავით, მაგარი კაცი ხარ [ჩემსავიტ]

ტირი მოდი გვიშველე, ჩვენ შენი გვჯერა :D :D :D :D :D
ra roja aq eee es marotas xnis sul iqneba albat klaselebi iyvnen egeni :D
ხუმრობა იქეთ იყოს და სტატიის სათაური რო წავიკითხე წნევამ ამიწია :(
აქციები მოაწყვეთ დათკას სახლთან :D ჩაგვაბაროს საიტის ადმინ პანელი :D