ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი: და-ინტერ-ესებული პირები (3)

ამ ნაწილის დასახელება უკვე გვაძლევს მიმართულებას იქით საითაც საჭიროა. ამიტომაც ეხლავე ვთქვათ – ეს აწყობდა ინტერს. დიახ, გასაგებია, რომ ყველამ (ან თითქმის ყველამ) ეს ისედაც იცის, მაგრამ მაინც… და თან ყველამ არ იცის…

მოკლედ, რისთვის სჭირდებოდა ინტერს ეს? საკმაოდ მარტივია: 1989 წლიდან ინტერმა ვერ შესძლო მოეპოვებინა ვერცერთი ტიტული. მაშინ როდესაც ამ დროის განმავლობაში მან დაუთმო მეორე ადგილი მილანს, ყველაზე ტიტულოვან კლუბებში იტალიისა, სამჯერ დაუთმო იუვენტუსს სკუდეტო (მათ შორის დაუვიწყარი უკანასკნელი ტური 5 მაისს 2002 წლისა), განიცადა სამარცხვინო მარცხი 6:0 მილანთან და გამოიცვალა უამრავი მწვრთნელი. და ეს ყველაფერი იმ ასობით მილიონ დოლართან ერთად რომელიც მორატიმ დახარჯა ახალი ფეხბურთელების შესაძენად.

ინტერის დონის გუნდისათვის ეს ძალიან სამარცხვინო იყო. გუნდი და პრეზიდენტი უბრალოდ გადაიქცნენ მთელი ევროპის დასაცინად. მორატის სასწრაფოდ სჭირდებოდა ტიტული. და როგორ უდნა მიეღო ის, თუ მოგება არ გამოსდიოდა? მორატი ხლართავს თავის ინტრიგას და ხლართავს ამას არანაკლებ ობობისა. ამ ქსელში კი გაება იუვენტუსი, მილანი და სხვები…
ეხლა კი დროა გავიცნოთ მოქმედი პირები ამ ტრილერისა ა-ლა მარიო პიუზო:

მასიმო მორატი – ინტერის მფლობელი; აგრეთვე დირექტორთა საბჭოს წევრი კომპანიისა Telecom Italia/TIM (შემდეგში ტელეკომი ან ტიმ.)

მარკო ტრონკეტი პროვერა – კომპანია Pirelli-ს მფლობელი (მთავარი სპონსორი ინტერისა), ყოფილი თავმჯდომარე ტელეკომისა (თუ რატომ ყოფილი შემდეგ გახდება ცნობილი)

გვიდო როსი – ყოფილი წევრი ინტერის მმართველობისა, აქციონერი ინტერისა, ვიცე პრეზიდენტი იფფ-სი, ტელეკომის დირექტორი.

კარლო ბუორა – ვიცე პრეზიდენტი ინტერისა, ვიცე პრეზიდენტი ტელეკომისა, პრეზიდენტი გაზეთისა “Gazzetta dello Sport”.

ბრუნო ნარტოლოცი – დირექტორი გუნდისა (თანამდებობა იგივეა პესოტოს თანამდებობისა იუვეში – სტატიის დაწერის მომენტში), პრეზიდენტი გაზეთისა “Il Corriere dello Sport”.

კანავო და ვერდელი – რედაქტორები “La Gazzetta dello Sport”-ისა, მსხვილი აქციონერები ინტერისა.

დასამატებელია ის,რომ ტელეკომი არის უმსვილესი სპონსორი იტალიური ფეხბურთისა, და იფფ-ს ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია მის ფულზე.

მოკლედ: მორატი არწმუნებს თავის ძველ პარტნიორს ტრონკეტის, რომ ამ უკანასკნელმა მოაწყოს მოსმენები, მისთვის საჭირო ხალხის, სატელეფონო საუბრებისა. ტრონკეტი აძლევს ბრძანებას თავის ხალხს ამის შესრულებისათვის, ხალხს რომლებიც დგანან ტელეკომის უსაფრთხოების გუნდის სათავეში – ფაბიო გიონის, ყოფილი უფროსი ტელეკომის უსაფრთხოების გუნდისა, და ჯულიანო ტავაროლის, ყოფილ დირექტორს უსაფრთხოების განყოფილებისა. რატომ ყოფილი? ამის შესახებ ქვემოთ.

ეხლა გავიცნოთ ადამიანი სახელად ადამო ბოვე. ბოვეს ეკავა ტელეკომში პოსტი მთავარი დეტექტივისა, ის მუშაობდა როგორც განყოფილების უფროსი, განყოფილებისა, რომელსაც ერქვა “ჯგუფი ვეფხვი”  და შედიოდნენ მასში ტელეკომის ტექნიკოსები, რომლებმაც, საკუთრივ შეასრულეს ეს მოსმენები.

მუშაობა მოსმენებზე და მათი ჩაწერა ხორციელდებოდა ტელეკომში დაახლოებით ერთი წელი. ამ დროის განმავლობაში ბოვემ შეაგროვა 100 000 ჩანაწერზე მეტი. ჩანაწერებში მოხვდნენ  ოფიციალური პირები ბევრი გუნდისა, მსაჯები, იფფს ოფიციალური პირები, და აგრეთვე ფეხბურთელები და ოფიციალური პირები ინტერისა. ასეთი რაოდენობის ჩანაწერების ქონისას, მათ შორის ინტერის მაკომპრომეტირებლებისაც, საჭირო იყო მათი განცალკევება. ამ მიზნისათვის ბოვემ დაიქირავა ორი პოლიციელი ოფიცერი, თავისი ყოფილი კოლეგები, ჯოვანი არკანჯოლი და ატილიო აურიკიო.  ეხლავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელების წინააღმდეგ ეხლაც არის წარდგენილი ბრალდება სამხილების დამახინჯებისათვის მათი რომის მუნიციპალიტეტში მუშაობის დროს 90-იანი წლების შუაში (მასალები ამის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში  “La Republica” 25/02/2006). ისინი არ გასამართლებულან (და ალბათ არც გასამართლდებიან, რამეთუ ეს შელახავს რომის კარაბინერიის პატივს), მათ მისცეს ნება დაკავებულიყვნენ ზემოთხსენებული საქმით, ისინი წარადგინა ნეაპოლიტანის პროკურორებმა (ნარდუჩიმ და კბერნარდინიმ). და, ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა აბსოლიტურად უკანონოდ, ყოველგვარი კანონიერი ორდერის გარეშე…

უმეტესობა ჩანაწერებისა იყო სუფთა პირადი ხასიათის (საუბრები ექიმთან მიღებაზე ჩასაწერად მაგალითად და ა.შ.) უმეტესობა ამ ჩანაწერებისა იყო უბრალოდ გამოუსადეგარი. ეს საუბრები, და აგრეთვე საუბრები ინტერთან დაკავშირებული პირებისა, განადგურებულ იქნენ. დარჩენილი საუბრები კი გადაეცათ მორატისა და ტრონკეტის.

ეს ჩანაწერები დაეგზავნა მსოფლიო სასამართლოებს ტურინში, რომში და ნეაპოლში. მოსამართლეები. მოსმენის შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ჩანაწერებში არ არის არაფერი არაკანონიერი, და არცერთმა სასამართლომ არ აღძრა საქმე ამის თაობაზე. მორატის, თავისთავად ასეთი შემობრუნება საქმისა არ აწყობდა.
ტელეკომმა არაკანონიერად გადასცა ეს ჩანაწერები  “Gazzetta dello Sport”-სა და “Corriere dello Sport”-ს (გახსოვთ ბუორა და ბარტოლოცი?), რომლებმაც დაიწყეს გამოქვეყნება მათთვის ხელსაყრელი ამონაჭრებისა საუბრებიდან (და არა მთლიანი საუბრებისა). თავისთავად ამან მოახდინა ბომბის ეფექტი პუბლიკაში. ზეწოლის ქვეშ მოექცა საზოგადოება და იფფ იძულებული გახდა მიეღო ზომები და დაეწყო გამოძიება. იფფ-ს პრეზიდენტი, ფრანკო კარარო, რომლის საუბარიც აგრეთვე მოხვდა ჩანაწერებში, იძულებული გახდა გადამდგარიყო. იფფ-ს ვიცე რპეზიდენტი, ჯანკარლო აბატე (მორატის ძალიან ახლო მეგობარი), გახდა იფფ-ს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი. მოგვიანებით ის დამტკიცდება იფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე, და ამ პოსტზე მუშაობს ეხლაც. აბატემ თავის მხრივ, ნიშნავს გვიდო როსის ამ საქმის მსვლელობაზე პასუხისმგებელ პირად, რომელიც იმ დროისათვის უკვე მონათლეს სახელით კალჩიოპოლი. მისი კანდიდატურა დამტკიცდა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის მიერ. რა თქმა უდნა, ასეთ თანამდებობაზე ყოფნისას იფფ-ში, როსიმ დაივიწყა ეხსენებინა, რომ ის არის აქციონერი ინტერისა, და აგრეთვე იყო ოფიციალური წარმომადგენელი კლუბისა და იჯდა ხოლმე მორატის გვერდზე ინტერის მატჩებზე..

როსი ანულირებს პირველ დონეს სასამართლოსი (დისციპლინარულ კომიტეტს) და პროცესს იწყებს ფედერალურ სააპელაციო კომისიაში, რაც არის აბსოლიტურად არაკანონიერი ქმედება. ის ანთავისუფლებს მოქმედ მოსამართლეებს და „ხელით“ ნიშნავს სხვებს. ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ ვის მხარეს დაიჭერდნენ მისი დანიშნული მოსამართლეები.,, ამ დროის განმავლობაში გაზეთები და ტელევიზია აგრძელებდნენ ჩანაწერების ნაწყვეტების გადმოცემას. აღსანიშნავია, რომ ერთერთი ყველაზე დიდი ტელევიზია იტალიისა LA7 ეკუთვნის ტრონკეტის.

გამოძიების დროს „ამოტივტივდა“ ახალი და საინტერესო დეტალები. მაგალითად, მაცერატის მანქანა, რომელიც გაკეთდა შეკვეთით და რომელიც თითქოს გადაეცა მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს, იუვენტუსისათვის გაწეული დახმარებისათვის (დაწვრილებით ამის შესახებ შემდეგ ნაწილებში). ფინანსურმა პოლიციამ (Guardia della Finanza) მოახდინა ჩხრეკა იუვენტუსის და ფაბიო კანავაროს ოფისებში, მაგრამ ვერაფერი იქ ვერ იპოვა.

სასამართლოს დაწყების შემდეგ როსი კრძალავს სასამართლოში ნებისმეირი სახის აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებას მტკიცებულებების სახით. მოსამართლეები მუშაობენ მხოლოდ გამოქვეყნებული ამონაჭრებით ტრანსკრიფციებიდან, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით, ამოჭრილები იყო კონტექსტიდან. სასამართლოში არ დაუშვეს მოწმეები. მიზეზი? როსის სიტყვებით – დროის უკმარისობა. პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო ერთი წელი, სრულდება (რა თქმა უნდა როსის დახმარებით) 3 კვირაში.

ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, განსაზღვრული იყო წინასწარ მის დაწყებამდე. თვითონ პროცესი იყო უბრალოდ ფორმალობა. 14 ივლისს ფსკ-მა გამოიტანა განაჩენი. ხოლო 2 დღით ადრე სასამართლოს განაჩენამდე, როსიმ მიაკუთვნა სკუდეტო დასრულებული სეზონისა – მესამე ადგილზე გასულ ინტერს, რომელიც მაშინვე მონათლეს სამართლიანობისა და სიმართლის სკუდეტოდ. და თუ გავითვალისწინებთ სხვა გუნდების სასჯელებს ინტერი დარჩა თითქმის მარტო მომავალ სეზონში სკუდეტოსათვის მებრძოლი. მორატიმ მიაღწია დასახულ მიზანს.

განაჩენის გამოტანის შემდეგ იუვენტუსის გულშემატკივრებმა (მილანისაც აგრეთვე) მაშინვე მიმართეს სიბრაზის ისრები მორატისკენ. და თუ მაშინ ეს იყო უბრალოდ იდეები, ამჟამად ეს უკვე ცნობილია ფაქტიურად ყველასათვის. მაშინვე წამოტივიტვდა რამოდენიმე პატარა დეტალები მომავალ სკანდალზე: ფიგუ. ინტერის ფეხბურთელი, აცხადებს, რომ დაინახა იუვენტუსისა და ინტერის მატჩის შესვენებისას, თუ როგორ გამოდიოდა მოჯი მსაჯთა ოთახიდან. პრაქტიკულად ეს იყო შეუძლებელი, რამეთუ მსაჯთა ოთახი არის გვერდზევე ფეხბურთელთა ოთახისა და მოჯი არც ისე სულელია რომ ასე გაერისკა. მოგვიანებით, ფიგუმ აღიარა, რომ ეს ყველაფერი მოიგონა და ამისათვის დაჯარიმდა კიდეც 5000 ევროთი. მწვრთნელმა ინტერისა ამ გადაწყვეტილებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „მალე მოჯისაც მოუწევს პასუხის გება თავის საქმეებისათვის სასამართლოში“. ამ სიტყვების მნიშვნელობას მაშინ ვერავინ მიხვდა…

სხვა შემთხვევა: ინტერის ყოფილი ფეხბურთელი, ობაფემი მარტინსი, ყვება ერთერთ თავის ინტერვიუში, რომ ერთერთი მორიგი წარუმატებელი თამაშის შემდეგ ინტერისა, მანჩინი შევიდა გასახდელში და უთხრა ფეხბურთელებს: „ყველა შემთხვევაში ეს სკუდეტო ბოლოს მაინც ჩვენ დაგვრჩება“. იბდადება კითხვა, კონკრეტუალდ რა იცოდა მანჩინიმ?

ერთი თვის შემდეგ განაჩენის გამოტანიდან, გვიდო როსიმ რაღაც ძლაიან უცნაურად მიიღო ტელეკომის დირექტორის პოსტი (შეგახსენებთ რომ: ტრონკეტი მაშინ იყო პრეზიდენტი ტელეკომისა, მორატი (დღესაც) – არის ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი). ამ დანიშვნას (ასე რომ ვთქვათ პრემია საბრძოლო დამსახურებებისათვის) არ ჩაუვლია შეუმჩნევლად და ატყდა კიდეც პატარა ხმაური პრესაში, რომელიც, სხვათაშორის ძალიან მალე ჩაწყნარდა. აი იფფ, როგორც იქნა, მიხვდა, რომ აქ არის რაღაც ანტაგონიზმი და „თხოვეს“ როსის რომ გაენთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობა ორგანიზაციაში. დიდ ხანს თხოვნა არ დასჭირდათ – მავრმა შეასრულა თავის საქმე…

სასამართლოს შემდეგ დაიბადა ახალი შეკითხვები. ყოფილი გამანაწილებელი მსაჯებისა, ბერგამო, მაგალითად, გამოთქვავდა გაკვირვებას, იმის თაობაზე რომ არ არსებობდა არანაირი ჩანაწერი მისი საუბრებისა აწ გარდაცვლილ ინტერის პრეზიდენტთან ჯაჩინტო ფაკეტისთან. ბერგამოს სიტყვებით მას ყველაზე ხშირად ესაუბრებოდა სწორედ ფაკეტი. –

მაგრამ ყველაზე საინტერესო ჯერ კდიევ წინაა!

განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოჯის და დე სანტისს (თითოეულს ცალ ცალკე) შეაქვს აპელაცია. ამ აპელაციებმა დაიწყო ახალ გამოძიება, რომელიც ამჯერად ჩაატარა მილანის პროკურატურამ (Procura di Milano), პოლიციის დახმარებით. გამოძიება ტარდებოდა იმ მოტივით რომ იყო ეჭვი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამხილების დამახინჯებისა.

გამოძიებამ აჩვენა, რომ კვალი ჩანაწერებისა ამ საუბრების მიდის ტელეკომში და ვეფხვის ჯგუფში კერძოდ. გამოძიების დროს ზედაპირზე ამოტივტივდა სხვა სკანდალებიც, რომელთა შედეგად ძალიან შესამჩნევად გაიზარდა ფინანსური მდგომარეობა ტრონკეტისა (ბანკოპოლი). და ყველა ეს სკანდალი ძალიან გავდა კალჩიოპოლის…
ამ გამოძიების კვალზე პოლიციამ დააკავა მთელი ვეფხვის ჯგუფი, მათ შორის უფროსობაც – გიონი და ტავაროლი. გამოძიებისას ტექნიკურმა ჯგუფმა აღიარა, რომ ისინი იღებდნენ უცნაურ ბრძანებებს: თუ ვისი საუბარი ჩაეწერათ და ვისი არა, რომელი ჩანაწერები გაენადგურებინათ და აგრეთვე გაეფრთხილებინათ უფროსობა თუ რომელიმე ჩანაწერში მოხვდებოდა მათი ხმა (მაგალითად თუ ფაკეტი ესაუბრებოდა ბერგამოს, მას მისდიოდა შეტყობინება რომ მის საუბარს იწერდნენ).

კერძოდ ტელეკომის თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ბოვესთან ერთად გუნდში, კატერინა პლატეა, ყვება გამოძიებისას, თუ მან და სხვა თანამშრომლებმა როგორ მიიღეს ბოვესაგან მითითება გარკვეული ჩანაწერები განადგურების შესახებ (ამიტომაც არ იქნა წარდგენილი ბერგამოსა და ფაკეტის საუბრები), სხვათა რედაქრტირება, შეცვლა სახელებისა ტრანსკრიფციებში.  გიონი და ტავაროლი ადასტურებენ პლატეას ჩვენებას. ორი კვირის შემდეგ პლატეას მიერ ჩვენებების მიცემიდან, 21 ივლისს 2006 წლისა, ბოვემ მოიკლა თავი, გადმოხტა რა ნეაპოლში ხიდიდან..

ყველა დაკავებული თანამშრომელი აცხადებდა, რომ სასამართლოში მისცემდნენ ჩვენებას უფროსობის წინააღმდეგ – მორატისა და ტრონკეტის. ტრონკეტი და როსი ყველა ამ დაკავების შემდეგ, ტოვებენ თავიანთ პოსტებს ტელეკომში. არკანჯოლი და აურიკიო (ბოვეს მიერ დაქირავებული პოლიციელები) აგრეთვე დააპატიმრეს და ელოდებიან სასამართლოს ჩვენებების მისაცემად.

ახალი ვიცე პრეზიდენტი ტელეკომისა დაინიშნა… კარლო ბუორა! ხელმძღვანელობაში არსებული ხვრელები უბრალოდ ივსება ძველი, დამსახურებული მეგობრებით…

და ბოლოს, მორატიმ თვითონ აღიარა, რომ მოსმენები იწარმოებოდა მისი დავალებით. როდესაც მას კითხეს, შეუკვეთა თუ არა მან ეს მოსმენები, მორატიმ უპასუხა: „დიახ, მე შევუკვეთე… არა, დაიცა… შეიძლება… მე არ ვარ დარწმუნებული“. შემდეგ მან მისცა ინტერვიუ კლაუდიო საბელის, ჟურნალისტს  “Corriere della Sera”-სა. ინტერვიუ გამოქვეყნდა 31/08/2006-ის ნომერში –

ამას გარდა, მორატიმ აღიარა ეს ინტერვიუში ტელეარხებთან  TG1 და Sky Sport.

ზემოთ არსებული ფაქტების შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე გაბედულად შეიძლება თითით მივუთითიოთ თუ ვინ იყვნენ დაინტერესებული პირები!

P.S. 2007 წელს კომპანია ტელეკომმა მიიღო ორი პრიზი „დიდი ძმისა“: 1 პრიზი – „ერის ხმა“ ტავაროლის საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე ადმინისტრაციის მონაწილეობისათვის სკანდალში. სასამართლომ და ფინანსურმა მაქინაციებმა კიდევ გაამძაფრა ზიზღი. და მეორე პრიზი – „ყველაზე ცუდი კერძო კომპანია“ – პირადი ცხოვრების უფლებების შელახვისათვის…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ჰამშიკი გამორიცხულია ეგ იუვეში არ მოვა ვეზიზღებით მაგ მათხოვარს ხოლო ნეიმარი აგერო კარგია

13 years ago
Reply to 

ვეზიზღებით რას ქვია?? შეიძლება ნაპოლის და იუვეს შორის არის დაძაბულობა მაგრამ ჰამშიკს რატო უნდა ვეზიზღებოდეთ

sandro gogadze
13 years ago

ვაა ძალიან მაგარია,ეს კაცი მაგრად მევასება და ისიც მთავარია რო მაგრად უნდა თითონაც იუვეში თამაში,წარმატებები მიშელ,გელოდებით

13 years ago

ეს უაჩველი გადმოვა

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x