ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა, ტურინელები დარჩენილი შეხვედრების დამაჯერებლად ჩატარებას აპირებენ.

რომში გამგზავრებამდე ვინოვოს მედია-ცენტრში ლუიჯი დელ ნერი ჟურნალისტებს შეხვდა და მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა : “უკეთესი იქნებოდა, რომში ორით მეტი ქულით ჩავსულიყავით, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ ღირს.მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი სათანადოდ გამოიყენა.”

ბებერი ქალბატონის მთავარ მწვრთნელს სეზონში მეორედ მოუწევს მის მეგობართან, ედუარდო რეიასთან დაპირისპირება : “ლაციო შესანიშნავ სეზონს ატარებს, დედაქალაქელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.რომში სამი ქულისთვის მივემგზავრებით.”

სეზონის ბოლოს გუნდში დელ ნერის დარჩენის მომხრე “იუვენტუსის” ლიდერები, დელ პიერო და ბუფონი არიან : “ასეთი ფეხბურთელებისგან მხარდაჭერა ყოველთვის სასიამოვნოა.მწვრთნელმა მოთამაშეების სიმპატიები გასახდელში უნდა მოიპოვოს, აუცილებელია გუნდთან კარგი ურთიერთობის დამყარება.მე რიგითი მოთამაშე არ ვარ, ჩემი მიზანი შეგირდების პატივისცემა და მათი დაცვაა.”

გუშინ ვინოვოს ბაზას ანდრეა ანიელი ესტუმრა და ფეხბურთელებს შეხვდა : “პრეზიდენტს გამარჯვება სურს, ჩვენ კი მისი ოცნებების ახდენას შევეცდებით.”

დელ ნერი წინასაწარ ძირითადი შემადგენლობის დასახელებას არ აპირებს : “გასულ კვირას მიღებული მცირე ტრავმისგან მარკიზიო ჯერ არ მოშუშებულა, ფელიპე მელო კი პირიქით, სათამაშოდ მზადაა.”

ჯორჯო კიელინის დაბრუნების შესახებ ლუიჯის არაფერი უთქვამს, შეტევის ხაზთან დაკავშირებით კი ყველაფერი ცნობილია : “შეტევაში დელ პიერო და მატრი ითამაშებენ, წინახაზში არაფრის შეცვლა არ მსურს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

დელნერი არ გინდა რო თავი დაგვანებო?

lasha naxucrishvili
13 years ago

დელ პიერო როცა თამაშობს რაღაცის იმედი ყოველთვის მაქ !
ბოლო ბოლო კიელინი ხომ იქნება ნეტა :-|

13 years ago

დარჩენილი თამაშების მაღალ დონეზე ჩატარებას აპირებენ უკვე რამდენი ხანია… ასე მოხდება… ბოლო თამაშს ჩაატარებენ ნაპოლისთან კარგად და მაღალ ნოტაზე ჩავატარეთო თავს დაიმშვიდებენ… :mrgreen:

zuka kbiladze
13 years ago

მიდი დელპო შენს იმედზე ვარ

alex delpiero
13 years ago

ერთადერთი რაც ამის საუბრიდან მომეწონა ისაა რომ ალექსა სასტავშია……იმედია მინიმუმ ერთს შეაგდებს და ის ერთი გვეყოფა 3 ქულისთვის…მე იმედი მაქვს ბიჭების….დაველოდოთ თამაშს…:)

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x