ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : “ჩემი მიზანი იუვეში დარჩენაა”

“ბედნიერი ვარ, რადგან ვთამაშობ იმ გუნდში, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს სკუდეტო მოგებული.” – ალესანდრო მატრი ბებერ ქალბატონში გატარებულ პერიოდზე საუბრობს : “ვიცი, რომ სერიოზული კლუბი დავტოვე, მაგრამ იუვენტუსი, უდიდესი ტრადიციებისა და დიდი მიზნების მქონე კლუბია.ტყუილია, რომ თითქოს იუვეს მილანს ვამჯობინებდი, სარდინიაზე სამ წელზე მეტი გავატარე, წასვლა არ მომითხოვია.ბიანკონერი პირველი იყო, რომელმაც ჩემი გადაბირება გადაწყვიტა, უარის თქმა ასეთ დროს შეუძლებელია.”

სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონისთვის სეზონი არადამაჯერებლად წარიმართა : “კატანიასთან ფრემ ჩვენი პოზიციები ვერ გააუმჯობესა, ახლა მთელი ყურადღებით ორშაბათის მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.” – ორ ტურიანი პაუზის შემდეგ, მატრის კიდევ სურს გოლები ტრადიციულად აღნიშნოს, თუმცა ამის მიზეზს არ ასახელებს : “ამას თუ ვიტყვი, მაშინ სხვა დროს არ გავიმეორებ.”

“კლუბი სერიოზული სამუშაოებს ატარებს, იუვენტუსი უდიდესი კლუბია, ამის შესახებ ფეხბურთელებმაც და ხელმძღვანელობამაც შესანიშნავად იციან.ლაციო ? – ურთულესი მატჩი გველის, ბიანკონერები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.ჩემი მომავალი ? – იმედი მაქვს, ბიანკონერიში დავრჩები.სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.ჩემი მიზანი დიდ კლუბში გადმობარგება იყო, ახლა მიზნად აქ დარჩენა დავისახე.” – დაასრულა ალესანდრომ.

წყარო : Tuttosport


33 thoughts on “მატრი : “ჩემი მიზანი იუვეში დარჩენაა”

  1. უდინეზემ კიდე წააგო ხვალ თუ მოვიგეთ შემდეგ ერთმანეთში აქვთ უდინეზეს და ლაციოს თამაში და რა იცი რა ხდება .პლიუს რომა მილანს ხვდება
    პ.ს
    არ გეგონოთ რო დიდი იმედები მაქ მარა მათემატიკურად სანამ შეიძლება დაწევა მჯერა ბიჭების მიუხედავათ ყველაფრისა

    1. მეც ეგრე ვარ.. სანამ მათემატიკურად შანსი გვაქვს უნდა ვიბრძოლოთ.. ამ მათხოვარი დელ ნერის ხელში ”იუვემ იბრძოლოს” ცოტა ისეთი სასაცილო ნათქვამი გამომდის, მაგრამ რა ვქნათ რა ხელშიც ვართ უნდა გავძლოთ ოთხი თამაში როგორმე

    2. მეც ეგრე ვარ სულ ვითვლი და რო დავითვლი მერე მახსენდება რო ფეხბურთია ეს :(( და მაფიის მამებს თუ მოუნდა ორჯერ ორი ხუთი გახდება და დაამტკიცებენ თან

  2. ფიორესთან და კატანიასთან მოგების შემთხვევაში სამი ქულა იქნებოდა და ხვალ მეოთხეზე გადასასვლელად ვიბრძოლებდით. ახლა რა გამოვიდა.. დელ ნერიმ ფიორეს არ შეუტია, ხოლო კატანიას ბოლო ნახევარი საათი იმის მაგივრად რო შეეტია და კიდევ გაეტანა, დაცვაში ჩააყენა და გაათანაბრებინა

    1. არადა იუვე ყოველთვის მაგით იყო ცნობილი რომ პრინციპულ თამაშებს არ აგებდა….ეხლა კი ყველა ვხედავთ რაც ხდება :(

  3. არა ეს გუნდები რო კარგავენ ქულებს გასაგებია მაგრამ როგორ უნდა გავიდეთ ჩვენ უფრო მარტივ შეხვედრებში ვკარგავთ ქულებს….

  4. წელს მაგარი უსუსტესი სერია A არის.. იუვე ლიგაზე რო ვერ გავიდეს დელ ნერი საერთოდ უნდა გააგდო არამარტო იუვედან არამედ იტალიიდანაც!! ეს ბუნების შეცდომა უდინეზე ლიგისთვის როგორ იბრძვის და ჩვენ რატო ვჩუქნით ყველა გუნდს ქულას :evil:

  5. დღეს რომას წაგება გვინდა და დანარჩენი თამაშების მოგება……და უეჭველი ლიგაზე ვართ იუვენტინოებოოოოო….ავოიეეეეეეეეეეეეეეე :D აუ სამპა შემეცოდა ძძაააააან…..

  6. უდინეზეს კლასმა უმტყუნა, დღეს რომამ თუ ვერ მოიგო და ხვალ იუვემ თუ ვერ მოიგო, თითო – თითოდ უნდა გალახო დელ ნერის შეგირდები :D

    კიდევ კარგი პალერმოც აგებს, 3 ქულაა მარტო სხვაობა, კიდევ ერთი ყოფილი იუვენტინო, ანტონიო კანდრევა..

  7. ეს Alessio Cerci რას უბერავს ნახე თან იტალიელი თან 23წლის ოღონდ მარჯვენა ვინგერი მაგრამ კრასიჩის ზამენისთვის იდეალურია მგონი

  8. ამას უკვე ცემა კი არა წიხლქვეშ გაგდება ქვია რასაც ფიორე უკეთებს უდინეზეს

  9. კატანიას კაცი გაუგდეს და ორი გოლი გაიტანა :D რას არ ნახავ იტალიაში რაა :D

    სამპდორია შენი :@ დებილი გუნდი რაა..B – ში გავარდებიან უეჭველი..

  10. ძალიან მაგარი კაცია მატრი, მეც მინდა რომ დარჩეს : ))

    ამაური რატომ არ თამაშობს ხომ არ იცით ? ვაიმე რა ზმანი იჯდა ტრიბუნებზე..

  11. პიორენტინა არ გახსოვთ შარშან რას ყომარობდა ლიგაზე ეს ლაზიო რომა და უდინეეზე მაგარი პარჩაკი გუნდები არიან , მაგათი ადგილი ევროპა ლიგაზეა

  12. ხო რა უდინეზე არის ერთჯერადი გუნდი როგორც სამპდორიამ ჩაისვარა წელს და ვხედავთ სადაც არიან იგივე ელის მომავალ წელს უდინეზეს !

  13. არა რაა უდინეზე და ლაციო ლიგაზე არ გაიშვება!! ეგენი ლიგაზე მომგებები არ არიან დაგვღუპავენ!!! ეეხ იუვე იუვე რა დასაბრედია მანდ ვიღაც ვიღაცეები.. როგორ დაუშვეს ეს ყველაფერი რაც ხდება :evil:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.