ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლაციო” 0-1 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6.5 – გოლის გატანა არ დაანება ფლოკარის, ერნანესის დარტყმაზე კი საოცარი რეაგირება მოახდინა.

მოტა 4.5 – არაზუსტი გადაცემები.შეტევაში ჩართვის ყველა მცდელობა ბურთის დაკარგვით სრულდებოდა.

სალიჰამიჯიჩი ( 71 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ბარძალი 6 – სარატეს მეურვეობდა, არგენტინელთან პირადი დუელი ფრედ დასრულდა.

კიელინი 6.5 – მატჩის დებიუტში ლიხშტაინერმა ეფექტურად მოახერხა მისი მოტყუება, მაგრამ შემდეგ ჯორჯომ დაცვის ზონები ხელთ იგდო.ფლოკარიზე აქტიური თამაშისთვის კინაღამ პენალტით დაისაჯა.

გროსო 6 – პირველ ტურში გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ამ მატჩშიც ასისტენტის მოვალეობებს ასრულებდა.

კრასიჩი 4.5 – ცდილობდა ტემპის აჩქარებას, მაგრამ გარიდოსთან ორთაბრძოლა სრულიად დათმო.სურვილი იგრძნობა, შედეგი ნოლია.

მელო 6.5 – დაცვაში გლადიატორი, მეტოქის ნახევარზე რიგ შემთხვევებში უშვებდა შეცდომებს.

აკვილანი 4.5 – მოედანზე საერთოდ დაიკარგა.

პეპე 7 – გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი და გუნდს იმედი დაუბრუნა.

მატრი 5 – დიასი და ბიავა იტალიელს პერსონალურად მეურვეობდნენ, ამიტომ ალესანდროს არაფერი გამოსდიოდა.

ტონი ( 71 – ე წუთიდან ) 6 – შეტევა გამოაცოცხლა.

დელ პიერო 6 – მოქმედებს მარტივად და პროგნოზირებულად, მაგრამ თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ბონუჩი ( 92 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

დელ ნერი – 6

წყარო : La Stampa

20 thoughts on ““ლაციო” 0-1 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)

  1. იქნება მიხვდეს ეს იდიოტი დელ ნერი ერთი ტაიმი სალიჰამიჯიჩი ათამაშოს და მეორე კიდე სორენსენი რაა, მოტას თუ ორივე არ ჯობეს მე არ ვიყო იუვეს ფანი

  2. ეხლა წავიკითხე აკვილანი მილანში და პირლო იუვეშიო ….. აკვილანი მეცოდება იტალიიდან არ უნდა წასვლა

  3. ამ მსაჯს რა უთხარი მე . რა გოლი არ ჩაუთვალა იგუაინს … მოკლა რა თამაში … საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რო მოსწერა ამ გახრწნილმა უეფამ წერილი და თამაშების გამოძიებას ითხოვს თავიანთ მიერ გაყიდულ თამაშებს მიხედონ ამ სატანის მოციქულებმა… წინასწარ რომ აქვთ გადაწყვეტილი თამაშების ბედი …

  4. ლასანამ მართლაც ჯიგრულად ითამაშა კაი იქნება თუ დავითრევთ აგუერო ლასანა ვან დერ ვილი ბეკი და ტევესი ან ნეიმარი აუ რა მაგრა გასწორებს რააა

  5. არა რაა ლასანა დიარა თუ ვიყიდეთ ჩვენ რომ ჩამშლელები გვეყოლება ეგეთი რავიცი… შეჭამენ ნებისმიერ გუნდს დაცვამდე ბურთს არ მიიტანენ ისე იყომარებენ… საღოლ დიარას რაც მაგან ითამაშა მარტო ნახევარმა რეალმა ვერ ითამაშა ეგრე….

  6. ეგრეთწოდებულ ლიდერებს აკილანის და კრასიჩს ის შეფასებები აქვს რასაც იმსახურებენ :-D მელო მომეწონა მაგრად.. ბურთს კარგად კეტავდა.. ერთადერთი ფეხბურთელი ვინც ბურთით არ იბნეოდა და ბრწყინვალედ კეტავდა კორპუსით.. ნუ დელ პიეროს ვერ ართმევდნენ კიდევ ბურთს : )მაგრამ კაპიტანმა პირველ ტაიმში იმ ერთი პასის მეტი ბევრი ვერაფერი გააკეთა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.