ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიოს მეოთხე პოზიციის დაკავების იმედი აქვს

როგორც ჩანს ტურინელთა ბანაკში ოპტიმისტური განწყობაა. კლაუდიო მარკიზიოს “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვების იმედი აქვს და ამისთვის სამივე დარჩენილი შეხვედრის მოგებასაც აპირებს: “ შეიძლება ბევრი ჩვენგანი არც კი ფიქრობდა, რომ “საჩემპიონთალიგო” რბოლას დავუბრუნდებოდით. დიახ, ასე მოხდა და თანაბარი ქულების ქონის შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებში ფავორიტებიც ჩვენ ვართ. ახლა მიზანი ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებაა და რა მოხდება ამას დრო გვაჩვენებს. ” -“ლაციოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა სერხიო ფლოკარიზე თერთმეტმეტრინის არ დანიშვნის გამო არბიტრების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. მარკიზიო დედაქალაქელებს ეთანხმება: “ უნდა ვაღიარო, ფლოკარიზე პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ერთი თერთმეტმეტრიანი ჩვენც გვეკუთვნოდა, მსაჯი არც მაშინ იყო მართალი, ასე რომ, ყველაფერი სამართლიანადაა. ” -აცხადებს კლაუდიო.
წყარო: goal.com

23 thoughts on “მარკიზიოს მეოთხე პოზიციის დაკავების იმედი აქვს

  1. რომა სერიოზულად დასუსტდა ნახევარდაცვაში, პეროტა და დე როსი სეზონის ბოლომდე არ ეყოლებათ..

  2. ფლოკარიზე კიელინიმ ითამაშა ბრწყინვალედ არანაირი პენალი არ იყო
    ლაციოს გასვლას რომას გასვლა მირჩევნია

  3. პეროტასაც და დეროსისაც 3-3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ეგ უკვე ოფიციალურია… ასე რომ რომას დაერხა და თან უკვე გადაწყვეტილია რომ დეროსი 3 მატჩი არ ითამაშებს და პეროტას ეხლა განიხილავენ….

  4. რომას ჯერ მილანთან აქ სათამაშო მერე ინტერთან თასზე მოკლედ გაედო რა :mrgreen:
    ბარი რომას ვუყურე მაგას თუ მოგება ქვია კიდე ! დე როსისა და პეროტას დასჯა ძალიან გამიხარდა :-D

  5. დერ როსი და პეროტა რამდენი მატჩით დასაჯეს ხო არ იცით? არასპორტული საქციელი იყო,მგონი 3-3 ირგუნებენ?!

        1. რომას ფანების ამბავი რო ვიცი თავის სტადიონზე უმცირესობაში იქნებიან : D
          თან მილანი სკუდეტოს იზეიმებს, რავი მაგრად მიდა, ნეტა მისკვანჩონ…

  6. ნეტა მილანმა მოუგოს რომას რა მაგარი გაასწორებს :mrgreen:
    რომამ თუ მოუგო მილანს ჩავთვლი რომ მილანმა ეგ თამაში გაყიდა !!!
    ხოლო რაც შეეხება უდინეზე ლაციოს ნიჩია იქნება გადასარევი თუ ნიჩია არ დაჯდა უდინეზეს მოგება უფრო კარგი იქნება ვიდრე ლაციოს ! ! !
    კიევოს უნდა დაულეწონ თავ პირი აუცილებლად !

  7. კაია ოპტიმიზმი.. არ ვეთანხმები იმ ხალხს ვინც ამბობს რო იუვეს შანსი აღარ აქვსო.. სისულელეა.. შეიძლება ერთ ტურში დავეწიოთ სამივე კონკურენტს

  8. რაც ფული მქონდა ბარსაზე დავდე.. მთელი სამ ლარ ნახევარი :-D ეგ ისეთი თამაშია მანდ წინა თამაშის ანგარიში არავის ახსოვს.. ბარსა დააცხრება და გაბრდღვნის

  9. აპა რაა, ჩვენ ჩვენი ვქნათ და რა იცი რა ხდება…
    ისე მერამდენედ მესმის რო ყველა დარჩენილის უნდა მოვიგოთ : D
    იმედია ნაპოლისთან გადაწყდება და უმოტივაციოებს მივარჭობთ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.