ლაციო 0-1 იუვენტუსი დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი
“ მიმდინარე სეზონის განმავლობაში , უამრავი თავსატეხი გავიჩინეთ და როგორც ჩანს დარჩენილ მატჩებში , მისგან თავის დაძვრენა მოგვიწევს ” – მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე , ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი ნასიამოვნები იყო საკუთარი გუნდის ასპარეზობით და უპირველესყოვლისა მიღწეული შედეგით სტადიო ოლიმპიკოზე : ” იმ შემთხვევაში თუ ეს გუნდი აღწევს სათამაშო ბალანს , მაშინ აჩვენებს არაჩვეულებრივ ფეხბურთს . ვერავინ ვერ დაგვაბრალებს , რომ მოედანზე მაქსიმალურად არ ვიხარჯებთ , ამ იუვენტუსს ეს ნამდვილად არ აკლია . დღევანდელ მატჩზე რა შეიძლება ითქვას , ლაციო ბრწყინვალედ ასპარეზობდა , არ გვაძლევდა სივრცეს მოედანზე მანევრირებისთვის , თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მაინც მოვახერხეთ პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში ლედესმას გაძევებამ და ჩვენის მხრივ ტემპის მომატებამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა . რომაელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და შემთხვევითი არ არის ის ფაქტი , რომ დედაქალაქელები ჩემპიონთა ლიგის ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას “ . ლაციოს დამარცხებით , იუვენტუსს საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდა ევროთასებზე მოხვედრის : ” დარჩენილ მატჩებში თუ შევინარჩუნებთ სტაბილურობას , ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს ევროზონაში ადგილის დაკავება ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
სამწუხარო ის არის რომ მოგებით ამ ნაგავმა მგონი ადგილი შეინარჩუნდა :(
დელ ნერი რა გაგიმართლა შე კურდღელო შენა!!! ნუ იმაზე მაინც მადლობელი ვარ რო დელ პიერო არ შემიცვალე : )) ალექსი შეიძლება არ აქტიურობდეს ყოველთვის მაგრამ ერთს შეეხება ბურთს და თამაშის ბედს გადაწყვეტს.. ან მატრის დატოვებს ერთი ერთზე
ეჰ არადა ის რომ მოგვეგო ფიორესთან და კატანიასთან ახლა მეოთხეზე ვიქნებოდიტ
აუუ შეგVეშვი რა შენი აზრი მაგრად არ გვაინტერესევს
მართალი ხარ
აუ აუ, რა 4 ქულა გვაკლია, ნუ 2 უეჭველი – კატანიასთან, ფიორეს რომ თავი დავანებოთ… და 60 გვექნებოდა… და ფაქტიურად ჩვენზე იმუშავებდნენ იტალიაში…
ეხლა რომაზე მიდის სერიოზული ჩალიჩი როგორც ჩანს, რომ მეოთხეზე გაიყვანონ… მინიმუმ ერთ პენალტს უდებენ გუნდს ყველა თამაშში…
რა აზრი აქვს… კიევოსთან სახლში ფრეს ითამაშებენ… ასეთი არაპროგნოზირებადი იუვე მე არასოდეს მახსოვს… მხოლოდ ერთი პროგნოზი ქონდა, რომ მოიგებს… ეხლა უკვე არ ვიცი ვისთან წააგებს და ვისთან მოიგებს…