ლაციო 0-1 იუვენტუსი მელოს მატჩისშემდგომი კომენტარი
” იუვენტუსი ” ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი მიზნისთვის , ყოველი დარჩენილი მატჩი იქნება ნამდვილი ფინალი თითოეული ჩვენთაგანისთვის “ – განაცხადა ფელიპე მელომ , რომელიც ერთ ერთი საუკეთესი იყო ბიანკონერის რიგებში ლაციოსთან დაპირისპირებაში : “ არაჩვეულებრივი კლუბი დავამარცხეთ მისსავე სტადიონზე , 60 000 გულშემატკივრის წინაშზე . სიმართლე გითხრათ საკმაოდ ჭკვიანური ტაქტიკით ვთამაშობდით , ინიციატივა ხელში მხოლოდ ლედესმას გაძევების შემდეგ ავიღეთ . ამ მომენტზე რა უნდა ითქვას , ძალიან გავბრაზდი რადგან ბრწყინვალე კონტრ შეტევა ჩაგვიშალა , შარშან მე უკვე მოვახერხე რომში თავის გამოჩენა და იგივეს გაკეთება შემეძლო ამ მატჩშიც , რომ არა ლედესმას უხეში ვარდნა . არ მიყვარს ზოგადად მსაჯების შეცდომებზე საუბარი , თუმცა ლაციოს ფეხბურთელებს შეუძლიათ კონკრეტული ეპიზოდების გამო პრეტენზიების წაყენება არბიტრისთვის , მაგრამ რას ვიზამთ , ყველანი ადამიანები ვართ , რომლებიც შეცდომებს ვუშვებთ . დელ ნერი ? მისმა მოსვლამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა , კვლავინდებურად მის მხარეზე ვარ და მზად ვარ მისი ყველა მითითება შევასრულო ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ისე დელ ნერიზე რა რა და მელო ნაღდად გახსნა
ისე ლაციო იუვეზე მეტი დასწრება იყო ვიდრე ტურინში
turiნის ეხლანდელი სტადიონი სულ რაღაც 27 000 კაცს იტევს :-D
ყოელ შემთხვევაში ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია და
სამივე თამაში უნდა მოვიგოთ.
ნაპოლი ლიგაზე გასულია,სერია ა -ს ვერ იგებს და ბოლო ტურში არამგონია გაგიჟდეს… ნუ პრინციპული თამაშია რა
და მგონია მაგ თამაშში დააყენებს კუალარელას 8)
რომა მილანთან ერთიანში უნდა ავიღო დაზღვეული რომ ვიყო …
ამბობენ იუვეზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ იუვე მის საქმეს 100% ით შეასრულებს?! თუ შეასრულა შემპიონთა ლიგაზე გასვლა შეიძლება. რომა მილანთან ას პროცენტიანად წააგებს, პეროტას და დეროსის გარეშე. ლაციოს ლადესმა არ ყავს და ალბათ მაქსიმუმ ნიჩია გამოსტყუოს უდინეზეს. მომავალ ტურში უკვე ევროო ზონაში უნდა ვიყოთ.
რთული ძალიან, მე ტუ მკითხავთ ყველაფერი უფრო იუვეზეა დამოკიდებული ვიდრე სხვებზე, ეგ სხვები ქულებს რათქმაუნდა დაკარგავენ
უდინეზე 2 თამაშს ვერ მოიგებს , რომაც არამგონია … ლაციომ არ უნდა მოიგოს 2 თამაში რა .. იუვეზე არაა დამოკიდებული მოკლედ გასვლა და ეგაა ცუდი .. ამათმა შეიძლება მოიგონ 3 ივე იმიტო რო ბოლო 6 თამაში კარგად ითამაშეს .. ფიორენტინასტან მოგებაზე არ უთამაშიათ პროსტა და კატანიასთან რაც მოხდა ეგეთი რაგაც ათასში ერთხელ ხდება :| ფეინოორდი იუვენტუსის თამაში თუ გახსოვთ ძაან ადრე იყი ლიგაზე 0-1 იგებდნენ და ესეთ პონტში გაუტანეს ბიფონს ჯარიმა ტვალი გააკოლა ეგრევე ეგ გამახსენდა :( ამით იმის თქმა მინდა რო ყველაფერთან ერთად არ გაუმართლათ ძაან ბევრს რაგაცაში .. ტრამვები , ტრენერის არაორდინალური გადაწყვეტილება ბევრჯერ და ასე შემდეგ ..
მოდი იუვემ სამივეთამაში მოიგოს და თუ ვინმე მაინც ჩვენზე წინ აღმოჩნდება დანარჩენი სამი გუნდიდან მე სულით და გულით მივულოცავ.. ეგრე რო ფიქრობდნენ ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო იმიტომ მისცეს კატანიას ქულა
ფორზა იუვეეეეე !!!!!!!!!!!
უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ალექსთან, კიელინისთან, პეპესთან, კრასიჩთან ერთად;
ყველა დარჩენილი თამაში ნამდვილად ფინალის ტოლფასია, კიევოს და პარმას დარწმუნებული ვარ მოვუგებთ, აი ნაპოლისთან კი თუ ისეთივე ტაქტიკით ვიტამაშებთ, როგორც რომასთან ვითამაშეთ უეჭველი დავცემთ ბეჭებზე;
ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!