დელ პიერო: ” ნაბიჯ-ნაბიჯ მთავარი მიზნისკენ… “
ოლიმპიურ სტადიონზე “ლაციოს” დამარცხებას განსაკუთრებული გემო აქვს, მით უმეტეს, როცა ამ გუნდებს შორის დაპირისპირებას სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობა ამძაფრებს. რომში მოპოვებულ გამარჯვებას დელ ნერის მიერ ნებადართული ერთდღიანი შესვენება მოჰყვა. “ბიანკონერებმა” ძალები აღიდგინეს და ახალი ენერგიით დამუხტულები ვარჯიშებსაც აგრძელებენ. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა, ეს ალესანდრო დელ პიეროს ფორმულაა. ლეგენდარული კაპიტანი “მფრინავ ვირებთან” შეხვერის მოლოდინშია…
საკუთარ ვებ გვერდზე დელ პიერო წერს: “ დედაქალაქიდან სამი ქულა ჩამოვიტანეთ, ახლა კიდევ ერთ სამ ქულაზე უნდა ვიფიქროთ და ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთზე. ბოლოს “ნაპოლისთან” აღებული სამი ქულის დროც დადგება. “ლაციოს” დამარცხების შემდეგ მხოლოდ მომავალ ორშაბათზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სეზონის გამარჯვებებით დასრულებას ვეცადოთ. ”
““ლაციოსთან” სირთულეებს გადავაწყდით, მაგრამ ვაჩვენეთ გუნდური სულისკვეთება, ერთიანობა და უნიშვნელოვანესი უნარი, იბრძოლო ყოველი შანსის გამოყენებისა და გამარჯვებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო წუთებში. დასასრულს გატანილი გოლის აღნიშვნა ბრწყინვალე გრძნობაა, ისევე როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებთან სიხარულის გაზიარება. რა თქმა უდნა, ორშაბათი დღე დავიწყებას არ უნდა მიეცეს, ეს ამაღლებული განწყობა “კიევოს” დასამარცხებლად უნდა გამოვიყენოთ. ”
როგორი იქნება სატურნირო ცხრილი ჩემპიონატის დასასრულს, მხოლოდ 270 წუთის შემდეგ გამოჩნდება. აქამდე უბრალოდ მომავალ დაპირისპირებებზე ფიქრია საჭირო: ” სეზონს მხოლოდ სამი ტურის შემდეგ შევაჯამებთ. მაშინ გამოვიტანთ დასკვნებს და იმედი მაქვს შედეგის მაქსიმუმსაც მივაღწევთ. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომელთაც გადავწყდით, ეს ამ სეზონის ღირსეულად დასრულების ერთადერთი გზაა. ” -აცხადებს დელ პიერო.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ლიგაზე გავალთ ფორტუნა შემოტრიალდება დროა უკვე ძმებო8)
დელ პიერო არ არის იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელიც ჰაერზე იძახის რაღაცეებს, ეს იმაზე მეტყველებს რომ მინიმუმ ევროპაზე მაინც გავალთ. ყოველშემთვევაში ჩემი აზრი ასეთია.
აუ ეა შანსები გავუშვით
შანსი ნულის ტოლია პარმა, ნაპოლი არამგონია აქედან 6 ქულა ავიღოთ
დროა მატრიმ გოლი გაიტანოს და ამას კიევოსთან იზავს !
მიდი ალე შენ იმედზე ვართ ყველა
ვის ახსოვს შარშან რამდენი ქულით დავასრულეთ სეზონი???
55 ქულით დაგვისრულებია : DDD ანუ შარშანდელი სეზონი გავაუმჯობესეთ უკვე :-D
sg del neri vityvit kide ra jandabad gvindoda eso :D:D
მილანი ბოლო ტურში ჩემპიონი იქნება და უდინეზს თამაშს მიცსემს
იქნებ არ მისცეს.. იქნებ ითამაშოს ისე როგორც გრანდს და დიდ გუნდებს შეეფერება :-?
tu mat saertod ainteresebt ittaliuri fexburti mashin qulebi ar unda miscen radgan aramgonia udineze iuveze uket gavides evropaze tan mgonia rom mosagebad gavlen radgan galiani intersac ki baleishikobda sharshan rata italias adgili ar daekarga
უდინეზე ბერლუსკონის გავლენის ქვეშაა… და ძალიან ხშირად ხდება ბოლო ტური მილანის და უდინეზეს მატჩი… რომელსაც აწყობს ის გაიმარჯვებს… მაქამდე ჯერ მილანმა რომასთან არ უნდა დათმოს… მაგრამ რომასთან თუ არ დათმო, მერე უდინეზე აღარ ჭირდება… ასე რომ ჩვენ ჩვე3ნი შანსი უკვე გავუშვით, აწი სხვები არ დაგვინდობენ…
უდინეზე ლაციო ხვდებიან შემდეგ ტურში და მერეც საკმაოდ რთული თამაშები აქვთ ასე რო იმედი არის !
სამწუხაროდ თეორიული შანსია ალექს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის… შანსი, რომელიც იყო და თანაც ძალიან რეალური, ხელიდან გაუშვით უკვე… მანამდე რა ქულებიც გვაქვს დაკარგული იმას რომ თავი დავანებოთ, კატანიასთან და ფიორენტინასთან ქულები არ უნდა დაგეკარგათ…
მომავალ ტურში უკვე ყველაფერი გამოიკვეთება.. ან ჩვენი შანსი 50 მდე გაიზრდება.. ან კიდევ საერთოდ გაქრება.. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ.. სერია A არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ბოლო ტურების ჩემპიონატი.. აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს.. თქვენ წამოიდგინეთ მილანსსაც კი ჯერ არ აქვს ჩემპიონობა განაღდებული..
ამათ კი ეტყობათ იმედი, მაგრამ ჩვენზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული…იმედია ლაციო, უდინეზე და რომა წაიფორხილებენ…
ეტყობათ იმედი…