ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი იუვენტუსის ერა იწყება

იდეა უამრავია , თანხები კი მალე იქნება (  Exor – ის დაპირებისამებრ ) : იუვენტუსი არ იქნება სხვა იუვენტუსი , ის იქნება უბრალოდ ახალი ! ფურცელზე ეს გუნდი გაცილებით ძლიერად გამოიყურება ვიდრე თავისი მეშვიდე პოზიციით სერია ა-ში . ანდრეა ანიელის აღარ სურს მომავალ სეზონში იგივე კოშმარის გადატანა რაც წელს ნახა . სწორედ ამიტომ მიმდინარე კვირას უნდა გადაწყდეს მთავარი მწვრთნელის საკითხი , რომ უკვე მას შემდეგ შემუშავდეს სატრანსფერო სტრატეგია . პირველი ნაბიჯი სხვათაშორის უკვე გადაიდგა , როდესაც გუშინ ალექს დელ პიეროსთან გაფორმდა ახალი კონტრაქტი . რაც შეეხება თანხას , 11 მაისს საკმაოდ მსხვილი ციფრი ბევრი 0-ით იქნება ნედვედის , მაროტას და პარატიჩის ხელში . ჩემპიონებს საკმაოდ ძვირად აფასებენ , თუმცა მათ გარეშე გამარჯვებების მოპოვება შეუძლებელია , ანიელის ოჯახი ამას მიხვდა და აღარ აპირებს რაიმე ველოსიპედის გამოგონებას .

წყარო : Tuttosport

16 thoughts on “ახალი იუვენტუსის ერა იწყება

  1. ბეკი დაითრიეს პირლოს დაითრევენ კიდევ ალბათ რომელიმე კარგ თავდასხმელს იყიდიან მწვრთნელი კი მგონი დეშამი კარგი ვარტიანტია და თან ისე მიდის საქმე რო საფრანგეთში ჩემპიონი ვერ გახდება და მგონი კარგი იქნება თუ შესთავაზებენ გადმოსვლას. ჯუდე იმ ბრაზილიელზე რო იყო ლაპარაკი ამ ბოლო დროს რაღაც არაფერი ისმის როგორც იძახიან კარგი იგროკი არისო მოკლედ ეს ტრანსფერები ცუდი ნამდვილად არ იქნება :)

  2. მე მჯერა რომ ამ ზაფხულს ძალიან ბევრ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ !
    როგორც კი გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა პირველ რიგში ბასტოსი ეს ფეხბურთელი არის რავი რა ნამდვილი კლასი !!!
    კუალიარელა და მატრი აუცილებლად უნდა გამოისყიდონ რა თქმა უნდა.
    მოტას უნდა დაახვევინონ იაკინტას ამაურის სალიხამიდიჩს, ჩემი აზრით არც ჯოვინკოა დასაბრუნებელი იმიტომ რომ არ სურს არანაირად იუვეში მოსვლა და ძალით შენარჩუნებული ფეხბურთელები იუვეს ნაღდად არ გამოადგება !!!!
    აკუილანი არ უნდა გამოისყიდონ არადა თავიდან რო მოვიდა ძალიან კარგად დაიწყო. ამ ზაფხულს ყველაზე დიდი საფიქრალი ექნებათ ის რომ დაცვა არის გასაძლიერებელი. პეპე მინდა რომ დაიტოვონ აქ ზოგ ზოგიერთები წერენ რომ არ ვარგა, აბა გაიხსენეთ რამდენი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ! ყოველ შემთხვევაში ზამენისთვის მაინც დაგვჭირდება. რაც შეეხება მწვრთნელს რომც მოახდინოს სასწაული და გაიყვანოს იუვე ლიგაზე მე მაგ მწვრთნელს მაინც არ ვენდობი, მწვრთნელი თუკი უტაქტიკოა გადაკრასკე წითლად და ზღვაზე გადააგდე მაგაზეა ნათქვამი !

  3. ai es ki kai iqneba imedia axal stadiontan ertad axali udzlieresi iuve dabrundeba romelic tavis satqme;ls kidev bevrjer ityvis evropashi da seria a-shi milani da iuventusi momavali wlidan is gundebi iqnebian romelic yoveltvis iyvnen anu gundebi romlebsac italia miqondat miuxerdavad imisa rom iuves fanebi vart albat yvela dametanxmebit rom es asea da iuvestan ertad milans miqonda italia evropashi ssxva danarcheni moisrole sanagveze

  4. აგუერო მინდა რო მოიყვანოს მარა უკვე აგარ მგონია ფულიანი ბიძიები გამოუჩნდა , თუ აგუეროს არ ექნება სურვილი გადმოსვლის მაროტა ვეღარ გაუმკლავდება ფულიან ბიძიებს))) იმედია მაროტა იზამს რაღაცას მაინც და მოიყვანს!!! ფორცა იუვე!!!!

  5. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმდენი დაბალი დონის ტრანსფერი და სულელური გადაწყვეტილება ვნახეთ რო თითქმის დარწმუნებული ვარ რო ბანძი ტრანსფერები არ იქნება.. ვისაც მოიყვანენ ყველა მაგარი იქნება!!!

  6. მაინც არ მჯერა ამათI 2 პეხბურთელს იყიდიან მარტო და დანარჩენს სუ მარტინესებს ვნახოთ ვნახოთ……. არადა ძალიან მინდა კარგი იუვე

  7. ახალ იუვეს ეყრება საფუძველი!!
    ახალ სიამაყეს!!
    უამრავ დიდ სიხარულს ჭეშმარიტი იუვებტინოების!!
    ალექსის კონტრაქტი, იმედია ჯიჯის საბოლოო გადაწყვეტილება!!

    ახალი სუპერ-იგროკების მოყვანა!!

    ახალი ულტრა-არენა!!

    ფორცააააააა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.