ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯონ, თქვენ ნამდვილი იუვენტინო ხდებით?

ყველაფერი 2006 წლიდან იწყება. კალჩიოპოლი. შავი დღე სრულიად იტალიის ფეხბურთში, მაგრამ ყველაზე მეტი დარტყმა “ბებერმა ქალბატონმა” მიიღო. ელკანმა მოქმედება გადაწყვიტა. საბრძოლველად კი გუნდში ჟან კლოდ ბლანი და ჯოვანი კობილი ჯილი მოიყვანა. გუნდის სათავეში  ანიელის ორი შთამომავალი, ლაპო და ჯონი მოვიდა, მაგრამ ტიფოზები ბედნიერები სრულიად არ არიან. მათი თქმით მათ ხელში  “ბებერი ქალბატონი”  “კლოუნად” იქცა. გადის დრო და გუნდში ანიელი მოდის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. თითქოს ყველაფერი ისე არის, რომ გუნდმა მოგებები უნდა დაიწყოს და ძველი დიდება დაიბრუნოს, მაგრამ მაინც რაღაც აკლია. სიყვარული, სიყვარული ფეხბურთის მიმართ, რომელიც ელკანს აკლია. ბოლო დღეებში კი ისევ იმედი იბადება ტიფოზების გულებში, იმედი იმისა, რომ მომავალი ნათელია და “იუვენტუსი” კიდევ იტყვის თავის სათქმელს. ელკანმა მგონი გაიგო ფეხბურთის გემო და ტიფოზებს გრანდიოზულ ტრანსფერებს და სრულ რევოლუციას პირდება. ახლა კი გულშემატკივრები მორიგ სატრანსფერო ფანჯარას ელოდებიან, რათა გუნდი გაძლიერდეს და მოგებები დაიწყოს. ტურინში კი მხოლოდ მოგებას ელოდებიან…

წყარო:tuttojuve

13 thoughts on “ჯონ, თქვენ ნამდვილი იუვენტინო ხდებით?

  1. კი… მე მჯერა რომ ელკანი უმაღლესი დონის იუვენტუსს დააყენებს ადრე თუ გვიან… ეს ჯანი ანიელის არჩეული ბიჭია მემკვიდრედ… და იმედია არ შემცდარა… შეეძლო აერჩია მემკვიდრედ ლაპო ელკანი (ჯონის ძმა), ან თუნდაც ანდრე ანიელი (ძმიშვილი) ან თუნდაც ჯონს 5 ნახევარდედმამიშვილი ყავს დედამისის მეორე ქორწინებიდან (დე ფალენთან) და იმათგან ერთ-ერთი… მაგრამ ავოკატომ ეს თავად აირჩია… იმედია უარესებს შორის საუკეთესო არაა ჯონი და მართლა ღირსეული არჩევანია…

  2. რახან თქვა ესეიგი შეასრულებს.. ადრე თუ არ აკეთებდა არც ამბობდა.. მაგრამ რახან თქვა შეასრულებს.. მთავარია ეს მატჩები ჩავამთავროთ უმაღლეს დონეზე და მერე უკვე აღარასდროს მოგვიწევს იმაზე ნერვიულობა გავალთ თუ არა ლიგაზე

  3. გრანდიოზულ ტრანსფერებს და სრულ რევოლუციას პირდება ?
    ვნახოთ ვნახოთ რას იზავენ ზაფხულში იმედია სიმართლეა !

  4. juve-dato-juve – მარჯვნივ მაღლა საიტის ადმინისტრაციაში შედი, შემდეგ პროფილში(მარცხნივ) ხოლო იქ დაბლა ყველაფერი მითითებულია და არ გაგიჭირდება ;-)

  5. აი როგორ მინდა იმის მეოთხედად მაინც უყვარდეს ელკანს იუვე როგორც ჩვენ გვიყვარს…

    1. კიი.. ზაფხულის დადგომასთან ოფიციალურად იხსნება სატრანსფერო ფანჯარა.. თუმცა კლუბებს შეუძლიათ შეთანხმება მანამდეც მიაღწიონ, ხოლო კონტრაქტები ოფიციალურად მხოლოდ 1 ივნისიდან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.