ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

ჯონ ელკანმა დაადასტურა,რომ მან მართლაც გამართა გუშინ  4 საათიანი შეხვედრა,სადაც მათ შეიმუშავეს ამბიციური გეგმა,რომლის მიხედვითაც იუვე ძველ სიმაღლეს დაუბრუნდება…

გეგმას წარადგენენ ივნისში და იგი იქნება გაწერილი 3 წელზე . ამ ზაფხულს უნდა მოვიდეს მინიმუმ ორი ტოპ-კლასის მოთამაშე . მთავარი მიზანი კი სერხიო აგერო იქნება. 22 წლის არგენტინელი,მის ასაკთან შედარებით გამოცდილია,აქვს  შესანიშნავი ტექნიკა,ხედვა და გოლის ალღო . რაც მთავარია გააჩნია ევროკავშირის პასპორტი .  ასევე სიაშია კარლოს ტევესი და ქარიმ ბენზემა . პასტორეს კი შეუძლია დაიკავოს იუვეში გამთამაშებლის ადგილი , რომელსაც მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ტურინულ გრანდში . პლატინი , ბაჯო , ზიდანი და ა.შ.  პირლოს კი შეუძლია ცენტრი დაალაგოს და ქარიზმა,კლასი და გამოცდილება შეიტანოს გუნდში , ამიტომაც იგი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სატრანსფერო პერიოდში , მითუმეტეს რომ მილანიდან წამოსვლის შემთხვევაში , რისი შანსიც მაღალია , ანდრეა იუვეში გადმოვა . იუვე ასევე განიხილავს აკუილანის საკითხს და თან აკვირდება პორტოელ ფერნანდოს,რიკარდო მონტოლივოს და ლასანა დიარას . რაც შეეხება მწვრთნელებს , დელნერის ალტერნატივაა მაძარი და ვილაშ ბოაში . იუვეს კარი ახალგაზრდა მოურინიოს შეგირდისთვის ღია იქნება (ანუ თუ მოუნდება იტალიაში წამოსვლა,იუვე შესთავაზებს კონტრაქტს ).დაცვაში ხემძღვანელობა აპირებს ბეკისა და ლიხშტაინერის ყიდვას , კარში კი ბუფონის წასვლის შემთხვევაში (რისი შანსიც ფაქტიურად არ არის ) , ფრეის მოიყვანენ.

სტატია მოამზადა : juvetifozi – მ


102 thoughts on “Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

  1. კაროჩე ბეკი და ლიხშტაინერის ორივე მარჯვნინ თამაშობს ხო ?ალბათ ერთერტ იყდიან წელს ბეკი ბასტოსი აგუერო პირლო ეყოფათ თუ იყიდიან და ბასტოსზე რატომ არ ეწერა იყიდეს ალბათ ხო? :D :D :D

    1. აი ბასტოსზე შემიძლია თავი დავდო რომ უკვე ჩვენია და ბეკი ხომ საერთოდ სატრანსფერო ფანჯარის პირველივე დღეს ალბათ პირლოს,ბასტოსს და ბეკს გავიფორმებთ…

  2. bakomo
    ოკ, მაგარი თავდასხმის ხაზი გეყოლებათ მარა მთავარი ის არის რამდენად რეალურია ეს … ეგრე მილანელებიც ვიტყვით რო დაცვაში ტერი გვჭირდება მარა რა ?? :D

    ძაან მინდა იუვე ლიგაზე ვნახო რაა …. მიდით რა ტურინელებო იქნებ გახვიდეთ ლიგაზე …. დაბანძდა იუვეს გარეშე ლიგა.. მართლა სერიოზულად ვიძახი და ძაან მინდა რო გახვიდეთ ლიგაზე :)))

  3. ისე მაგარი იქნებოდა ეგ ყველაფერი. აგუერომ თQვა რომ 14 წლამდე არსად წასვლას არ ვაპირებო. პასტორე და ტევეზი ჩემი აზრით კარგი ვარიანტია!! (დგეს ბარზალი დაბადების დგეა!!)

  4. აუ მართლა კარგია თუ შედეგიანი და ხარისხიანი გეგმა შემუშავდა, აუცილებელია მომავალ სეზონში მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ..

  5. აუუუუუუუუუუუუუუ მაგარიააააააა აგუერო ტევესი თავდასხმაში უფფფფფფფ ბრალი იმას ვინც წინ დაგვიდგება……………….

  6. პირლო და პასტორე მინდა იუვეში ორივემ ძალიან კარგად იცის თუ რა არის სერია ა და იუვეში ადვილად შევლენ ფორმაში! აგუეროზე ხო საერთოდ არაფერს ვიტყვი უნიკალურია. აი ტევესისა რა მოგახსენოთ მაგარი კია მარა ეს არგენტინელები ფულის ღორები არიან შეილება გადმოვიდეს 1 წელი და მერე სხვა გუნდზე გაცვალოს ფულის გულიზე ! ვახ ეს ბეკი ასეთი მაგარია დავიჯერო ყიდვას რო აპერებენ? I don’t know :mrgreen:

  7. მაგარი სტატიააა გაიხარეთ… სატრანსფერო ფანჯარა როდის გაიღება ერთი სული მაქ რაა, მომოვალ სეზონში მაგარი ჯახი იქნება რა, მილანიც მაგარ ტრანსფერებს ამზადებს და ინტერიც მარა ჩვენ იუვე ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი!!! ფორცა იუვეეეეეეეეეეეე….

  8. შესანიშნავი ოთხეულია!!! მგონი ისევ გრანდობას ვაპირებთ.. ჩვნე რაა – ანიელი და ელკანი აპირებენ!!! ბრავოოო :-)

  9. მაგარია მაგარი ბასტოსი,ბეკი,აგერო,პირლო,პასტორე… ეუფ რა გუნდი დაგვიდგება და თან მწვრთნელიც თუ ნორმალური ვითრიეთ ხომ საერთოდ… აუ მომავალ წელს ისე ველი აქამდე რომ არ მოველოდი არასდროს…. ახალი სტადიონი,ახალი მწვრთნელი,ახალი ტოპ კლასის ფეხბურთელები ნეტა მალე გავიდეს ორი თვე…

  10. აუ რა მაგარია ეხა მთავარია ლიგაზე გავიდეთ და თუ არა ევროპა ლიგაზე მაინც იგი მერე მოვიგოთ და ევროპის სუპერ თასი ავიღოოოოოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.