მოჯი : ” იუვეს აღარ აქვს შეცდომის დაშვების უფლება ”
ტრადიციულად , ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორი ყოველი უიკ ენდის შემდეგ , მიმოიხილავს წამყვანი იტალიური კლუბების ასპარეზობას და მათ სამომავლო მიზნებს …
იბრაჰიმოვიჩზე და მილანზე …
” ფრე რომელიც რომში დაფიქსირდა იყო კანონზომიერი , რომელმაც საბოლოო ჯამში მილანის სამართლიანი ჩემპიონობა განაპირობა . როსონერი ამ ტიტულისთვის მთელი სეზონის მანძილზე ნაბიჯ ნაბიჯ მიდიოდა . რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს , განურჩევლად იმისა თუ რომელ კლუბში ასპარეზობს , იგებს ყველა ჩემპიონატს . მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბერლუსკონის , გალიანის და ალეგრის ეს წარმატება , მათ მართლაც ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბეს . რომა საკმაოდ ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ზონასთან , მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ფავორიტი უდინეზეა , რომელმაც ლაციო ბრწყინვალე ორთაბრძოლაში დაამარცხა . დე როსის დისკვალიფიკაცია ნამდვილად არ იქონიებს ზეგავლენას რომას შედეგებზე , მიმდინარე სეზონი მისი ნამდვილად არ არის და თან ყველაფერთან ერთად დისციპლინაშიც საოცრად მოიკოჭლებს . საკუთარი საქციელით ის მე მონტეროს მაგონებს . სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ ის , რომ პაოლო საკუთარი ზონის ნამდვილი ლიდერი იყო ” .
ნაპოლიზე …
” ფიორენტინას დამარცხების შემდეგ , ინტერმა ვფიქრობ საბოლოოდ გაიფორმა მეორე პოზიცია , ამან ხელი ნეაპოლეტანური კლუბის ჩავარდნამ განაპირობა ლეჩესთან , სადაც მაცარის გუნდი იოლი გამარჯვების მისაღწევად გაემგზავრა ” .
იუვენტუსზე …
” იმ შემთხვევაში თუ ტურინელები მოახერხებენ კიევოს დამარცხებას , მაშინ მათი შანსები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გაიზრდება , ასევე გაიზრდება დელ ნერის პროცენტული მაჩვენებელი გუნდში დარჩენის საკითხზეც . რა რეაქცია მქონდა ელკანის განცხადებაზე ? ისინი თუ მართლა აპირებენ სერიოზული გუნდის აშენებას , მაშინ სატრანსფერო ბაზარზე აღარ უნდა დაუშვან შეცდომები ფეხბურთელების არჩევისას . იუვენტუსს უკვე აღარ აქვს ამის უფლება . 2006 წელს ვიწინასწარმეტყველე , რომ მილანური კლუბების ეპოქა დგებოდა , დღეს კი ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია კონკურენციის გაწევა არის იუვენტუსი , რომელსაც აქვს საშუალება მომავალ სეზონში საკუთარი სიტყვა თქვას მოედანზე ” .
სამპდორიაზე …
” მას შემდეგ რაც ისინი გენუურ დერბიშიც დამარცხდნენ , კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სერია ბ-ს . როდესაც კასანოს და პაცინის გაყიდი ერთდროულად , ეს ფაქტიურად თვითმკვლელობაა . გუნდმა დაკარგა საკუთარი თავი და მას უკვე ისეთი ფეხბურთელიც კი როგორიც პალომბოა , ვერაფერს უშველის . კავაზინიმ ვერაფრით ვერ უშველა სამპდორიას ” .
ცვლილებები მთავარი მწვრთნელების სერია ა-ში …
” არც კი ვიცი დაიწყება თუ არა სერია ა-ში , ” მწვრთნელების ვალსი ” .ამ ეტაპზე მთელი ყურადღება უნდა გაკეთდეს ისეთ პერსონაზე როგორიც არის გასპერინი , მისით უკვე ეხლა იჩენენ ინტერეს ნაპოლი , ლაციო და პალერმო . გარანტიას ვიძლევი , რომ კარგი და შრომისმოყვარე სპეციალისტია . არ გამიკვირდება ასევე თუ დელიო როსის მომავალ სეზონში რომას სათადარიგოთა სკამზე ვიხილავ . რომელ მწვრთნელს ვურჩევდი გრანდებს ? რათქმაუნდა ვენგერს ” .
წყარო : TuttoJuve
აუ ესეიგი რა გამოდის რო ვერ გავედით უნდა გვიხაროდეს თორე მომდევნო სეზონიც დელნერისთან ერთად მეტისმეტია
მოვედი ლუდით და ჩიფსებით ხელში და
იმედია არ ჩამაშხამებენ
Del_Gogua
კი მართალი ხარ ეს კაი მაფიოზია მარა სამაგიორედ თავისი საქმის პროფესიონალი და რაც შეხეება იმას ახლა მაროტას და დელ ნერის დროაო რომ ამბობ იმედია ხუმრობ :D :D :D
Datka შენი სკაიპის ნიკი მომწერე რა რომ დაგამატო
ამის გამოხედვა ნუ გატყუებთ!!! არ არის ეს მამა აბრამის ბატკანი… ამდენს იმიტო იძახის იუვეზე რო ბოღმა ახრჩობს ელკანის (რომელმაც ბოლომდე არ მიაწვა ამის საკითხს). მე ამას მაროტა მირჩევნია წავიდა ამის და ლიპის დუეტის დრო, ახლა მაროტა-დელ ნერის დროა
დათკა შენ სკაიპს ხომ ვერ მეტყვი რომ დაგამატო?
2006 წელს ჯერარდის ტრანსფერტანაც ახლოს იყვნენ როგორც ვიცი, გუნდი რომ არ დაეძირა მსოფლიო საფეხბურთო მაფიას
ნუ აოფებთ და პლიუს ამასთან კომენტარებში სტატიები რომლებიც საერთოდ არ ეხება იუვენტუს არ დააგდოთ
xo vengeris moyvanasTan es Zalian axlos iyo 2006 wels
ლასი არა ფეხი, ეგ გამოუთლელი ხე ჰორიზონტზეც არ დავინახო, მაგის გაუმჯობესებული ვერსია 2.0 გვყავს გუნდში : D
წავედი აბა მე და თამაშამდე მოვალ სახლში ლუდით ხელში
ჩაქეთვალა
გაიგეეთ რა დაიწერაა??? ფაბიო გუილდი(მაროტას მარჯვენა ხელი) მაცარის შეხვდაო…. ეს რათქმა უნდა გასაიდუმლოებულად ინდა მოპმხდარიყო მარა რათქმა უნდა შეამჩნიესო… და მაცარი ყველაზე ახლოს არის იუვეს მწვრთნელობასთანო
არა არა ლასი თუ მართლა წავიდა რეალიდან უნდა ვიყიდოთ უეჭველი
დეშამი გვინდა მწვრთნელად …. ნასრი და ლასანა არცერთი არ გვაწყენდა … მაგრამ ჯერ მაისში ძალიან რთული ამოცანები დგას კლუბის წინაშე, რომელიც მარტო მასზე არ არის დამოკიდებული, როგორც სერია ა-ში ისე კოპა იტალიაზე
და რა ჯანდაბად უნდოდა რეალს შაჰინი … იმენა უღალატა როჟამ ბორუსიას … იჯდება მყარად სკამზე
მართლაც რაა უნდა გახეხოს სკამი არადა ბორუსიაში ლიდერი იყო და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოვიდოდა შემდეგ წელს… ისე დიარა ალბათ წავა რეალიდან და იქნებ ჩვენ ვითრიოთ მელოსთან ერთად მაგარი იქნება…
აუ ლასანა დიარა მართლა ძალიან ძლიერი აპორნია 2010 წელს მუნდიალის წინ რომ დაშავდა ტყუილად არ უთქვამს ფრანგების ტრენერს ლასანა შეუცვლელი არისო
კაცოოო დელ ნერი არის წარუმატებლობის გარანტია … დარცება და ვიქნებით ასეთი მაჩანჩალები … შაჰინი გადავიდაო რეალში … თანხად სულ რაღაც 10-12 მილიონი ევრო სახელდება
შაჰინი მაგარია მარა რავი რეალში გადასვლით მომავალი გაიფუჭა უეჭველი… ისე ნასრის კონტრაქტი არსენალთან 2012ში ეწურება და ეგ რომ გვათრევინა მაგარი იქნებოდა…
ანჩელოტი არამგონია გაუშვან ჩელსიდან!
ლიპი თავისუფალია მიკვირს რატო არ ეპატიჟებიან
დეშამი ვერ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი ასე რომ დეშამზე ფიქრიც შეიძლება
მაცარი შეიძლება მოვიდეს მაგრამ არამგონია რამე გამოვიდეს .
ვენგერზე ოცნებაც არ ღირს დამიჯერეთ !
მამენტ რომ დარჩეს დელნიერი ურიგო არ იქნებააა … იქნებ ეს წარუმატებლობა მომავალში წარმატებისთვის გამოადგეს … მე მინდა რომ დარჩეს !!!
მოკლედ ყველა მწვრთნელი იუვეს ინტერესების სფეროშია პელეგრინის და ნესტორ მუმლაძის გარდა.. ეს დელ ნერი კიდე გამოდის და ვრჩებიო
დათკაა ვენგერს რატომ იწუნებ, მშვენიერი ახმახი და გამოცდილი მწვრთნელია :-D
ისე თუ ვინმეს გაგხსენებიათ ერთ დროს იტალიის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელები პიერლუიჯი კაზირაგი და კლაუდიო ჯენტილე ორივე თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა.
ვენგერი უდიდესი მწვრთნელია მაგრამ მას არასოდეს ჰქონია საშვალება რომ სერია ა- ში თავის ძალები მოესინჯა ამიტომ ცოტა რთულად არის ამ მხრივ საქმე მე ძალიან მესიამოვნება თუ არსენი მოვა მაგრამ ამ ეტაპზე იუვეს კეთილდღეობისთვის მარტო ერთი კაცი მიმაჩნია რომ წარმატებას მოუტანს და ეს ერთი კაცი არის კარლო ანჩელოტი სხვა შემთხვევაში არც ლიპი დაბრუნდება და არც კაპელო ანჩელოტი და თანაშემწედ კონტე ან ფერარა აი ეს არის ჩემი პოზიცია.
ვენგერის მოსვლა და ამ საიტის განადგურება ჩემი ხელით ერთ იქნება
ეს იმიტომ ურჩევს , რომ მილანური კლუბები წამოეგონ და დაინგრნენ : D
რას ერჩი დათკა ვენგერს ვერ გავიგე…
აჰა კაცი ვენგერიო თქვა… მორჩა წავიდეს ეხლა მაროტა ინგლისში და როგორც უნდა ისე დაითანხმოს ვენგერი ჩვენთან წამოსვლაზე…