ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (მასკერანო, დე სილვესტრი, რობენი)

სენსაციური ინფორმაცია მოდის საფრანგეთიდან, როგორც ფრანგლი გამომცემლობა lestransferts.com იტყობინება, ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესებულია  რობენით, დე სილვესტრით და მასკერანოთი. ალბერტო აკულანი სავარაუდოდ დაბრუნდება ინგლისში, მიუხედავად იმისა, რომ მის კომენტარებში აშკარაა, რომ იტალიაში დარჩენა სურს. ასე რომ, ჩნდება ცენტრში პრობლემა და საჭიროა მისი გადაჭრა . ფრანგული გამომცემლობის თანახმად სწორედ არგენტინელი, მასკერანო შეასრულებს მის მოვალეობას. ასევე საჭიროა შეირჩეს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა და არ განმეორდის წინა ორი სეზონის კრახი. მომავალ წელს კი “იუვენტუსს” მხოლოდ გამარჯვება უნდა და სწორედ ეს ფეხბურთელები  უნდა გახდნენ გარანტი  გამარჯვებებისა, თვლის ფრანგული გამომცემლობა.

წყარო:tuttojuve

22 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (მასკერანო, დე სილვესტრი, რობენი)

  1. რობენში გრანდიოზული რაოდენობის ფულის გადახდა არ ღირს, სულ ტრამვირებულია ეგ კაცი, ფაიფურის ფეხები აქვს. დე სილვესტრის ყიდვა კი მაგარი იქნება. ძაან ნიჭიერი მცველია, სისწრაფე აქვს, ბეჭიც და პოზიციურადაც კარგია. ნაკრების კანდიდატია და თუ იყიდიან უკვე ნაკრების წევრიც გახდება. იმედია მარჯვენა კრაის პრობლემებს ეგ მაინც მოაგვარებს, თორე კალჩოპოლის მერე ნორმალური მარჯვენა მცველი არ გვყოლია: ძებინა, გრიგერა, კასერესი, ახლა ეს მოტა.

  2. რობენს არა მესის იყიდიან კიდე,ნუ რახან მაროტას რობენი უნდა მთლად მაგას ვერამარა სეილება გოგიტა გოგუა იყიდოს იმასაც შეთხელებული აქ თმები და ვიზულურად გავს,ისე ამ ინფორმაციას რო წერენ ბარემ ისეც მიუთითონ რით აპირებს რობენის ყიდვას?

  3. მასკერანო მელო მიდი მგონი საუკეთესო ვარიანტია
    რობეი უკომენტაროდ ბრიწყინვალეა მარა კრასიჩის კონკურენტი ქიენბა ამიტომ კრასიჩს ერთი სეზონი უნდა აცალონ
    დე სილვესტრი კაი მცველია მარა შეტევაში მოიკოჭლებს

  4. მასკერანო არა ის. ბარსას გამონაცვალი ფეხბურთელი რათ გვინდა. მაგას ბუსკეტსი ვერ ამოუგდია სასტავიდან. რობენი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში მაგრამ იტალიაში ცოდოა დაამტვრევენ სულ, ისედაც მიდრეკილია ტრამვებისკენ. დე სილვესტრი კიდე ვარსკვლავი არ არის და ჩვენ ვარსკვლავები გვინდა

  5. არადა რიბერს უფრო უყვარს ხოლმე ბურთის თრევა

    რობენი ძალიან ძალიან მაგრად მევასება , მაგრამ მისი ტრავმიანობა დიდი პრობლემაა ნებისმიერი გუნდისთვის და მითუმეტეს იტალიაში ხო წარმოგიდგენიათ რას უზამენ

  6. იღადავეთ თქვენ და რობენი ძალიან ახლოს არის ბაიერნის დატოვებასთან.
    კლუბში დაეძაბა მდგომარეობა. მაინცდამაინც პასის კეთება არ უყვარს და რიბერი და სასტავი უტრაკებს ხოლმე გასახდელში.

    იუვეს სტილი მაინც არ არის ბურთის ფლობა და მოვიდეს, ასეთი ტეხნარი ხალხი გვჭირდება.

    1. კი ძმა მოვიდეს მაგრამ იუვეში მოვა? ჩელსი სვავიით არის და ფულიანი გუნდები. ჩვენ აგერ ჰერნანდესით ციგლერით და ეგეთებით გაძლერდებით. ფუ ბლიიინ

        1. ღმერთმაც ქნას ძმა, მეც ეგ მინდა. ბოლო ბოლო ჩემპიონობა მომენატრა რა:( სხვის ფინალებს ვუყურებ და სხვის ზეიმს რა. ჩემები კიდევ თავდახრილნი გადიან და გაიძახიან მომავლის გუნდი ვართო. ალექს ვენაცვალე რა, იუვესთან ერთად კიდევ 1 სკუდეტოს მოვიგებ და მერე წავალო. ბებერი ლომია ეგ. ალეეეეეეეეეეეეეექს როცა ძირითადში ხარ თამაშის მოგების იმედი ბოლო წამამდე მაქვს!!! ცოცხალი ლეგენდა!!!! პინტურიჩიო გაუჩო კიდევ ბარეორს გაურჭობს:D დხახახააა:D

  7. არადა მესი იუვეში და მომავალ სეზონში სკუდეტოს ატრივით მოვიგებდით : D მაგრამ … ჩვენ გვყავს მარტინესი და დაველოდოთ მეგობრებო … რა იცი და რა ხდება

    :mrgreen:

  8. მოკლედ იუვეს კრახის გამადკიდე გაზეთებს საჭორაო თემა არ ელევათ რა. მალე მესის და რონალდოს დაგვიკავშირებენ და იტყვიან, ჯუზეპე პანკარო და დარიო ჰუბნერი ფეხბურთს უბრუნდებიანო:mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.