ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერი მიდის – ვან გაალი მოდის?!

გუშინდელი ყაიმის შემდეგ, “იუვენტუსი” საბოლოოდ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. საშინელი სეზონის ბოლოს კი ლუიჯი დელ ნერი სავარაუდოდ დატოვებს თავის თანამდეობას . სავარაუდო მემკვიდრედ კი ლუი ვან გაალი სახელდება . იტალიაში გავრცელებული ხმების თანახმად მოლაპარაკება უკვე დაწყებულია ჰოლანდიელ სპეციალისტს და ბეპე მაროტას შორის, ამ ინფორმაციას  Il Corriere Dello Sport აქვეყნებს . საბოლოოდ გამოირიცხა ვალტერ მაცარის კანდიდატურა, რადგანაც მაროტასა და მაცარის შორის შარშან მცირე კონფლიკტი აღინიშნებოდა. ასე რომ, ვან გაალის გარდა კიდევ ვილაშ ბოაში დარჩა.
წყარო:juvemania

75 thoughts on “დელ ნერი მიდის – ვან გაალი მოდის?!

  1. აუ ისე ამ ჟურნალისტების გადამკიდე დაიბნევა კაცი რააა
    უკვე აღარ ვიცი რომელი მწვრთნელი გვჭირდება

  2. ბარსელონა მზადაა ბასტოსისთვის ებრძოლოს იუვეს…
    ეგეც უკვე გაფორმებული და “ჩვენი” ბასტოსი

    1. იტალიის სუპერ თასი არის, როცა ქვეყნის ჩემპიონი, ანუ სერია ა-ს გამარჯვებული ეთამაშება იტალის თასის მფლობელს… ვინც გაიმარჯვებს ის ხდება ქვეყნის სუპერ თასის მფლობი… თუ იტალიის ჩემპიონიც და თასიც ერთი და იგივე გუნდმა მოიგო, მაშინ სუპერ თასის გამარჯვებულადაც ავტომატურად ითვლება ის გუნდი…

  3. ვანგააალი არის ძალიან ძლიერი ტრეინერი მარა ბაუერნმა ამის წასლის მერე დაიწყო მოგებები და რატო ვერ გავიგე ჯერ ბოაში მერე ვან გაალი

    1. იმიტო ძმაო რო ვანგაალის დროს ტრამვები ქონდა მთელ გუნდს და არ დაელოდნენ მაგიტომაც გააგდეს

  4. მეეჭვება ვაანგაალი დანიშნონ, ჰოლანდიელის სათამაშო სტილიდან გამომდინარე მოუწევს იუვეს მინიმუმ 11 ახალი ფეღბურთელის ყიდვა რაც ამ ეტაპზე სრული უტოპიაა

  5. რავიცი ჩემი აზრით ძმებო სულ ახალადაა დასაწყობი გუნდიც და მწვრთნელიც ბოლოს და ბოლოს ხო უნდა გვეღირსოს ცამოყალიბება მე იმის დედაც ვატირე ვინც გადაგვაგდო სერია ბ ში მაშინ

  6. არ ვიცი რა, ვფიქრობ… ბოაშს ვანგაალი ხოარ ჯობს, თუ მაინცდამაინც ამ ორს შორისაა არჩევანი…

  7. მეე ძაან დიდი იმედები მაქვს მომდევნო სეზონის თითქმის დარწმუნებულივარ აგუერო და პასტორე გადმოვლენ ბასტოსი და ბეკი ჩვენები არიან მაგარ კამანდას დააყენებენ მთავარია მელო არგაუშვან

  8. 15 მილიონი გამოსყიდვას ჭირდება მემგონი … ხელფასის სახით 15 ბოაშისთვის ნამეტანია : D მაგდენი მაურინიოს არა აქვს რეალში

    1. ნახევარს ალბათ ბენფიკას მიცემენ.. რადგანაც წინა კომენტარებში ბოაშმა თქვა რომ თუ ჩემი წაყვანა გინდათო ფულის გადახდ ამოგიწევთო.. 15 მილიონის რაგაც ნაწილს ბენფიკას მიცემენ რაღაც ნაწილს ბოაშს

      1. პორტოშია ბოაში

        კონტრაქტში დევს პუნქტი , რომ წასვლის შემთხვევაში 15 მილიონის გადახდა მოუწევს , ხოდა ამ თანხას დაუფარავს ის ვისაც სურს თავისთან მისი ხილვა

  9. მოიცა ვისთვის ამზადებენ 15 მილიონ ხელფასოო? ბოაშისთვის ესენი ხოარ გადაირივნენ???

      1. არა ძმაო ყველაზე მაღალი ხელფასი მაურინიოს აქვს 11 მილიონი სკოლარის თუ არჩავთვლით 15 ბევრია ახალგაზრდაა და გამოგვადგებააა??? როვერ გაამართლოს

      2. 12-ზე ცოტა მეტი აქვს მაურინიოს რეალში… მაგრამ ის მაურინიო იყო და ბოაშს ჯერ მაგდენი არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს მოსწავლეა… არ მჯერა მაინცდამაინც, რომ მაროტა მწვრთნელს 15 მილიონს გადაუხდის ხელფასს…

        1. მეც მაგას ვამბობ ძმაო და გინდ ძალიან მაგარი იყოს იუვეს არაქვს მაგდენი ფულირო მწვრთნელში 15 ლიმონი გადაიხადოს ყოველ წელს

  10. ვან გაალი და ბოაში სერია ა-ში გამოუცდელები არიან… მაგრამ სერია ა-შ “გამოცდილ” მაცარის ყველა მირჩევნია რატომღაც… იგივე დელნერის დატოვება ჯობს მაცარის…და კარგია თუ მართლა გამოირიცხა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.