ტურინში დირექტორთა საბჭო შეიკრიბა
დღეს გალილეო ფერარისის ქუჩაზე ხალხმრავლობაა. “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. განიხილება და დამტკიცდება სამწლიანი გეგმა,ივნისის ბოლოს საბჭო კიდევ ერთხელ მიუსხდება მოლაპარაკებათა მაგიდას, ხოლო აქციონერთა ანსამბლეა ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. დღეს დღის განრიგში სპორტული საკითხების განხილვა არ შედის, საუბარი მხოლოდ ფინანსურ დეტალებსა და კლუბის მომავლის ეკონომიკურ მხარეს შეეხება. ცნობილია, რომ ბლანი მის მიერ დაკავებულ ორივე თანამდებობას დატოვებს, მაგრამ ამავდროულად სტადიონის მშენებლობის ბოლომდე მისაყვანად ადმინისტრაციულ საბჭოში დარჩება. ჯონ ელკანმა უკვე გაახმაურა ახალი ამბიციური პროექტი, რომელსაც კლუბი ოქტომბრის ბოლოს განიხილავს . კლუბის მიერ განცდილი 60 მილიონიანი ზარალი ბიუჯეტის გაზრდის პროექტის ხარჯზე დაიფარება. თუმცა ამ პროცესის განხორციელებას ბიუროკრატიული საკითხებისა და ოფიციალური ფორმალობების გამო საკმაო დრო დასჭირდება. საჭირო თანხის ზუსტ ოდენობა კრება განსაზღვრავს. ოფიციალური წყაროებით (როგორც ეს კრების დაწყებამდე გახმაურდა) საბჭო ჩვენი დროით დაახლოებით ერთი საათის წინ უნდა დაშლილიყო. საინფორმაციო საშუალებები დასკვნითი კომიუნიკეს მოლოდინში არიან.
ბეკზეც იუვენტუსი წერია ვიკიპედიაში