ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანიმ ტრავმა მიიღო

ლუიჯი დელ ნერიმ შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს პარმასთან მატჩამდე.საუბარია ალბერტო აკვილანიზე, რომელმაც დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის არეში ტკივილები იგრძნო.ნახევარმცველის მდგომარეობა ხვალ შეფასდება.სხვა დანაკარგებს რაც შეეხება, მილოშ კრასიჩი და კლაუდიო მარკიზიო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.კლუბის ლაზარეთში კი ამ ეტაპზე სისოკო, მარტინესი, კუალიარელა და რინაუდო რჩებიან.წინასწარი ვარაუდით დელ ნერი მოედნის ცენტრში ჯანდონატო – მელოს დუეტს დააყენებს.

წყარო : Football-Italia

28 thoughts on “აკუილანიმ ტრავმა მიიღო

  1. ეხლა პირლოს კომენტარი წავიკითხე იუვესთან კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია მაგრამ თუ არ გამიხანგრძლივებენ არავის ექნება უფლება მოღალატე დამიძახოს იქ წასვლისთვის რადგან 4 წელი კიდე მინდა ვიასპარეზო უმღლეს დონეზეო… და კიდე არაბების შემოთავაზება იყო მარა მე აქ მირჩევნია რადგან თასების მოგება კიდევ მინდაო…. ანუ არც უარყო და არც კი თქვა რაა.. აშკარაა ხალხს ამზადებს წინასწარ შეიძლება იუვეში წავიდეო…. :mrgreen: და კიდევ მილანს საერთოდ არ შემოუითავაზებია კონტრაქტი თორემ ფული ჩემთვის არაფერიაო….

    1. პირლოს გადმოყვანა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ძნელია დაემშვიდობოს გუნდს, რომელთანაც საუკეთესო წლები აკავშირებს… ასე, რომ მილანი თუ ელემენტარულად ნებისმიერი სახის კონტრაქტს მაინც შესთავაზებს, დათანხმდება… როგორც ალექსი იუვეს დათანხმდა.
      ჩვენში დარჩეს და მილანისგან გაშვება ასე თავისუფალ აგენტად უმადურობა იქნება პირლოს მიმართ… მითუმეტეს მილანში ფეხბურთელებს აფასებენ… ვნახოთ…

        1. მაგდენი იტალიური იცი? :shock: მშვენიერი ინტერვუა მარა ინგლისურ სივრცეში მაინც უნდა გაჩნდეს რო ვთარგმნო. ვნახით აბა არ მინდა გუგლ თრანსლეითით ცოდვილობა…

          1. ტუტო იუვეზეა კი და არ უნდა მაგ კაცს აშკარად მილანიდან წასვლა… როგორი რომაელიც აკვილანია გულით, ეგეთი მილანელი დარჩება პირლოც…

          2. გუგლ თრანსლეითით ვთარგმნი ხოლმე…ისე იტალიური მიუხედავად დიდი სურვილისა არ ვიცი… :mrgreen:

  2. arseni

    მერე ფეხბურთელს რომელსაც შანს მოგცემენ ბოლომდე არ უნდა დაამტკიცო საკუთარი კლასი ? კუალიარელაც ნათხოვარია ეგრე , მაგრამ დაამტკიცა რომ გამოსყიდვის ღირსია და დაიტოვებენ კიდევაც და ამან ეს ვერ დაამტკიცა …

  3. იუვეს შუა ხაზი კიევოსთან “პრახადნოი დვერი” იყო … ეხლა მარტო მელოს მოუწევს ბრძოლა რადგან ჯანდონატოს პარმელები ვფიქრობ ადვილად მოერევიან … ნახევარმცველების კატასტროფული დეფიციტის ფონზე ჯობია დელ ნერიმ დელ პიერო უკან დაწიოს და ორი ფორვარდი გამოიყვანოს (მატრი-ტონი) … შეუტიოს რა … რა აქვს დასაკარგავო ოჯახაშენებულს

    1. უმუღამოდ თამაშობს იმიტომ რომ არ არის გუნდის წევრი … ინათხოვრეს გამოიყენეს და გადააგდებენ ეხლა

    1. 40 200 კაცი დაეტევა პირველად ვერსიით, ნუ რო აშენდება მერე უფრო გამოჩნდება : ) სახელს რაც შეეხება სავარაუდოდ – ჯანი ანიელის სახელობის იქნება, იუვეს ლეგენდარული პრეზიდენტის

  4. ეს მიხვდა ეხლა, რომ აღარ აპირებენ ჩემს გამოსყიდვასო და მოიმიზეზა რაღაც სავარაუდოდ… შეიძლება კაი ფეხბურთელია, მეტის ღირსია და მეტიც შეუძლია, მაგრამ ამ ფორმაციის იუვენტუსსში არ ან ვერ აკეთებს არაფერს და ვერაფერს… მისდა და ჩვენდა სამწუხაროდ…

    1. ძაან მაგარი იქნება ეს სტადიონი რაა…. ზოგი ამბობდა ვერ დამთავრდებაო.. აგერ ამ სურათზეც ჩანს გაზონის დაგება და პატარ პატარა სამუშაოებიღა დარჩა და მორჩება…

      1. არადა ცუდი ნამდვილად არაა, მაგ ეპიზოდში კიევოსთან გაგდებას არ იმსახურებდა : ) პრიმავერას კაპიტანია თუ არ ვცდები..

        1. არა ცუდი არ არის მჯერა რო როგორც მარკიზიო ისე გამოგვადგება ესეც : )) ძაან ნიჭიერი ფეხბურთელია, უბრალოდ ახალგაზრდაა და ემოციებს ვერ გაუძლო იმ მატჩში :) ეგ კი არა ვან ბომელი და ეგეთი ძაღლი ფეხბურთელები ვერ უძლებენ ემოციებს :))

          ვაფშე ის ბონიპერტი არ გააგდეს ? :D null

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.