გილოცავთ!
ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας – ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე – 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამკტიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაქებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას გამნარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.
ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული (მათ.4:18). ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.
გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში (სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღესრულა წმინდა გიორგი). შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქედან ედესაში (ქ. ურფა, თურქეთი). გ.36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინეპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქოსამოცდაათაგანი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში(დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.
მეორე მისიონერული მოგზაურობისას მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამოდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე(იმ ადგილს დღესდღეობით წმ. ანდრიას კონცხი ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ბალოხისტანი)- ახლანდელი პაკისტანი–ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით სირიული ტექსტებიდან, პირველად იხილა რა წმინდა ანდრიამ ეს ხალხი შეშინდა, თუმცაღა შემდგომ მიხვდა რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. შემდგომ, სირიული წყაროები მოგვითხრობს რომ წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე სამარკანდი და ბუხარა). ბოლო დრომდე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა – რანაირად შეეძლო მოციქულის ამხელა გზის გავლა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აბრეშუმის გზას ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურაზიაში, თუმცაღა კონკრეტული მასალები ჩვენამდე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს რომ არსებობს სამი სხვადასხვა წყარო რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ ჩინეთსა, ცენტრალურ და ამოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე სირიიდან ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც რუსეთისტერიტორიაზე ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყოო ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, სკვითებისა და მასაკების მიწაზე(ტერიტორია მონგოლეთს, ყაზახეთსა და ალტაისშორის საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები). ასევე არსებობს გადმოცემა რომ წმინდა ანდრიმ იქადაგა ალტაიში საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემართა ქურთისტანში სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქედან კი დაბრუნდა იერუსალიმში.
გადმოცემას თუ დავუჯერებთ ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ.49 წელს. აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას როგორც ცნობილია წილად ერგო: ვიფინია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე – სიბას ოაზისში, მაროკო, მავრიტანია, მალი დანიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების(ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა ანტროპოფაგების(კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში(ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო) და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად მატათა მოციქული მოიხსენიება(შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). მატათა მოციქული კი როგორც ცნობილია რომ გაემგზავრა საქართველოში, ხოლომათე მოციქული კი ალექსანდრიასა და ეთიოპიაში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს რომ ”კაციჭამიების ქვეყანა” მართლაც არსებობდა შავ ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში – სინოპის რაიონში (ჩრდ. თურქეთი). აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი ”მეორე ეთიოპია”, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთავარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მინათლა. იქედან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა რომ დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის საბოლოო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქედან გადავიდაყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმშისევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან სადაც ახლა დგას კიევი უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით სადაც დღესდრეობით იმყოფება მოსკოვი , ნოვგოროდი, და ლადოჟის ტბის მიმართულებითვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ იქედან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა დასლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში სადაც მან დაყო ოცი წელი. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში,მაკედონიაში, ეპირში, თესალია, ლამია, ლუტრაკიონსა და კორინთეში.
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა გ.62 წელს.
წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, გ.62წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ.357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა 1964 წლამდე. დღეს-დღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის – ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში , ხოლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრმლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით
გილოცავთ!
მადლობთ ვრცელი ინფორმაციისთვის, გილოცავთ ყველას მრავალს დაეწარით!
gilocavt
ყველას გილოცავთ, მრავალს დაესწრიით