ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლექსი იუვენტუსზე

ქართველი იუვენტინოს შედევრი …

დრო მოვა და კვლავ დადგება
ნერ–აძურის გლოვის ზარი.
მას მიყვება როსო–ნერი
და დადგება ჩვენთვის დარი.
ამისათვის საჭიროა
შევინახოთ მშრალად კარი,
დავამარცხოთ ჯალო–როსი,
ლაციო და FC ბარი.
მაროტასტვის თუ გექნებათ,
გთხოვთ ასესხოთ 2 ლარი,
თორემ ჩვენთვის ტრანსფერებზე
იკეტება ყველა კარი.
კრასიჩმა თქვა მოედნებზე,
ამოსულა თურმე ნარი,
ვეღარ დაჰქრის ბურთიანად
ძველებურად როგორც ქარი.
არც მორატი დაგვავიწყდეს
ეგ ბებერი მათხოვარი.
ერთი სადმე შემახვედრა,
რომ ვადინო ცხვირით ძმარი.
ანიელის აღარა აქვს
თურმე რეალობის ზვარი,
და სიზმარში უყიდია
პასტორე და ნეიმარი.
დელ ნერი ხომ ჭკვიანია,
როგორც კასპაროვი გარი.
მისთვის 4–4–2
„ვინუჟდენი“ სქემა არი.
მოდით ასე დავამთავრებ,
თუმც სათქმელი კიდე არი.
რომ გითხარით მაროტასთვის
ააგროვეთ 2 ლარი
ზემო თქმულში არ დავხარჯე
მე სიტყვები საქებარი,
მაგრამ ახლა გადავხედოთ
თუ რამე გვაქვს საფიცარი.

პირველ რიგში ალესანდრო,
ჩვენი დიდი კაპიტანი.
ბურთს მიიღებს და ეცემათ,
მეტოქეებს შიშის ზარი.

მერე რა რომ ასაკშია,
გულში მაინც არ აქვს ბზარი.
მის დრიბლინგებს და ჯარიმებს
რაღად უნდა კომენტარი.

ჯან ლუიჯი, სუპერმენი,
გოლკიპერის ხაზზე მდგარი.
სისხლის ბოლო წვეთსაც დაღვრის
და დაგვიცავს როგორც ფარი.

დაუხვდება ღირსეულად,
რომც დაესხას თავზე ჯარი.
ბიანკონერს ბუფონი ჰყავს,
რომ დაურჩეს მშრალად კარი.

სიმპო ჯორჯო კიელინი,
დაცვის ცენტრის ჯადოქარი.
გლადიატორს ეძახიან,
არის დიდი მეომარი.

სამი გოლიც რომ გავუშვათ,
მაინც არის მომღიმარი.
მისნაირი ფეხბურთელი
სანთლით არის საძებარი.

მილოშ კრასიჩ ისე დაჰქრის,
ვერ ეწევა ვეღარც ქარი.
ალესანდრო მიტრა–მატრი
goldman from the Cagliari.

ფაბიო კვალიარელა,
ამოუვსო ყველას კარი.
უცაბედად დაიჩეხა
და დაიწყო ეს კოშმარი.

მარკიზიო, აკვილანი,
მომო, მელო და სტორარი,
დე ჩელიე და ბონუჩი
არ მინახავს უქმად მდგარი.

ავტორი : BuFFoN. . . ! ! !

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jibojuve
13 years ago

ვა შენ გაიხარე ჯიგარი ხარ ძმაო მაგარი ლექსია
საღოლ საღოლ საღოლ

BIANCO
13 years ago

საღოლ მაგარია ……..

ma_x_ara
13 years ago

:D :D :D ოთხიგინალურია :D

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x