Promoesport : ” მელოს მომავალი იუვენტუსია ! ”
კომპანია Promoesport – ის განცხადებით , რომელიც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის და მათ შორის ფელიპე მელოს ინტერესებს იცავს , ბრაზილიელი საყრდენი ტიპის ნახევარმცველი საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლას და საჯაროდ უარყოფს მისი აგენტის სიტყვებს , რომ თურმე სელესაოს წევრს თვალი პრემიერ ლიგისთვის დაუდგამს . შეგახსენებთ , რომ მელოს შესაძლო წასვლაზე , მისი აგენტის სიტყვები გამოაქვეყნა შემდეგმა ვებ პორტალმა – sport.co.uk. ” ფელიპე საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლაზე , მას აქ ყველაფერი აკმაყოფილებს . მელოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც პარტნიორებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან , ისე გულშემატკივრებთან . ხოსე როდრიგესმა , ფეხბურთელის აგენტმა , უბრალოდ ის განაცხადა რომ თუ გარკვეული მიზეზების გამო მის კლიენტს მოუწევდა იტალიიდან აბარგება , კარიერას ნისლიან ალბიონზე განაგრძობდა . ინტერვიუ რომელიც გამოქვეყნდა საიტზე sport.co.uk – არის სისულელე და მასში არ ფიგურირებს სიმართლის მარცვალი . მელო კონცენტრირებულია მხოლოდ იუვენტუსზე ! – სწორედ იუვენტუსია მისი მომავალი ” .
წყარო : Calciomercato
თუ ვინმეს ოდნავადაც ჯერა რომ მელო სადმე წავა ძალიან ცდება :smile:
ამას იმიტომ კი არ ვამბობ რო მე მომწონს იმიტომ რომ გუნდის ერთ ერთი მთავარი ნაწილია და ამას ხელმძღვანელობაც ხვდება !!!!!
მელოს გასაშვებად არ ვთვლი … აშკარად იგრძნობა რომ მას მეტის გაკეთება შეუძლია მოედანზე
მოკლედ მაგარ რეკლამას იკეთებს ეს ხისთავიანი……..წადი რა თუ მიდიხარ რა თავს იფასებ ვის რა ჯანდაბად უნდიხარ…….. ეს ისეთი ტლუა დებილების შეჯიბრში რომ მიაღებინო მონაწილეობა იქაც ბოლო ადგილზე გავა
მელო არის უმაგრესი კაცი და მე მჯერა მისი თუ გუნდი ფეხზე დადგება მელოც ათამაშდება მაგრად
შენ გენაცვალე ფელიპე :*
ოფიციალური ინფორმაციის სუნიც არ დგას, ახლა იტყვიან კონტრაქტი გაახანგრძლივაო : |
პირლოზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის , არავინ არ იცის რა ხდება
http://www.youtube.com/watch?v=M640ENpISx8&NR=1 — ნახეთ რა კარგი ვიდეოა :)))
მელო მაგრად მევასება და პირლო მართალა გადმოვიდა იუვესი ტუ უბრალოდ ჭორი იყო?
ჩემი ლომკაციიიიიიიიიიიი , ცენტრის მამაა
ძლივს იპოვა საკუთარი თავი და ეხლა რომ ეს ინგლისში წავიდეს, მაგრად დაერხევა!
ძმა!