ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრიმავერა : “იუვენტუსი” 2-1 “ვარეზე”

მიუხედავათ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებისა, ახალგაზრდა ბიანკონერები მუშაობას არ წყვეტენ.”რვათა ფინალში” გასვლის შემდეგ, ჯოვანი ბუკაროს შეგირდები გამარჯვებების სერიებს აგრძელებენ.

პრიმავერამ ჯილიოს მემორიალის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, პიაჩენცაში გამართულ შეხვედრაში ტურინელებმა საკმაოდ უხერხული მეტოქე, “ვარეზე” დაამარცხეს.2-1 გამარჯვების შემდეგ ბიანკონერები ფინალში “ჯენოას” დაუპირისპირდებიან, მატჩი შაბათს გაიმართება.

გოლები ბიანკონიმ და მარჯოტამ გაიტანეს.შეხვედრაში მონაწილეობა კვლავ მიიღო პაოლო დე ჩელიემ.10 დღის წინ დე ჩელიე მოედანს დაუბრუნდა, გუშინ კი შესანიშნავად ითამაშა და ბიანკონიზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.შემდეგ კვირას, ახალგაზრდა ბიანკონერები ოსტუნში გასამართ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

წყარო : Juventus.com

3 thoughts on “პრიმავერა : “იუვენტუსი” 2-1 “ვარეზე”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.