“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია!
იტალიური გრანდებისათვის სეზონი მეტ-ნაკლები წარმატებით სრულდება. მაგალითად, “მილანს” გაუმართლა, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ჩემპიონიც გახდა, აი “იუვენტუსი”…
გუნდმა “ევროპის ლიგაზე” გასვლის შანსებიც კი ფაქტიურად დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობის უშუალო კონკურენტებთან ურთიერთდაპირისპირებებში რადიკალურად განსხვავებული სურათია. თუ პირველი შვიდეულის ურთიერთშეხვედრების მიხედვით დავთვლით ქულებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემპიონი რეალურ სატურნირო ცხრილში სწორედ მეშვიდეზე მყოფი “იუვენტუსია”.
თავად განსაჯეთ, ამ შესანიშნავი შვიდეულთან ჩატარებულ 11 შეხვედრაში გუნდმა 20 ქულა აიღო. აქედან ექვსი მატჩი გასვლაზე იქნა ნათამაშები, სადაც “ბიანკონრებმა” 12 ქულა მოაგროვეს. შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია. მაგრამ აუტსაიდერებთან ნაჩვენებ შედეგს მხოლოდ ერთი სიტყვა თუ დაახასიათებს – “კატასტროფა”. 37 ქულა 25 შეხვედრაში! “ლაციოს”, “მილანის”, “ინტერის”, “უდინეზეს” და “რომას” დამამრცხებელმა “იუვემ” შეძლო და “ლეჩესთან”, “პარმასთან” და მეტიც, “ბარისთან” წააგო. აღარაფერს ვიტყვი უაზროდ დაკარგული ქულებსა და ბოლო წუთს გაშვებულ გოლებზე.
ახლა “სკუდეტოს” მფლობელ “მილანს” შევხედოთ. 59 ქულა 25 შეხვედრიდან სწორედ ამ აუტსაიდერებთან! ეს “იუვეს” შედეგს იმავე კომპონენტში 22 ქულით აღემატება! რაც შეეხება “ლაციოს”, დედაქალაქელებმა გრანდებთან 12 შეხვედრაში სულ რაღაც 11 ქულა აიღეს. “არწივები” ბრწყინვალედ ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი უშუალო კონკურენტების კი არა, აუტსაიდერების დამარცხებაა.
ამ საოცრად უცნაური და პარადოქსული ფაქტების ანალიზი თქვენთვის მომინდია. რისი ბრალია ეს, უპასხისმგებლობისა თუ დელ ნერის შეცდომების, ქვემოთ განსაჯეთ…
სტატია მოამზადა ადამ შიმემ…
Nachke
კარგი სტატია…
ამ იუვეს ჰქვია ‘დიდთან დიდი პატარასთან პატარა’
დელ ნერის ბრალიცაა და ფეხბურთელების უქონლობის, აბა ტო გუნდმა კიევოს გაუტანა გასვლაზე და დაცვაში ჩაჯდა, ორივე თავდამსხმელი მოხსნა მახსოვს
მოტა გასაშვებია ან ბეკი ან უნდა დააბრუნონ ის ურუგვაელი კასერესიიი
აუ ბეკზე რა ისმის ? ოფიციალურზე ვერ ვნახე :X
ვიკიპედიაზე როგორც პირლოზე ბეკზეც იუვენტუსი წერია :))
მართლა გაიხარე მეგონა დე ჩელიე სასტავიდან ამოვარდებოდა ბასტოსის შემდეგ ამ შემთხვევაში არ მინდოდა ბასტოსი მოსვლააა. დარწმუნებული ვიყავი პირლოზე რო ჭორი იყო შანსი არაა მაგი არ წამოვა მილანიდან და არც მილანი გამოუშვებდა ასე უბრალოდ პირლოა თორე სისოკო ხო არააა
აჰა პასპორტიღა აშორებს ბასტოსს იუვესგანო რომელსაც რამოდენიმე კვიირაში უეჭველი მიიღებსო…