ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია!

იტალიური გრანდებისათვის სეზონი მეტ-ნაკლები წარმატებით სრულდება. მაგალითად, “მილანს” გაუმართლა, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ჩემპიონიც გახდა, აი “იუვენტუსი”…

გუნდმა “ევროპის ლიგაზე” გასვლის შანსებიც კი ფაქტიურად დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობის უშუალო კონკურენტებთან ურთიერთდაპირისპირებებში რადიკალურად განსხვავებული სურათია. თუ პირველი შვიდეულის ურთიერთშეხვედრების მიხედვით დავთვლით ქულებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემპიონი რეალურ სატურნირო ცხრილში სწორედ მეშვიდეზე მყოფი “იუვენტუსია”.

თავად განსაჯეთ, ამ შესანიშნავი შვიდეულთან ჩატარებულ 11 შეხვედრაში გუნდმა 20 ქულა აიღო. აქედან ექვსი მატჩი გასვლაზე იქნა ნათამაშები, სადაც “ბიანკონრებმა” 12 ქულა მოაგროვეს. შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია. მაგრამ აუტსაიდერებთან ნაჩვენებ შედეგს მხოლოდ ერთი სიტყვა თუ დაახასიათებს – “კატასტროფა”. 37 ქულა 25 შეხვედრაში! “ლაციოს”, “მილანის”, “ინტერის”, “უდინეზეს” და “რომას” დამამრცხებელმა “იუვემ” შეძლო და “ლეჩესთან”, “პარმასთან” და მეტიც, “ბარისთან” წააგო. აღარაფერს ვიტყვი უაზროდ დაკარგული ქულებსა და ბოლო წუთს გაშვებულ გოლებზე.

ახლა “სკუდეტოს” მფლობელ “მილანს” შევხედოთ. 59 ქულა 25 შეხვედრიდან სწორედ ამ აუტსაიდერებთან! ეს “იუვეს” შედეგს იმავე კომპონენტში 22 ქულით აღემატება! რაც შეეხება “ლაციოს”, დედაქალაქელებმა გრანდებთან 12 შეხვედრაში სულ რაღაც 11 ქულა აიღეს. “არწივები” ბრწყინვალედ ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი უშუალო კონკურენტების კი არა, აუტსაიდერების დამარცხებაა.

ამ საოცრად უცნაური და პარადოქსული ფაქტების ანალიზი თქვენთვის მომინდია. რისი ბრალია ეს, უპასხისმგებლობისა თუ დელ ნერის შეცდომების, ქვემოთ განსაჯეთ…

სტატია მოამზადა ადამ შიმემ…

79 thoughts on ““იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია!

  1. აბა წარმატებები ნაპოლისთან.. მილანი ჩემპიონია უკვე ეხლა მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო! დროა იტალიის გუნდებმა ისევ გაიბრწყინონ ;-)

  2. აა გრანდებთან შეხვედრის პონტში არის ჩემპიონი :) :) ისე მილანმა ინტერი და ნაპოლი, ცოტა ზრდილობიანათ რო ვთქვათ გააუპატიურა :D :D

  3. მითუმეტეს 9 თუ 10 წელი გაატარა მილანში და ეხლა იუვეში :( მე კი უფრო პერსპეკტიულ ფეხბურთელს ვიხილავდი მელოს მეწყვილედ….რო კითხო იუვეს ხელმძღვანელობას ახალგაზრდებს დაეძებენ..მასე თუა რო 31 პირლოს ყიდულობენ ტრეზეგე რატომ გაუშვეს კი მართალია მასაც დიდი ასაკი ჰქონდა მაგრამ კიტაიას და ამირანას ცალი ფეხითაც აჯობებდა :D მოკიდეს ხელი და გააგდეს :(

    1. როგორც 36 წლის დელპო გვადგება ისე გამოგვადგება, ტვინი არ ბერდება მით უმეტეს 31 წლის ასაკში : )

  4. აკუილანის გამოსყიდვის მიზეზს ვერ ვხედავ, არაფერი გაუკეთებია სექტემბრის შემდეგ, გაწელ გამოწელე ოქტობერშიც იფაფხურა

    16 მილიონი სისულელედ მიმაჩნია ამ ეტაპზე აკუილანიში

  5. ეჰ ლივერპულსაც კი ეშველა და ჩვენ :( როდის გაგვახარებს იუვე :( რამდენი ხანია არაფერი მოუგიათ თასის დაჯერაც დავიწყებული ექნებათ ალბათ :D

  6. კი “ჩემპიონია”, იმ პონტში. როგორ მეგონა “სან სიროზე” მოგების შემდეგ …………. მეშვიდე ადგილი.

  7. მე არც დელ ნერის წასვლა მეწყინება და არც დარჩენა…მაგრამ აქვილანის დარჩენა გამაცოფებს :D აუ ნეიმარზე რატო აგარაფერს ამბობენ :( წაგვარტვა უკვე ბარსამ :@ :(

  8. იუვენტუსი არის რაღაც საოცრად უცნაური გუნდი რამდენ ძლიერ გუნდს მოუგეს და ვინებთან გაბანძდნენ ეს რაღა აუხსნელი რამააა

  9. :D აპა ჩვენ მგელს “მელოს” ხომ არ ვიტყოდი :D საყრდენი კიარა ზოგჯერ ბოლო მცველის პოზიციაზე არის ხოლმე ყველგან არის რა:D პეპე და მელო რო მოედანზე იხარჯებიან ისე სხვებიც რო იხარჯებოდეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა :D სიმპო ჯორჯო კიელინიზე და ჩვენ საყვარელ კაპიტანზე ცუდს არაფერს ვამბობ : ) კრასიჩი ფეთიანია რა ბურტს რო იგებს ხამივით ექცევა :D

    1. ჰოო მანამ ამას დაწერდი ქვევითა მესიჯზე მივხვდი რო ამას იტყოდი :-D ეეხ აკვიი მართლა ჩააგდო სეზონი, ართმევაზე ეგ არ ვარგია და მეთქი პასების მასტერკლასებს ჩაატარებს იუვეშიი.. მაგრამ ვერ ვნახე მაგის მასტერ კლასები : (((

  10. სუსტ გუნდებთან დელ ნერიმ უნდა მოიგოს თამაშები.. არავინ არ თქვას რო კვალიარელა გვაკლდა და იმიტომ ვერ ვიგებდით ლეჩეებთან და პარმებთან. სასაცილოა.

  11. რისი ბრალია და აუტცაიდერებს რომ არაფლად ვთვლით და სულ რო გვგონია რომ ადვილად დავამარცხებთ…ფაეხბურთელების უპასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი ნუ სადღაც 70% დალშე დელ ნერის 30% :(

    1. ფეხბურთელების პასუხისმგებლობის გაზრდა ვისი მოვალეობაა??? ან მაშინ მწვრთნელი საერთოდ რაში გვჭირდება?? იმისთვის რო 4-4-2 დააწყოს და მორჩაა :-D

  12. ეჰ, რა თამაშები და რა ემოციები ძმაო რა! ეს სეზონი ასე არ უნდა დამთავრებულიყო, რა გოლები ვთხლიშეთ და რა გოლები ვყარეთ….

  13. ნუ ნაპოლისთან თუ გავიმარჯვებთ (რაც ძალიან საეჭვოა აქედანვე) მაშინ შეიძლება ამ თეორიას მივაწვეთ და თავი დავიმშვიდოთ ოდნავ მაინც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.