“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია!
იტალიური გრანდებისათვის სეზონი მეტ-ნაკლები წარმატებით სრულდება. მაგალითად, “მილანს” გაუმართლა, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ჩემპიონიც გახდა, აი “იუვენტუსი”…
გუნდმა “ევროპის ლიგაზე” გასვლის შანსებიც კი ფაქტიურად დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობის უშუალო კონკურენტებთან ურთიერთდაპირისპირებებში რადიკალურად განსხვავებული სურათია. თუ პირველი შვიდეულის ურთიერთშეხვედრების მიხედვით დავთვლით ქულებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემპიონი რეალურ სატურნირო ცხრილში სწორედ მეშვიდეზე მყოფი “იუვენტუსია”.
თავად განსაჯეთ, ამ შესანიშნავი შვიდეულთან ჩატარებულ 11 შეხვედრაში გუნდმა 20 ქულა აიღო. აქედან ექვსი მატჩი გასვლაზე იქნა ნათამაშები, სადაც “ბიანკონრებმა” 12 ქულა მოაგროვეს. შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია. მაგრამ აუტსაიდერებთან ნაჩვენებ შედეგს მხოლოდ ერთი სიტყვა თუ დაახასიათებს – “კატასტროფა”. 37 ქულა 25 შეხვედრაში! “ლაციოს”, “მილანის”, “ინტერის”, “უდინეზეს” და “რომას” დამამრცხებელმა “იუვემ” შეძლო და “ლეჩესთან”, “პარმასთან” და მეტიც, “ბარისთან” წააგო. აღარაფერს ვიტყვი უაზროდ დაკარგული ქულებსა და ბოლო წუთს გაშვებულ გოლებზე.
ახლა “სკუდეტოს” მფლობელ “მილანს” შევხედოთ. 59 ქულა 25 შეხვედრიდან სწორედ ამ აუტსაიდერებთან! ეს “იუვეს” შედეგს იმავე კომპონენტში 22 ქულით აღემატება! რაც შეეხება “ლაციოს”, დედაქალაქელებმა გრანდებთან 12 შეხვედრაში სულ რაღაც 11 ქულა აიღეს. “არწივები” ბრწყინვალედ ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი უშუალო კონკურენტების კი არა, აუტსაიდერების დამარცხებაა.
ამ საოცრად უცნაური და პარადოქსული ფაქტების ანალიზი თქვენთვის მომინდია. რისი ბრალია ეს, უპასხისმგებლობისა თუ დელ ნერის შეცდომების, ქვემოთ განსაჯეთ…
სტატია მოამზადა ადამ შიმემ…
ბასტოსი და დე ჩელიე ერთმანეთთან მამენტ კავშირში არ არიან . ბასოტისი როგორც მარცხენა შემტევი ნახევარმცველი ისე მოგვყვავს
პირლოზე ჭორია
ბასტოსს ვენაცვალე მე და სხვა ასეთ ფეხბურთელებს, ვისაც მარტო ფული არ ანაღვლებს! ველქომ მიშელ
ძმებო მართლა ვითრიეთ ბასტოსი და პირლო თუ ჭორებია? ბასტოსი მაგარია მაგრამ დე ჩელიეც მაგრა მომწონს რა ეს ბიჭი ეგ ძირითადში მინდა რა მაგარი ბიჭიააა. აქუილანი არაა გასაშვები, ეგ ბენზემა ვინ ჩემი ფეხებიააა მაგარი სისულელე იქნება მისი მოყვანააა. ბოაში გაასწორებს რა. კონტესი და მაცარისა არ მჯერა ვერაფერიშვილი მწვრთნელებია ეგენიიიი. თუ ბოაში არ მოვიდა 3 ვარიანტია კაპელო,ანჩელოტი და ლიპიი.როდის მოვა ეს სატრანსფერო ფანჯარაააა.
მიშელ ბასტოსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იუვეში გადასვლის სურვილი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ამ ტრანსფერს მაროტა დიდი ხანია გეგმავს ფაქტობრივად ბრაზილიელი ვინგერი 2011-2012-წლის იუვენტუსის ერთ-ერთი ფეხბურთელი იქნება. გთავაზობთ ბასტოსის ექსკლეზიურ კომენტარს: “ცხოვრებაში დიდი წარმატებები მქონდა მაგრამ ეხლა დროა მოვიგო თასები იუვესთან ერთად. წინა წელსვე ჩემი დიდი სურვილი იყო გადავბარგებულიყავი ტურინში მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.” ამ კომენტარის შემდეგ და თუ ასევე იმასაც ვიტყვით რომ ბასტოსმა პასპორტთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა, უკვე 100% იუვე შემდეგ სატრანსფერო მარკეტის გახსნისთანავე ჩვენი კლუბის ახალი შენაძენი მიშელ ბასტოსი იქნება. აქვე გთავაზობთ ვიდეოს ფეხბურთელზე. http://www.youtube.com/watch?v=c8AFS1K0A7Q….. აჰა დათკა რაც შემეძლო დავწერე…
გავიფორმეთ ბასტოსი?
გილოცავთ ხალხნო ბასტოსის გაფორმებას რადგან დამიჯერეთ დღევანდელ დროში ძალიან ცოტაა ისეთი კარგი ფეხბურთელი რომელიც ყველაფერს დაიკიდებს იმისთვის რომ იუვეში ითამაშოს და ჩვენ, ცოტა არ იყოს გაპარტახებულ, გუნდში გადმოვა
ანი ბასტოსის ინტერვიუს დადებ ? ვერ გადავრთაგმნე ნორმალურად მე : D თუ გინდა აქ დადე კომენტარებში და გამოვაქყვენებ მერე
აუ მართლა კომენტარებში დავდებ იმიტომ რომ მიჩედავს სტატიის დადების დროს და მერე შენ სტატიად დადე კაი???
ოკ არაა პრობლემა
ბასტოსმა იუვენტუსში მოვდივარ თასებითვისო !!!
აი ძაან მაგარია ვიღაც წყვინტლიანებს არ გავს ბასტოსი რომ გამოდიან და იუვეს რომ სხვა ბანძ გუნდებს ანაცვალებენ ამ კაცმა თავიდანვე თქვა ჩემპიონთა ლიგა ნოლია ჩემთვის ოღონდ იუვეში ვითამაშოო და სიტყვაც აასრულა… საღოლ მომავალი წლიდან თუ აკვი არ დაიტოვეს ბასტოსად გადავაკეთებ ჩემს ნიკს…. :-P :-P აი საღოლ რაა მართლა გამისწორდა…
აეეე აუ ბასტოსი მიყვარს ეგ კაცი რაა იმენა ჯიგარი და ძაან მაგარი ფეხბურთელია…. გამოვიდა და თქვა იუვეში მივდივარ უკვე გადაწყვეტილიაო ეხლა ვკითხულობ მაგის კომენტარს ტუტოსპორტზე…. აი მიშელი მეორე კრასიჩია და ეგ ორი შემდეგ წელს ფლანგებს გადაუვლიან… საღოლ ესე თუ რამე გამამხიარულებდა და გამახარებდა მართლა ვერ წარმოვიდგენდი… ჯიგარი ხარ მიშელ რაა…
ბოლო პერიოდში პასტაიანა ეს პრობლემა გვაქვს : ( სუსტ გუნდებთან ასე უაზროდ ქულების კარგვა წარმატებას არც ერთ გუნდს არ მოუტანს! ისე მგონი იუვეს აუტსაიდერებთან კომპლექსი აქვს :D
აჰა ახლა დაიდო ზუსტად ლასტამპას ნიუსი.. იუვემ ბოაშზე გადაწყვიტა არჩევანის შეჩერებაო…. აუ იქნებ მართლა ითრიონ და გვეშველოს რამე ტოო… აუ როგორ მინდა მართლა ბოაში ითრიონ და შემდეგ წელს მართლა მოვიგოთ სკუდეტო….
მერე დადე
მგონი მაცარის კანდიდატურა აღარ იქნება რადგან რომა არის მაგრა დაინტერესებულიო და თან მართლა მაცარი მაროტას არ ევასება ასე რომ ან კონტე ან ბოაში ან ვანგაალი ასე რომ მე რავი სამივე გამისწორდებოდა… ტუ ტაქტიკური კუთხით შევხედავთ ბოაშია ყველაზე კარგი თუ მოტივაციის მხრივ კონტე და თუ გუნდის შენების კუთხით მაშინ ვანგაალი…
და არ არსებობს მწვრთნელი სამივერ ერთად რომ ქონდეს :D :D D:
არსებობს სახელად ლიპი ქვია… მარა ლიპიზე საუბარი არ მიდის საერთოდ….
milano პირლო რო მშვენივერად იყოს მილანში ეხლა ეს სასირცხვილო ინფორმაციები არ გავრცელდებოდა , რომ კლუბის დატოვებას აპირებს იმ მიზეზით რომ ხელმძღვანელობა არ სთავაზობს ახალ კონტრაქტს ხო კარგი თუ ეგრე გინდა ეგრე იფიქრე რომ იბრამ დიდი წვლილი არ შეიტანა მილანის ჩემპიონობაში . დაბალი კლასის გუნდებთან მილანსაც პრობლემები ექმნებოდა , მაგრამ იბრას ხარჯზე მაინც იღებდა ქულებს .პასის მიცემას რას გულისხმობ ? რომელიმე ისეთი პასი მისცეს რომ ცარიელ კარებში იტანდა იბრა ? ბევრი თამაშია სადაც იმენა მაგის გოლებით მოიგეთ , ინდივიდუალური ასპარეზობით და კლასნი გოლებით დაცვა კიდე ძლიერი ნამდვილად არ ჰყავდა მილანს წელს … განსაკუთრებით ფლანგები . აბატემ მოუტამა , მაგრამ ანტონი და… Read more »
არა ძმა, მე კი არ ვუკარგავ იბრას თავის წვლილს, შენ უკარგავ დანარჩენებს ;) 23 გაშვებული გოლი მილანის სუსტ დაცვაზე მიუთითებს? პასის მიცემაში იმას ვგულისხმობ რომ საგოლე გადაცემები გააკეთოს, ასეთი ნახევარმცველი არც მილანს არ ყავდა წელს და ამას თავდამსხმელები აკეთებდნენ, ხო გამართლებაზე კიდევ, კი მილანსაც ქონია ცუდი ტრანსფერები მაგრამ ასეთები მილანში იშვიათად ხდება, ეს კი იმაზე მიუთითებს რომ გალიანიმ იცის ვინ გამოადგება მილანს და ვინ არა
მილანი კაკას იბრუნებს იბრაგიმოვიჩი შეილება რეალში გადავიდეს და მაშის იუვეში ბენზემა მოვა
მე მგონია რომ ბენზემა არსენალში გადავა
დაველოდოთ ზაფხულს ;-)
არა დელ ნერი მე მილანთან და ინტერთან მოგებებს ვერ დავუკარგავ მარა სამაგიეროდ აუტსაიდერებთან აღებული 35 ქულის გამო კი უნდა აგინო კაცმა
არადა დელ ნერი არაა ცუდი ტრეინერი
” “მილანს” გაუმართლა, შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ჩემპიონიც გახდა” <– ეს წინადადება მითარგმნეთ რაა, შესანიშნავი თამაში აჩვენაო და თან გაუმართლაო და ეგ რაღაც ვერ გავიგე, რაც შეეხება იუვეს, ჭკვიანური ტრანსფერები გჭირდებათ, წელს იტალიაში ყველაზე მეტი იუვემ დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ, მთავარი ბევრის დახარჯვა კი არა სწორად დახარჯვაა, მოტათი და მარტინესით წარმატება ცოტა საეჭვო ფაქტია, იუვეს კარგი ცენტრალური ნახევარმცველი ჭირდება და მატრი-კვალიარელას გამოსყიდვა, თორე ეხლა რომ ბენზემა და ტევესი ორივე მოიყვანონ და პასის მიმცემი არავინ ყავდეთ ეგრე ვერც ეგენი იზავენ რამეს, აი ბანეგა, ლასანა, ფერნანდო მაგრები არიან და თან ისეთები როგორიც იუვეს ჭირდება (მილანისთვის კი მინდა ესენი მაგრამ იუვე კარგი გუნდია და… Read more »
რა ბანეგა რა ლასანა
ლასანა იუვენტუს რაში ჭირდება ? მელოზე ძლიერი არცერთი არაა … გუნდს პირლო ჭირდება
სამწუხაროდ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში სერიოზული პრობლემაა , ანუ ვგულისხმობ მოთამაშეს რომელსაც კარგი პირველი პასი აქვს და პლიუს ჩაშლაშიც კარგია
რაც შეეხება თავდასხმას … მემგონი მილანის გულშემატკივარი არ უნდა საუბრობდეს პასის მიმცემზე , როცა გუნდში იბრა ჰყავს , რომელმაც ფაქტიურად მარტო მოიგო სკუდეტო : D კი იყო ცალკეული მატჩები სადაც სხვებმაც იფრინეს , მაგრამ ეს იბრასთან შედარებით პერიოდული გამონათებები იყო … გაუმართლა მილანს , სწორად წერია , იბრას ტრანსფერმა გაუმართლა … დაითვალეთ ქულები რაც ამ ადამიანმა მარტო მოუტანა გუნდს
პირლო მილანშიც მშვენივრადაა. რა ლასანა, რა ბანეგა და ორივე მაგარია და პასიც იცის ორივემ და ჩაშლაც, შეგიძლია მიადევნო ორივეს თამაშს თვალი და დარწმუნდები, იბრას ტრანსფერი ჭკვიანური ტრანსფერია და არა გამართლება როგორც შენ უწოდებ, და საერთოდ გალიანიმ იცის ვინ უნდა იყიდოს,მანდ გამართლება არაფერ შუაშია, და კიდევ, იბრა იმისთვის იყიდეს რომ გოლები გაეტანა და სკუდეტო მოგვეგო, ასე რომ იმის თქმა არ შეიძლება იბრამ მარტო მოიგოო, (სხვათა შორის ბოლო ორი თვე, როდესაც გადამწყვეტი თამაშები იყო იბრას დისკვალიფიკაცია ქონდა)
ერთი თამაში გამახსენე სადაც მარტომ მოიგო, კი შეიძლება მაგისი გოლით მოვიგეთ მაგრამ გოლამდე პასი ხო მიცეს? დაცვამ რომ არ შეუშვა საჯარიმოში არავინ ეგ იბრას დამსახურებაა? აბიატიმ რომ სეივები აკეთა ეგ იბრას ხარჯზეა? სკუდეტო იბრამ კი არა მილანმა მოიგო
გუშინ წავიკითხე პირლოს ხელში ჩაგდების უმთავრესი კანდიდატები ჩელსი და მანჩესტერ სიტი არიანო … გაუჭირდებათ თუ რა? კაროჩე ამ სატრანსფერო ქაოსს ყურედღებას აღარ ვაქცევ … 1 სექტემბერს გავხსნი რომელიმე საიტს და გამოჩნდება ვინ სად გადავიდა და როგორ
ჩვენი საიტი რო გახსნა ვერ გაიგებ ?
ჩვენ საიტზე პირლოს უკვე ლამის იუვეს მაისური ჩააცვეს
სისულელეა , ყველა სტატიას წყარო უწერია ქვეშ , რომლის მიხედვითაც იდება მასალა
ყველაზე ოპერატიულად ნიუსი ქართული საიტებიდან , იუვეზე ჩვენთან იდება და ასეც იქნება მომავალში
დამაინტრიგებელი სათაური კი ქონდა ისე :D
და ჩემი პასუხი კითხვაზე თუ რატომ არის ეს ასე
კლასი გვაკლია !!!!!!!
რაც მრავალჯერ დამტკიცდა ამ წელს და რასაც ეს სტატია გვეუბნება
ისე ადმინ რამე გამოკითხვა რო გვქონდეს საიტზე კარგი იქნებოდა : )
მართალი ხარ ;-)
მერე კარგი ფსიქოლოგები დაითრიონ რას ერჩიან დელ ნერის :D
ისე ეხა რო უკვირდები დელ ნერი კაი ტაკტიკოსია მარა ცუდი ფსიქოლოგი
გაიხარეთ : ) გილოცათ დამსახურებულ 18 სკუდეტოს : )და ეყოთ ეხლა მილანურ კლუბებს 5 წელი ხო დომინირებით იტალიაში ხოდა 2011/2012 წელი უკვე ჩვენი ტრიუმფით დამთავრდება : ) აი 3 გუნდი რო გავა იტალიიდან ლიგაზე მერე მოიფხანენ თავს და გამოცოცხლდებიან :D
დელ ნერიც და ნახევარი შემადგენლობაც გასაყრელია გუნდიდან, ესენი ვინ არიან,მაზიზღებენ იუვეს და თავისთავად ფეხბურთსაც …
თქვენი მოძმეები გააპარტახეთ:D ჩვემ კი ტორინოს გულს არ ვტკენდით ხოლმე ფრეს ვეთამაშებოდით :D ჩვენც ქე ავხადეთ ნამუსი რომაულ გუნდებს 3 მოვიგეთ და 1 ფრე მაგრამ მოგონებული პენალტით :@.... ....:@.... ....:@.... ....