ბუფონი: ” მე ისევ “იუვეს” სტიკერებზე ვიქნები “
დრო გადის, მაგრამ სულისკვეთება უცვლელია. სტიკერების გამომშვები კომპანია “პანინი” ბუფონის მომავლის გამორკვევაში გვეხმარება…
მოდენური “პანინის” 50 წლიან იუბილეზე კომპანიის ხელმძღვანელობამ ნახევარი საუკუნის წინ, სტიკერების პირველი წიგნიდან დღემდე ყველაზე პოპულარული სტიკერით დაინტერესდა. გამოკითხვაში სრულიად იტალიის ფარგლებში 20.000 ხმით ჯანლუიჯი ბუფონმა გაიმარჯვა.
ბუფონი მადლობელი ჩანდა, სპეციალური პრიზი ნომერ პირველ მეკარეს მილანში გამართულ ცერემონიალზე გადაეცა. “პანინის” მესვეურებმა ჯიჯის “იუვენტუსის” შესახებ საუბრის საშუალებაც მისცეს, ცხადია, მთავარი თემა “კიევოსთან” სასწაულებრივად დაკარგული ქულა და მომავალი დაპირისპირება იყო. “პარმა” ბუფონის გულში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, ეს პატარა ქალაქი მისი კარიერული სტარტის ადგილია…
” სამწუხაროდ ეს სეზონი თავისი უაზროდ დაკარგული ქულებითა და წარუმატებლობებით თითქმის გასულივით არადამაკმაყოფილებებლი იყო. “ევროპის ლიგის” საგზურის მოსაპოვებლად შანსი კიდევ არსებობს, მაგრამ ახლა მთავარია საკუთარი ღირსებისთვის ვითამაშოთ. ყურების ჩამოყრა უაზროდ მეჩვენება. ”
ჯიჯი წარსულში იყურებოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მომავალშიც გაახედეს. მისი კარიერული პერსპექტივები იტალიური მედიისთვის დიდი ხანია სალაპრაკო თემაა: ” დამიჯერეთ, შემდეგ წელსაც “იუვეს” სტიკერი ვიქნები. ჩემი პოზიცია კლუბისას ემთხვევა და ორივე მხარეს ურთიერთთანამშრომლობა გვსურს. არიან თუ არა ანჩელოტი და ვენგერი ჩემით დაინტერესებულნი? ანჩელოტიმ ჩემი სახელი გაახმაურა და ამისთვის მადლობელი ვარ. კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ ამას ფეხბურთთან კავშირი სულაც არ აქვს. “არსენალზეც” ბევრი იწერება, მაგრამ ეს სულაც არ მაღელვებს. ”
მომავალ სეზონს “იუვენტუსი” ახალ სტადიონზე დაიწყებს. ეს ახალი მიზნებისკენ სწრაფვის დასაწყისი უნდა გახდეს: “ კლუბს განსაზღვრული გეგმა აქვს, რომელიც “იუვეს” ისევ დიად გუნდად აქცევს. იყვნენ თუ არა ჩვენი მენეჯერები მადრიდში? -ალბათ კრისტიანო რონალდოს გადმობირება სურთ… ხუმრობის გარეშე, ვინც არ უნდა მოვიდეს, გუნდი ღია გულით დახვდება. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
სუპერმენი 8)
ragas ver tamashobs 61 tamasshi 62 goli aqvs gatanili,kargi iqneboda chevenbidan erti mainc egre ro ver tamashobdes
უფრო ხშირად მაცარიზე მიდის საუბარი, მაგრამ ფანებს კონტე უნდათ
visac pexburti gesmit albat gagitydebat kristiano ro juveshi gadmovides me lichnad gamitydeba aimito ro ver itamshebs aq relshic ver tamashobs : )
იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ განაცხადა, რომ ძალიან გაწბილდა, როცა იუვემ ფრე ითამაშა კატანიასთან და კიევოსთან და თვლის, რომ ისეთი გუნდი როგორიც იუვეა ასე არ უნდა თამაშობდესო… დელნერიზე თქვა, რომ მე მას არასოდეს არ მოვიყვანდი გუნდშიო… დეშამზე გავაკეთებდი ეხლავე ფსონსო
არც უნდა დაწყებულიწო ამდენი აურზაური ბუფონზე ეგ იუვენტიონოა და სულ ასე ქინება სანამ არ დაამთავრებს კარიერას
მონტოლივო მარტინესის გაცვლაზეცაა საუბარი…
გაიხარეთ ვინც ხშირად გასაგდებთა შორის მოიხსენიებდით – გრიგერა მიდის… გერმანიაში… ან ჰერტაში ან და ჰამბურგში… შესაძლებელია ბეკთან დაკავშირებითაც მოხდეს რამე შეთანხმება…
ღადაობა ის იქნება მართლა სუპერ ოფერი რომ გააკეთოს მაროტამ და რონალდუგადმოიყვანოს…
რაღაც მეწყინა რონალდუზე ხუმრობა :-?
მაგ სიტყვებით რონალდოზე კიარა, მაროტაზე იხუმრა და გაეკაიფა… :-D
ოო, აი ეგ არ მიფიქრია, მიასვა მაროტას : D