ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

მიუხედავად აშკარად წარუმატებელი სეზონისა საშუალება გვეძლევა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ვისაუბროთ. კლუბი ახალ სეზონს კიდევ ერთხელ შეხვდა სატრანსფერო შენაძენებით დატვითული. კიდევ ერთხელ გახდა საჭირო კოლექტივის გუნდად გარდაქმნა, საერთო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რაც რამდენად მოხერხდა თავად განსაჯეთ. ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნილი მატჩები, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “იუვენტუსის” ტვირთის ზურგით ბოლომდე ტარება, მისი მიზნების ერთპიროვნულად შესრულება. “მილანი” ჩემპიონია, იქ რიგმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს გააკეთეს. რამდენიც გინდათ ისაუბრეთ ალეგრის შემოქმედებით ნიჭზე, მის ტაქტიკურ განსწავლულბაზე, მაგრამ კონკრეტული სახელების და ამ სახელის ქვეშ დამალული ჩემპიონების გარეშე საეჭვოა მილანელთა სატიტულო დარბაზს მე -18 “სკუდეტო” შემატებოდა. აი ჩვენ კი მერამდენე გამაწბილებელ სეზონს ვითვლით და ისევ, როგორც შარშან, შარშანწინ და სამი წლის წინ, მომავალი სეზონის მოლოდინში ვართ. გთავაზობთ ხუთ კანდიდატურას, აირჩიეთ ის ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ რომ მომავალ სეზონში მთელი “იუვენტუსი” ჰგავდეს…

ალესანდრო მატრი – კუალიარელას ტრავმის შემდეგ “იუვენტუსში” კრიზისი დაიწყო. გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მატრიმ თანაგუნდელის ტრავმის შემდეგ დარჩენილი ხვრელი ამოავსო. ყოფილ გუნდთან შესრულებულმა დუბლმა და “ინტერის” კარში გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი სახელი გულშემატკივართა გულებში ამობეჭდა. შავ-თეთრ მაისურში რვაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ერთი საგოლე გადაცემაც მითვალა, მაგრამ მთლიანად საფეხბურთო წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგით და 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ხუთეულშიც მოხვდა. განსაკუთრებულ უნარებს შეიძლება საოცრად ცივსისხლიანი ბუნება მივათვალოთ, არანაირი აღელვება ბურთის მიღებისას, არასდროს კარგავს ბურთისა და მეტოქის კარის შეგრძნებას. არც ტექნიკასთანაა მწყრალად და არც პასის გაკეთებაზე იტყვის ხოლმე უარს. “კიევოსთან” შეხვედრაში ცოტა ხანი მარცხენა ფლანგიდანაც უწევდა ხოლმე ტონის მომარაგება.

ფაბიო კუალიარელა: ის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ნახევარიც კი არ ჩაუტარებია კლუბში საუკეთესოობის პრეტენდენტია თავისთავად მეტყველებს სრულიად “იუვენტუსის” ჩაგდებულ სეზონზე. ფაბიომ მეტოქის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საშუალო შედეგი თამაშში გატანილი 0.52 გოლია, რაც მთლიანად სეზონში მატრისნაირ შედეგს უმიზნებდა, თუმცა… უდროო ტრავმამ ლოგინს მიაჯაჭვა. გაატარა თვეები თაბაშირში და არავინ იცის, მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ძველი კუალაირელა. განსაკუთრებულ ასპექტად უდაოდ მისი საგოლე ალღო და ულამაზესი გოლები უნდა დავასახელოთ. როცა თაად მას ჰკითხეს, როგორ გამოსდიოდა ასეთი გოლების გატანა, ფაბიომ გაკვირვებით უპასუხა, როცა გამეორებებს ვუყურებ თავი გიჟი მგონია იქიდან დარტყმა რომ გავბედეო. მისი იდნივიდუალიზმი ბრწყინვალე საფეხბურთო შტრიხია.

ფილიპე მელო – “ფიორენტინადან” გადმობარგების შემდეგ ტურინული ტიფოზერია მისგან საოცრებებს მოელოდა. ყოფილ დედაქალაქში გატარებულ პირველ სეზონში ტრიბუნებიდან მხოლოდ საშინელებები ესმოდა. ასეა თუ ისე უკვე რამდენი ხანია გულშემატკივარი განსხვავებულ მელოს ხედავს. ამაზე სავარაუდოდ ალბერტო აკუილანის მოსვლამაც იმოქმედა. იტალიელი ნახევარმცველის შეწყვილებამ მელოს შეტევის მოვალეობა სრულიად ჩამოაცილა და საშუალება მისცა მისი ნამდვილი მოწოდებისთვის მიეხედა. შედეგი სახეზეა. რიგი სპეციალისტების აზრით “იუვეს” ცენტრალი იტალიის საუკეთესო ჩამშლელია. 27 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლის შეგდებაც მოასწრო მაგრამ მის ხასიათს უფრო მეტად ცხრა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უსვამს ხაზს. განსკუთრებულად აღნისშვნის ღირსი მისი მებრძოლი ხასიათი და შეუპოვარი ბუნებაა. ცხადია ტყუილად, არც “გლადიატორს” დაუძახებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურად არამყარი მელო ხშირად კარგავს საკუთარ თავს რაც მხოლოდ უხეშობაში კი არა, თამაშიდან დაკარგვაშიც გამოიხატება ხოლმე. ბრაზილიელს მუდვივი მუხტი და შინაგანი მოტივაცია სჭირდება…

მილოშ კრასიჩი – არასახარბიელო დებიუტის შემდეგ კრასიჩმა სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. ზღაპრული გარღვევები, სერბის განმაცვიფრებელი სისწრაფე მეტოქეთა მცველებს საგონებელში აგდებდა. “ლაციოსთან” მოპოვებული სასწაულებრივი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა და გუნდის თილისმადაც ამ დღის შემდეგ იწოდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდის დაღმასვლასთან ერთად მისი ფორმაც ძალიან დაშორდა იდეალურს. ნახევარმცველმა რამდენჯერმე სცადა ამის მოედნის საფარზე გადაბრალება, მაგრამ სხვა მინდორზე არც სეზონის სტარტზე უთამაშია. რიგ შემთხევვაში დაამტკიცა, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ დაეწუნება, მაგრამ სოლო რეიდების შემდეგ კარში დასარტყმელად ვეღარ იცლის ხოლმე. უმთავრესი პრობლემა ჩაწოდებებია. ფლანგიდან მისი პასები გაურკვეველი მიმართულებით იგზავნება ხოლმე და ძალიან იშვიათად რჩება მეტოქის საჯარიმო ოთხკუთხედში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში ამ კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. როგორც ჩანს “იუვენტუსის” მესვეურები პრობლემაზე მუშაობენ. ინდივიდუალურ შტრიხად, რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასტარტო სიჩქარე უნდა დასახელდეს.

ალესანდრო დელ პიერო – მისი ბრწყინვალების გარეშე არც ამ სეზონს ჩაუვლია. 36 წლის ასაკშიც კი “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტანი არაერთ შეხვედრაში ახერხებს კლუბის გამარჯვების მყარი საფუძვლის ჩაყრას, მაგრამ “იუვენტუსი” სასწაულებრივად უშვებს ხელიდან ამ ქულებს. მისი მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასები დღესაც განაცვიფრებს გულშემატკივარს. გაიტანა 11 გოლი და ამით ერთი გუნდის მასიურით”სერია ა” -ში გატანილი გოლების სტატისტიკაში ლეგენდალური “ნერრააძურო”, ჯიუზეპე მეაცა მოიტოვა. განსაკუთრებულ უნარებზე საუბარი უადგილოა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ამის შესახებ ისედაც საკმარისად შევიტყვეთ.

ყურადღება! ყოველი მომხმარებლის პოსტში დაფიქსირებული იყოს მისი პოზიცია გამოკვეთილად, დაასახელეთ მხოლოდ ერთი ფეხბრთელი. თუ ხუთეულში სხვა კანდიდატურებს მოელოდით ცადეთ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან!

სტატია მომზადებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ და ხუთეულის არჩევანი გამოხატავს ავტორის პოზიციას…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

160 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaska
13 years ago

ხო მართლა სულ დელ პიეროო კი ბაზ არაა ლეგენდაა მარა მარტო ამ სეზონიდან გამომდინარე დააფიქსირეთ რა თქვენი აზრი და იყავით ობიექტურები მე ისევ ჩემ ხმას კვალიარელას ვაძლევ

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  vaska

არა ობიექტურს რას ვამბობ? რით აჯობა წელს კვალიარელამ დელპიეოს? კაცი ზამენაზე იჯდა, შემოვიდოდა და იუვეც ფხიზლდებოდა. რა კვალიარელაზე ნაკლები გოლი გაიტანა? ნაკლები სილამაზის? თუ რა? 4 თვე ითამაში კვალიარელამ მგონი, ალექსი კი სათადარიგო სკამიდანაც დიდი ძალა იყო. და როცა ალექსი სტადიონზე, ყველა იუვენტინოს ბოლო წამამდე გვჯეა გამარჯვების, ადგან ალექსი ფენომენი, ცოცხალი ლეგენდაააა!!!

13 years ago

lasha says: ,,მატრი ახალი გამოსულია და არა….კუალიარელას კიდ ეარ უტამაჰსია ბევრი.მელო კიდე გადამწყვეტ მომენტებსში ღებულობს წითელს..ასე რომ

დელ პიერო +1 ”
გეთანხმები +1

ma_x_ara
13 years ago

ალესანდრო დელ პიერო !

gio gambashidze
13 years ago

მელო

alessandro del piero
13 years ago

iasnia alessandro del pieroooa sauketesooo.imena arc unda laparakii =)) <3

anzor alashvili
13 years ago

აუ მიჭირს 5ივეს ეკუთვნის მარა ყველას თავისი პერიოდი ქონდა ამიტომაც მთელი სეზონის სტაბილურად ჩამტარებელ
მელო +1

Giorgi kasrashvili
13 years ago

გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია უკვე. ეს არის DEL PIEROOO

Gio Darja
13 years ago

აზრი არ აქვს ამ საიტზე არანაირი გამოკითხვის ჩატარებას, უბრალოდ დელ პიეროს აძლევენ ხმას, ნებისმიერ სიტუაციაში, არადა ამ სეზონში ჯამში 2 მატჩი არ უნახავთ

გუნდის ლიდერი, სული და გული მუდამ დელ პიერო იქნება, უბრალოდ წელს საუკეთესო მელო იყო..

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  Gio Darja

გამოკითხვა ჩაატარეთ, თუ რომელმა მატჩმა მოგვანიჭა ყველაზე დიდი ემოცია, და ყველაზე დიდი გულის ტკენა… რავი ვფიქრობ კარგი იქნება, რადგან გავისხენებთ დ გავიზიარებთ ერთმანეთის სიხარულს, ემოციასა და ცრემლს…

BuA SeBo
13 years ago
Reply to  Gio Darja

რა მოგეწონა ესე ძაან ?
რახან დარბის და იბრძვის ეგ ხო არაა ყველაფერი…
დელ პიერომ რამდენი თამაში მოგვაგებინა ნახევარი არ ათამაშა იმ ჩლუნგმა თორე კიდე ბევრს გაიტანდა…

Giorgi kasrashvili
13 years ago

დელ პიეროოოოოოოოოოოოო

Aleqsi Chaduneli
13 years ago

დელ-პიერო….

ლაშა ცხვარაძე

დელპიეროც კაი იყო და ზოგი მხოლოდ იმოტო აზლევს ხმას რო ლეგენდაა მარა ჩემი ხმა მელოს კაცი ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯებოდა და თავის საქმეს ბოლომდე აკეთებდა (მელო)+1

iosi shalolashvili
13 years ago

დელ პიერო

Lasha chachava
13 years ago

მატრი

valeri tokhadze
13 years ago

დელპიერო ორი აზრი არ უნდა

13 years ago

ჩემი ხმა ალე დელ პიეროს.

NEDVEDA11..
13 years ago

ალესანდრო დელ პიერო!

როცა მოედანზე იყო გუნდი ფეხბურთთან მიახლოვებულ თამაშს
თამაშობდა!

ჩემი ხმა კაპიტანს! 8)

gocha khalvashi
13 years ago

დელ პიერო +1
არა იმიტო რო დელ პიეროა… მთელი წელი მაქსიმალურს აკეთებდა და აკეთებს მოედანზე და ბევრჯერ სირცხვილს გადაგვარჩინა.

vaska
13 years ago

ხო არ წამიკითხავს ბოლომდე და… მაშინ იასნად კვალიარელააააააააააა

Gio Darja
13 years ago

ფელიპე მელოს ჩემი ხმა ! ადამიანი რომელიც მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად ირჯებოდა და ყოველ თამაშში 101 % – ით იხარჯებოდა

არჩევანის გაკეთება რა თქმა უნდა რთულია, ავირჩევდი მატრის ან კვალიარელას, მაგრამ ორივე მათგანმა სეზონის ნახევარი მანძილი გაატარა იუვეს მაისურით, ამიტომ მათ სეზონის ფეხბურთელს ვერ ვუწოდებ

კრასიჩი სულ ცდილობს და მშრომელი ფეხბურთელია, მაგრამ გადაღლილობის გამო ფორმიდან ამოვარდა მეორე სეზონში, ახალ წლამდე გუნდის ლიდერი იყო

დელ პიეროს რაც შეეხება, კაპიტნის თავდადება ნებისმიერ სიტუაციაში აღნიშვნის ღირსია, მაგრამ მელოს ვამჯობინებ იმიტომ, რომ შარშანდელი ცუდი სეზონისა და გულშემატკივრებთან დაძაბული ურთიერთობის შემდეგ ფელიპემ მოახერხა ის, რომ ფანების დიდი სიყვარული მოეპოვებინა

Grazie Felipe !

lasha khvichia
13 years ago

მატრი ახალი გამოსულია და არა….კუალიარელას კიდ ეარ უტამაჰსია ბევრი.მელო კიდე გადამწყვეტ მომენტებსში ღებულობს წითელს..ასე რომ

დელ პიერო +1

MegobaroO
13 years ago

დელ პიერო +1..უდაო ლიდერია გუნდის

BuA SeBo
13 years ago

მელოს რა უნდა ვაბშე… გასაგდებია გუნდიდან ინგლისშია მაგის ადგილი…
მემგონი ალემ ყველაზე მეტი გააკეთა მაინც =]

DEL PIERO +1

Gio Darja
13 years ago
Reply to  BuA SeBo

ამ სეზონში მელოს თამაშზე თვალი რომ გადაგევლო ურიგო არ იქნებოდა ;)

BuA SeBo
13 years ago
Reply to  Gio Darja

რაც დაწერე შენს კომენტარში გეთანხმები იმაში რომ ბოლომდე იხარჯება მარა შეჭამა ტვინი თავისი ჯარიმებით… კატანიასთან არ იყო დამნაშავე მარა ისე თამაშობს უკვე ყველას ყველაფერი ჯარიმა გონია მაგის მხრიდან… და რაც აკუილანი მოვიდა გააუმჯობესა ნამდვილად თამაში მარა საბოლოო ჯამში მე მაინც არ მომწონს…
მელოს გროსოს მოტას ადგილზე ვისურვებდი ახალ ფეხბურთელებს(პირველ რიგში ტორე ისე ბევრია გამოსაცვლელი)…

lasha naxucrishvili
13 years ago

ალესანდრო დელ პიერო რა თქმა უნდა !

shalva xecuriani
13 years ago

რათქმაუნდა ალექს დელპიერო

| Newsphere by AF themes.
160
0
Would love your thoughts, please comment.x