ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

მიუხედავად აშკარად წარუმატებელი სეზონისა საშუალება გვეძლევა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ვისაუბროთ. კლუბი ახალ სეზონს კიდევ ერთხელ შეხვდა სატრანსფერო შენაძენებით დატვითული. კიდევ ერთხელ გახდა საჭირო კოლექტივის გუნდად გარდაქმნა, საერთო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რაც რამდენად მოხერხდა თავად განსაჯეთ. ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნილი მატჩები, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “იუვენტუსის” ტვირთის ზურგით ბოლომდე ტარება, მისი მიზნების ერთპიროვნულად შესრულება. “მილანი” ჩემპიონია, იქ რიგმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს გააკეთეს. რამდენიც გინდათ ისაუბრეთ ალეგრის შემოქმედებით ნიჭზე, მის ტაქტიკურ განსწავლულბაზე, მაგრამ კონკრეტული სახელების და ამ სახელის ქვეშ დამალული ჩემპიონების გარეშე საეჭვოა მილანელთა სატიტულო დარბაზს მე -18 “სკუდეტო” შემატებოდა. აი ჩვენ კი მერამდენე გამაწბილებელ სეზონს ვითვლით და ისევ, როგორც შარშან, შარშანწინ და სამი წლის წინ, მომავალი სეზონის მოლოდინში ვართ. გთავაზობთ ხუთ კანდიდატურას, აირჩიეთ ის ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ რომ მომავალ სეზონში მთელი “იუვენტუსი” ჰგავდეს…

ალესანდრო მატრი – კუალიარელას ტრავმის შემდეგ “იუვენტუსში” კრიზისი დაიწყო. გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მატრიმ თანაგუნდელის ტრავმის შემდეგ დარჩენილი ხვრელი ამოავსო. ყოფილ გუნდთან შესრულებულმა დუბლმა და “ინტერის” კარში გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი სახელი გულშემატკივართა გულებში ამობეჭდა. შავ-თეთრ მაისურში რვაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ერთი საგოლე გადაცემაც მითვალა, მაგრამ მთლიანად საფეხბურთო წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგით და 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ხუთეულშიც მოხვდა. განსაკუთრებულ უნარებს შეიძლება საოცრად ცივსისხლიანი ბუნება მივათვალოთ, არანაირი აღელვება ბურთის მიღებისას, არასდროს კარგავს ბურთისა და მეტოქის კარის შეგრძნებას. არც ტექნიკასთანაა მწყრალად და არც პასის გაკეთებაზე იტყვის ხოლმე უარს. “კიევოსთან” შეხვედრაში ცოტა ხანი მარცხენა ფლანგიდანაც უწევდა ხოლმე ტონის მომარაგება.

ფაბიო კუალიარელა: ის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ნახევარიც კი არ ჩაუტარებია კლუბში საუკეთესოობის პრეტენდენტია თავისთავად მეტყველებს სრულიად “იუვენტუსის” ჩაგდებულ სეზონზე. ფაბიომ მეტოქის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საშუალო შედეგი თამაშში გატანილი 0.52 გოლია, რაც მთლიანად სეზონში მატრისნაირ შედეგს უმიზნებდა, თუმცა… უდროო ტრავმამ ლოგინს მიაჯაჭვა. გაატარა თვეები თაბაშირში და არავინ იცის, მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ძველი კუალაირელა. განსაკუთრებულ ასპექტად უდაოდ მისი საგოლე ალღო და ულამაზესი გოლები უნდა დავასახელოთ. როცა თაად მას ჰკითხეს, როგორ გამოსდიოდა ასეთი გოლების გატანა, ფაბიომ გაკვირვებით უპასუხა, როცა გამეორებებს ვუყურებ თავი გიჟი მგონია იქიდან დარტყმა რომ გავბედეო. მისი იდნივიდუალიზმი ბრწყინვალე საფეხბურთო შტრიხია.

ფილიპე მელო – “ფიორენტინადან” გადმობარგების შემდეგ ტურინული ტიფოზერია მისგან საოცრებებს მოელოდა. ყოფილ დედაქალაქში გატარებულ პირველ სეზონში ტრიბუნებიდან მხოლოდ საშინელებები ესმოდა. ასეა თუ ისე უკვე რამდენი ხანია გულშემატკივარი განსხვავებულ მელოს ხედავს. ამაზე სავარაუდოდ ალბერტო აკუილანის მოსვლამაც იმოქმედა. იტალიელი ნახევარმცველის შეწყვილებამ მელოს შეტევის მოვალეობა სრულიად ჩამოაცილა და საშუალება მისცა მისი ნამდვილი მოწოდებისთვის მიეხედა. შედეგი სახეზეა. რიგი სპეციალისტების აზრით “იუვეს” ცენტრალი იტალიის საუკეთესო ჩამშლელია. 27 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლის შეგდებაც მოასწრო მაგრამ მის ხასიათს უფრო მეტად ცხრა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უსვამს ხაზს. განსკუთრებულად აღნისშვნის ღირსი მისი მებრძოლი ხასიათი და შეუპოვარი ბუნებაა. ცხადია ტყუილად, არც “გლადიატორს” დაუძახებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურად არამყარი მელო ხშირად კარგავს საკუთარ თავს რაც მხოლოდ უხეშობაში კი არა, თამაშიდან დაკარგვაშიც გამოიხატება ხოლმე. ბრაზილიელს მუდვივი მუხტი და შინაგანი მოტივაცია სჭირდება…

მილოშ კრასიჩი – არასახარბიელო დებიუტის შემდეგ კრასიჩმა სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. ზღაპრული გარღვევები, სერბის განმაცვიფრებელი სისწრაფე მეტოქეთა მცველებს საგონებელში აგდებდა. “ლაციოსთან” მოპოვებული სასწაულებრივი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა და გუნდის თილისმადაც ამ დღის შემდეგ იწოდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდის დაღმასვლასთან ერთად მისი ფორმაც ძალიან დაშორდა იდეალურს. ნახევარმცველმა რამდენჯერმე სცადა ამის მოედნის საფარზე გადაბრალება, მაგრამ სხვა მინდორზე არც სეზონის სტარტზე უთამაშია. რიგ შემთხევვაში დაამტკიცა, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ დაეწუნება, მაგრამ სოლო რეიდების შემდეგ კარში დასარტყმელად ვეღარ იცლის ხოლმე. უმთავრესი პრობლემა ჩაწოდებებია. ფლანგიდან მისი პასები გაურკვეველი მიმართულებით იგზავნება ხოლმე და ძალიან იშვიათად რჩება მეტოქის საჯარიმო ოთხკუთხედში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში ამ კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. როგორც ჩანს “იუვენტუსის” მესვეურები პრობლემაზე მუშაობენ. ინდივიდუალურ შტრიხად, რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასტარტო სიჩქარე უნდა დასახელდეს.

ალესანდრო დელ პიერო – მისი ბრწყინვალების გარეშე არც ამ სეზონს ჩაუვლია. 36 წლის ასაკშიც კი “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტანი არაერთ შეხვედრაში ახერხებს კლუბის გამარჯვების მყარი საფუძვლის ჩაყრას, მაგრამ “იუვენტუსი” სასწაულებრივად უშვებს ხელიდან ამ ქულებს. მისი მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასები დღესაც განაცვიფრებს გულშემატკივარს. გაიტანა 11 გოლი და ამით ერთი გუნდის მასიურით”სერია ა” -ში გატანილი გოლების სტატისტიკაში ლეგენდალური “ნერრააძურო”, ჯიუზეპე მეაცა მოიტოვა. განსაკუთრებულ უნარებზე საუბარი უადგილოა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ამის შესახებ ისედაც საკმარისად შევიტყვეთ.

ყურადღება! ყოველი მომხმარებლის პოსტში დაფიქსირებული იყოს მისი პოზიცია გამოკვეთილად, დაასახელეთ მხოლოდ ერთი ფეხბრთელი. თუ ხუთეულში სხვა კანდიდატურებს მოელოდით ცადეთ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან!

სტატია მომზადებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ და ხუთეულის არჩევანი გამოხატავს ავტორის პოზიციას…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

160 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
13 years ago

იბრაგიმოვიჩი ეალში, კაკა მილანშიო… აუუუუუუუ დაგვეხა… თან ტაივო და მექსე იყიდა მილანმა….

iosi shalolashvili
13 years ago

მაგ შემთხვევაში ბენზემა გადმოვა იუვეში

Giorgi kasrashvili
13 years ago

ბონუჩის გაუმაჯოს:) მეც ეგ მინდა ძმა…

khurtso
13 years ago

მელო

shot10
13 years ago

U N O K A P I T A N O O O ! ! ! “მარად მებრძოლი ბებერი ხარი” მოდი ასე ვქნათ: მარტო ერთი ფაქტორის შედეგადაც შეიძლება დასახელდეს საუკეთესოდ _ ასაკი! (სუ რაღაც “36 წელი”), მოდნის საუცხოო ხედვა! არ მეგონა ამას ახლაც თუ ვიტყოდი – დრიბლინგი, საჯარიმო დარტყმა _ (უკომენტაროდ). განსხვავებული აზრის მქონეებს დიდი სიამოვნებით მოვიწვევ დებატებში. :)

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  shot10

დავამატებდი, ბრეშასთან გატანილ გოლს:)

shot10
13 years ago

99%_ი მქონდა, 100%_მდე შეავსე:)

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  shot10

gaixare:)

mishka gogrichiani
13 years ago

იასნა კრასიჩი

eric jagaryan
13 years ago

ratkmaunda del piero luboi asakshi mainc magaria

Giorgi kasrashvili
13 years ago

VASKA… აუუუუუუუუუუ უდინეზეს დონის და კალიაის კალიბრის გუნდებს არაა გაშორებული. ლიგის ჰიმნი ტელევიზორშია ძიითადად ნასმენი. და ნაპოლის გამოდგებული ფეხბუთელით ძლიედები იუვეს დონის გუნდი? სირცხვილია. და აი შედეგიც ნაპილი მე3 ზეა იუვე მე7… გამეცი ეხლა პასუხი… ნაპოლის გამოგდებული ფეხბუთელით გაძლიერებულს გუნდი ჰქვია??? ნაპოლი მე3 ზეააააააა… აი პასუხი!!!

vaska
13 years ago

აუ ეგრე რატო მსჯელობ რატო აქცევ ყურადგებას იმას თუ რომელი გუნდიდან გადმოვიდა და სად თამაშობდა აქამდე სიმართლეერთია და უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი კვალიარელა ამ სეზონში იუვეში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო და ბევრი რამ შემატა გუნდს რა რაზნიცაა სად თამაშობდა ფეხბურთელი მანამდე ეგრე თავიდან ყველა შედარებით დაბალი დონის გუნდიდან იწყებენ კარიერას და მერე და მერე ხდებიან გამორჩეული ფიგურები აბა სრაზუ თავიდანვე ვარსკვლავად ვერ იქცევა ფეხბურთელი და ეგრევე ბარსა ვერ გაუფორმებს სამუდამო კონტრაქტს

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  vaska

ნაპოლიდან გამოგდებული ფეხბუთელით და ვოლსბუგის ზამენა ფეხბურთელით ატომ ძლიერდებიან ბლიიიაააად! ეს მიშლის ნერვებს ეეეეს!!!

vaska
13 years ago

რაგა შორს წავიდე და ეგრე ნედვედი ლაციოდან დაითრიეს მაგრამ აგარ გავაგრძელებ აქ მე განა კვალიარელას ვადარებ ნედვედს რა უბრალოდ მაგალითი იმის რო დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიექცეს იმას სად თამაშობდა აქამდე ფეხბურთელი ნაპოლიში თუ გაზიანთეფში :D ეგრე მადრიდის ატლეტიკოც არ ითვლება გრანდად ე.ი აგუერო არ იყიდონ?

PINTURICHIO10
13 years ago

კუალიარელა დელ პიერო კრასიჩი

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  Nachke

რა ასაკში აალაპარაკა? იტალია თუ აალაპარაკა ეს დელპიერო იყო!!! 17 წლის… და კვალიარელა არაა მაღალი დონის არააა!!! კი ძმა მაგად მევასება, მაგრამ იუვეში ნომე 1 თავდამსხმელად ა უნდა ფიქსიდებოდეს, ადგან დავიღუპებიიიით გაისადაც ეგ ომ იყოს მთავარ დამრტყმელად!!! გაძლიეება გვინდა წინა ხაზში!!!

Neymar
13 years ago

მელოს თამაში მეზიზღება ძალიან დებილია :|

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  Neymar

მელო შეიძლება ვერ ვამჯობინე დელპიეროს, მაგრამ მელოს თამაში როგო უნდა გეზიზღებოდეს. ფეხბურთი თუ გესმის კაცს… ვერ გავიგე…

beqa miqadze
13 years ago

დელ პიეროოოოოოოოოოოო

13 years ago

კრასიჩია ჩემი აზრით.

Neymar
13 years ago

უდავოდ დელ პიერო

JU VEN
13 years ago

დელ პიერო

tsotne tsertsvadze
13 years ago

გამიჭირდა მელოსა და დელ პიეროს შორის არცევანის გაკეთება მარა მაინც ფელიპეს დავასახელებ !!!

13 years ago

ფელიპე მელო…..

Z u R a noniashvili
13 years ago

DELPO :)

saba tsertsvadze
13 years ago

მაინც ალეე

13 years ago

კვალიარელა. მწვრთნელს შეეძლ;ო ტაქტიკურად მისი გამოყენება და იყენებდა კიდეც საუკეთესოდ!

vaska
13 years ago

კი მართალია კვალიარელამ მეორე ნახევარო გამოტოვა მაგრამ როგორც ეგ დაეხმარა პირველ ნახევარში გუნდს ისე ბევრმა ორივეში ეერთად ვერ მოახერხა და თAნ რომ არ მიეგო ტრამვა თუარ მოუმატებდა არც დააკლებდა და მჯერა რო ისევ ისე წაადგებოდა გუნდს ასე რომ ისევ და ისევ კვალიარელააააა

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  vaska

რომ არ მიღო და ასე იქნებოდა, ეგ უკვე შენი ვააუდია. კვალიარელა დაგვაკლდა და მაგიტომ დავეშვით ძირს? სასაცილოა, კვალიარელას დონის ფეხბუთელზე თუა იუვეს დიდება დამოკიდებული დავღუპულვართ. ეს დელ ნერის ბალია, ომელმაც პარმასთან მაცხის მერე ფეხბუთელები ვერ მოაცოცხლო, ვე არწმუნდა, ომ წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდა. თავადაც ჩაიქნიეს ხელი, ლიგის ადგილი კი გარანტირებულად ჩათვალეს და ამდენ უგულო თამაშით და თვითდაჯერებულობით დავიღუპეთ!!! ეგ არის მთავარი მიზეზი და არა კვალიარელა, არ გახადეს მესი და მარადონააა!!! რაღაც ქუსლით გაიტანა და მაკატელა და… დელპოს გოლი საერთოდ ნახე ბრეშასთან? 36 წლისამ საიდან წამოიღო ბუთი? ოგო ირბინა, და რა სიზუსტით დაარტყა. აღარ მინდა გაგძელება.

vaska
13 years ago

მაკრატელა და ქუსლით გატანილი გოლის გამო არ ვაძლევ ხმას ეგრე მაკრატელა მარკიზიომაც შეაგდო თან ძაან მაგარი მაგრამ… მე ჩემი აზრი გამოვხატე უკვე და ისევ ვამბობ რო კვალიარელააა. პირველი ნახევარი როგორც წეგან აგინიშნა იუვე მართლა სათავეში იყო ცხრილის მეორეში კიდე შენც იცი რა მოხდა თAნ მითუმეტეს რო არაფერი ისეთი ცვლილებები არ მომხდარა გუნდში რო რაც 1ში იყო ის გუნდი იყო 2შიც მაგრამ კვალიარელა აკლდა და თანაც კვალიარელასგან განსხვავებით დელპო ორივეში იყო მაგრამ რა რატო ვეგარ იბრძოდა იუვე ისევ ჩემპიონობისთვის და იმას ნუ დააბრალებ ახლა რო თვიდაჯერებულობამ და დაგლილობამ დაგალესო იუვე მეორე ნახევარში ისიც აგიარე რო კვალიარელას ტრამვამ უფრო იმოქმედა გუნდის კრიზისზე… Read more »

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  vaska

აუუუუუუუუუუ უდინეზეს დონის და კალიაის კალიბრის გუნდებს არაა გაშორებული. ლიგის ჰიმნი ტელევიზორშია ძიითადად ნასმენი. და ნაპოლის გამოდგებული ფეხბუთელით ძლიედები იუვეს დონის გუნდი? სირცხვილია. და აი შედეგიც ნაპილი მე3 ზეა იუვე მე7… გამეცი ეხლა პასუხი… ნაპოლის გამოგდებული ფეხბუთელით გაძლიერებულს გუნდი ჰქვია??? ნაპოლი მე3 ზეააააააა… აი პასუხი!!!

vaska
13 years ago

აუ ეგრე რატო მსჯელობ რატო აქცევ ყურადგებას იმას თუ რომელი გუნდიდან გადმოვიდა და სად თამაშობდა აქამდე სიმართლეერთია და უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი კვალიარელა ამ სეზონში იუვეში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო და ბევრი რამ შემატა გუნდს რა რაზნიცაა სად თამაშობდა ფეხბურთელი მანამდე ეგრე თავიდან ყველა შედარებით დაბალი დონის გუნდიდან იწყებენ კარიერას და მერე და მერე ხდებიან გამორჩეული ფიგურები აბა სრაზუ თავიდანვე ვარსკვლავად ვერ იქცევა ფეხბურთელი და ეგრევე ბარსა ვერ გაუფორმებს სამუდამო კონტრაქტს :D

shalva xecuriani
13 years ago

რათქმაუნდა ლეგენდარული ალესსანდრო დელპიერო რითაც სუნთქავს დგეს იუვენტუსი

Giorgi kasrashvili
13 years ago

იასნა ძმა!!!

gioiuve
13 years ago

ალექსა იასნია ლეგენდაა და მისი გვაწლი შეუფასებელია მაგრამ არ მესმის კვალიარელას რატომ ივიწყებთ???

dito chanturia
13 years ago

yvela magari iyo magram mainc qvaliarelas mivcemdi xmas radgan swore imis mere chavarda gundis tamashi roca qvaliarela daimtvra ase rom
qvaliarela +1

giorgi kvinikadze
13 years ago

ძნელია ამ სეზონის მერე ვინმეს საუკეთესო უწოდო მარა დელ პიერო განსაკუთრებული იყო როგოც ყოველთვის დელ პიერო

Giorgi kasrashvili
13 years ago

გამოკითხვა ჩაატარეთ, თუ რომელმა მატჩმა მოგვანიჭა ყველაზე დიდი ემოცია, და ყველაზე დიდი გულის ტკენა… რავი ვფიქრობ კარგი იქნება, რადგან გავისხენებთ დ გავიზიარებთ ერთმანეთის სიხარულს, ემოციასა და ცრემლს…

vako-10
13 years ago

del piero

| Newsphere by AF themes.
160
0
Would love your thoughts, please comment.x