აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
მიუხედავად აშკარად წარუმატებელი სეზონისა საშუალება გვეძლევა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ვისაუბროთ. კლუბი ახალ სეზონს კიდევ ერთხელ შეხვდა სატრანსფერო შენაძენებით დატვითული. კიდევ ერთხელ გახდა საჭირო კოლექტივის გუნდად გარდაქმნა, საერთო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რაც რამდენად მოხერხდა თავად განსაჯეთ. ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნილი მატჩები, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “იუვენტუსის” ტვირთის ზურგით ბოლომდე ტარება, მისი მიზნების ერთპიროვნულად შესრულება. “მილანი” ჩემპიონია, იქ რიგმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს გააკეთეს. რამდენიც გინდათ ისაუბრეთ ალეგრის შემოქმედებით ნიჭზე, მის ტაქტიკურ განსწავლულბაზე, მაგრამ კონკრეტული სახელების და ამ სახელის ქვეშ დამალული ჩემპიონების გარეშე საეჭვოა მილანელთა სატიტულო დარბაზს მე -18 “სკუდეტო” შემატებოდა. აი ჩვენ კი მერამდენე გამაწბილებელ სეზონს ვითვლით და ისევ, როგორც შარშან, შარშანწინ და სამი წლის წინ, მომავალი სეზონის მოლოდინში ვართ. გთავაზობთ ხუთ კანდიდატურას, აირჩიეთ ის ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ რომ მომავალ სეზონში მთელი “იუვენტუსი” ჰგავდეს…

ალესანდრო მატრი – კუალიარელას ტრავმის შემდეგ “იუვენტუსში” კრიზისი დაიწყო. გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მატრიმ თანაგუნდელის ტრავმის შემდეგ დარჩენილი ხვრელი ამოავსო. ყოფილ გუნდთან შესრულებულმა დუბლმა და “ინტერის” კარში გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი სახელი გულშემატკივართა გულებში ამობეჭდა. შავ-თეთრ მაისურში რვაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ერთი საგოლე გადაცემაც მითვალა, მაგრამ მთლიანად საფეხბურთო წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგით და 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ხუთეულშიც მოხვდა. განსაკუთრებულ უნარებს შეიძლება საოცრად ცივსისხლიანი ბუნება მივათვალოთ, არანაირი აღელვება ბურთის მიღებისას, არასდროს კარგავს ბურთისა და მეტოქის კარის შეგრძნებას. არც ტექნიკასთანაა მწყრალად და არც პასის გაკეთებაზე იტყვის ხოლმე უარს. “კიევოსთან” შეხვედრაში ცოტა ხანი მარცხენა ფლანგიდანაც უწევდა ხოლმე ტონის მომარაგება.

ფაბიო კუალიარელა: ის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ნახევარიც კი არ ჩაუტარებია კლუბში საუკეთესოობის პრეტენდენტია თავისთავად მეტყველებს სრულიად “იუვენტუსის” ჩაგდებულ სეზონზე. ფაბიომ მეტოქის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საშუალო შედეგი თამაშში გატანილი 0.52 გოლია, რაც მთლიანად სეზონში მატრისნაირ შედეგს უმიზნებდა, თუმცა… უდროო ტრავმამ ლოგინს მიაჯაჭვა. გაატარა თვეები თაბაშირში და არავინ იცის, მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ძველი კუალაირელა. განსაკუთრებულ ასპექტად უდაოდ მისი საგოლე ალღო და ულამაზესი გოლები უნდა დავასახელოთ. როცა თაად მას ჰკითხეს, როგორ გამოსდიოდა ასეთი გოლების გატანა, ფაბიომ გაკვირვებით უპასუხა, როცა გამეორებებს ვუყურებ თავი გიჟი მგონია იქიდან დარტყმა რომ გავბედეო. მისი იდნივიდუალიზმი ბრწყინვალე საფეხბურთო შტრიხია.

ფილიპე მელო – “ფიორენტინადან” გადმობარგების შემდეგ ტურინული ტიფოზერია მისგან საოცრებებს მოელოდა. ყოფილ დედაქალაქში გატარებულ პირველ სეზონში ტრიბუნებიდან მხოლოდ საშინელებები ესმოდა. ასეა თუ ისე უკვე რამდენი ხანია გულშემატკივარი განსხვავებულ მელოს ხედავს. ამაზე სავარაუდოდ ალბერტო აკუილანის მოსვლამაც იმოქმედა. იტალიელი ნახევარმცველის შეწყვილებამ მელოს შეტევის მოვალეობა სრულიად ჩამოაცილა და საშუალება მისცა მისი ნამდვილი მოწოდებისთვის მიეხედა. შედეგი სახეზეა. რიგი სპეციალისტების აზრით “იუვეს” ცენტრალი იტალიის საუკეთესო ჩამშლელია. 27 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლის შეგდებაც მოასწრო მაგრამ მის ხასიათს უფრო მეტად ცხრა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უსვამს ხაზს. განსკუთრებულად აღნისშვნის ღირსი მისი მებრძოლი ხასიათი და შეუპოვარი ბუნებაა. ცხადია ტყუილად, არც “გლადიატორს” დაუძახებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურად არამყარი მელო ხშირად კარგავს საკუთარ თავს რაც მხოლოდ უხეშობაში კი არა, თამაშიდან დაკარგვაშიც გამოიხატება ხოლმე. ბრაზილიელს მუდვივი მუხტი და შინაგანი მოტივაცია სჭირდება…

მილოშ კრასიჩი – არასახარბიელო დებიუტის შემდეგ კრასიჩმა სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. ზღაპრული გარღვევები, სერბის განმაცვიფრებელი სისწრაფე მეტოქეთა მცველებს საგონებელში აგდებდა. “ლაციოსთან” მოპოვებული სასწაულებრივი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა და გუნდის თილისმადაც ამ დღის შემდეგ იწოდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდის დაღმასვლასთან ერთად მისი ფორმაც ძალიან დაშორდა იდეალურს. ნახევარმცველმა რამდენჯერმე სცადა ამის მოედნის საფარზე გადაბრალება, მაგრამ სხვა მინდორზე არც სეზონის სტარტზე უთამაშია. რიგ შემთხევვაში დაამტკიცა, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ დაეწუნება, მაგრამ სოლო რეიდების შემდეგ კარში დასარტყმელად ვეღარ იცლის ხოლმე. უმთავრესი პრობლემა ჩაწოდებებია. ფლანგიდან მისი პასები გაურკვეველი მიმართულებით იგზავნება ხოლმე და ძალიან იშვიათად რჩება მეტოქის საჯარიმო ოთხკუთხედში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში ამ კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. როგორც ჩანს “იუვენტუსის” მესვეურები პრობლემაზე მუშაობენ. ინდივიდუალურ შტრიხად, რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასტარტო სიჩქარე უნდა დასახელდეს.

ალესანდრო დელ პიერო – მისი ბრწყინვალების გარეშე არც ამ სეზონს ჩაუვლია. 36 წლის ასაკშიც კი “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტანი არაერთ შეხვედრაში ახერხებს კლუბის გამარჯვების მყარი საფუძვლის ჩაყრას, მაგრამ “იუვენტუსი” სასწაულებრივად უშვებს ხელიდან ამ ქულებს. მისი მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასები დღესაც განაცვიფრებს გულშემატკივარს. გაიტანა 11 გოლი და ამით ერთი გუნდის მასიურით”სერია ა” -ში გატანილი გოლების სტატისტიკაში ლეგენდალური “ნერრააძურო”, ჯიუზეპე მეაცა მოიტოვა. განსაკუთრებულ უნარებზე საუბარი უადგილოა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ამის შესახებ ისედაც საკმარისად შევიტყვეთ.
ყურადღება! ყოველი მომხმარებლის პოსტში დაფიქსირებული იყოს მისი პოზიცია გამოკვეთილად, დაასახელეთ მხოლოდ ერთი ფეხბრთელი. თუ ხუთეულში სხვა კანდიდატურებს მოელოდით ცადეთ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან!
სტატია მომზადებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ და ხუთეულის არჩევანი გამოხატავს ავტორის პოზიციას…
ოქრო
არ გაგიტყდეს და მაგარი სისულელეები გიწერია და განსაკუთრებით მელოზე
როცა ნახევარი სეზონი გასულია და სხვა გუნდში გადადიდახ დამეთანხმებით რომ საკმაოდ რთულია შეეგუო ახალ გუნდს და საჭიროა ადაპტაციაა, რაც მატრიმ ძაან მალე მოახერხა ეს.მითუმეტეს იუვემ პირველი წრე დაამთავრა მეორე ადგილზე და ქონდა ამ სეზონში რაღაცა ამბიცია. კაცმა პირველ თამაში დუბლი შეასრულა და საერთოდ 8 გოლი გაიტანა. დამეთანხმებით რომ ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელი და თან ისეთ გუნდში როგორიც იუვეა (მსოფლიო ფეხბურთის გრანდი)სადაც თამაშზეც ძალიან ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს კაი ხნის განმავლობაში შოკშია.მატრიმ ეს სულ რაგაც რამოდენიმე ვარჯიშით გადალახა. რაც მატრიმ გააკეთა ძაან დასაფასებელია. ასე რომ ჩემი ხმა მატრის
il capitano alessandro del piero!!!!!
დელპიერო რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ სიმპატიები მაქ უბრალოდ ყველაზე სტაბილური იყო ამ სეზონში :)
ჩემი ხმა : DEL PIERO – ს
DEL PIERO!!!!!!!!!!
ყველას თავისი აზრი აქვს, არ ვცდილობ ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო. უბრალოდ მე ასე ვფიქრობ
დავიწყოთ მატრით, დიდი არაფერი ფერხბურთელია, უბრალოდ სხვა ცენტრფორვარდი არ გვყავს (ტონის იმედია ვინმე ფეხბურთელად არ თვლით) და მაგ ფონზე გოლი ვინმემ ხომ უნდა გაიტანოს და გააქვს მატრის (3 თუ 4 გოლი დელპოს ბრწყინვალე პასით)
კუალიარელას რაც შეეხება ეგეც არაფერი დიდი. აქ ტქვეს დელპომაც სოფლის გუნდში დაიწყო თამაშიო, დელპო 18 წლის უკვე იუვენტუსში იყო, ეს კი 28 წლის გამოჩნდა, ფორვარდისთვის
ზალიან ცოტა გოლები აქვს გატანილი, (დელპიეროს ალბათ ეგ რაოდენობა 23 წლის ასაკში ექნებოდა გატანილი)
მე ვთვლი რომ ასეთი დონის თავდამსხმელები იუვეს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს არ იმსახურებენ, უბრალოდ იუვენტუსია ძალიან მძიმე სიტვაციაში, თორემ ესენი არავის არ გაახსენდებოდა
მელო_ჩემი აზრით ყველაზე არასტაბილური, უხეში და გუნდის დამგალატებელი ფეხბურთელი, ვინმემ მითხარით რა სარგებლობა მოუტანა იუვეს? არანაირი, როგორც ჩამშლელი სისოკო 10 თავით ჯობია,
კრასიჩი_ალბათ იუვენტუსის ისტორიაში ყველაზე ქაჯი ფეხბურთელი, ფლანგებზე დარბის წრიულივით. კაცმა პასი არ იცის, ჩაწოდება ვერ ისწავლა. დარტყმაც ისეთი არაფერი შეუძლია, თავიდან რამდენჯერმე გაუძვრა მცველებს, მაგრამ იმდენად ერთფეროვანია რომ ყველამ დაუმუგამა და დარბის თავმოჭრილი ინდაურივით
დელ პიერო_ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე მაგარი კაპიტანი. ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი (გაითვალისწინეთ რომ სუFტა ფორვარდად ძალიან ცოტა თუ უთამაშია) კლუბში და საერთოდ თუ რამე რეკორდი არსებობდა ყველაფერი დაამხო, არა მგონოია ვინმემ ეს გაიმეოროს. 37 წლის ასაკშიც გუნდის საუკეთესო მეგოლეა, იტყვით 31 თამაში ჩაატარაო, ვიანგარიშე და საშუალოდ 50 წუთს ათამაშებენ, არდა და თუ თვითონ არ იტყვის ეს კაცი არ უნდა გაიყვანო. ამ სეზონში მისი გაყვანის შემდეგ უამრავი ქულა დავკარგეთ
დელ პიერო +1
დანარჩენს მე იმ იუვენტუსში რომელიც ჩვენ გვინდა მომავალ წელს გვყავდეს საერთოდ არ გავაჩერებდი. ვიალის, ინზაგის, ტრეზეგეს მერე ესენი იუვენტუსის ძირითადს არ იმსახურებენ (ამ დონის იუვეს არ ვგულისხმობ, ახლა სწორედ იმ დონეზეა დაცემული გუნდი რო კუალიარელას ტრამვა ღუპავს გუნდს და თურმე მატრიმ უნდა იხსნას იუვე)
forza juve
forza del piero
კვალიარელა !!!
del pieroooooooooo….ყოველთვის სარგებლიანი მოედანზეეე..რომ არა კვალიარელას ტრამვა ეგ გვიცჰვენებდა..და მესამეს დავასახელებდი ფილიპე მელოს….ცუდიც და კარგიც,,გამგები გაიგებს:)))
კუალიარელა
კვალიარელა !!!
ნაპოლიდან გადმოგდებული ფეხბურთელიო რო ამბობთ ბლიად კავანიზე და ჰამშიკზე ხო ოცნებობთ?????? ოდესღაც ყველა მანდ თამაშობდა დელპო იუვემდე სადღაც სოფლის კლუბში იყო ამიტო არ უნდა ეყიდათ? მაგარ სისულელეებს ლაპარაკობთ!!!!
me miyvars kvaliarela da sanam juveSi გადმოვიდოდა მანამდე მომწონდა ეგ ფეხბურთელი ნაპოლიში და ვოცნებობდი ნეტა ეს იუვეში მანახა მეთქი!!! მსოფლიოზე 1 ითამაშა და რა შეაგდო
del piero da morcha laparaki
ოო სადაო თემაა ნამეტანი
მაგრამ იყოს
ნუ ეგრეა რა , წინა სეზონებთან შედარებით წელს იყო როჟა კატასტროფა , ძალიან ბევრი პოზიციური შეცდომა დაუშვა , თავის თავს არ ჰგავდა … იქ პლიუს ვარჯიშებზე ხან ვისთან მოსდიოდა ჩხუბი ხან ვისთან … არ იყო კიელინის სეზონი ნაღდად
კიელინი ამ სეზონში საზიზღრობა იყო !!! არანაირი პროგრესი წინა სეზონთან შედარებით , სამწუხაროდ ..
მოკლედ
ჩემს ხმას კი დელ პიეროს მივცემ , რომელიც ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის არის მისაბაძი მოთამაშე , ნამდვილი იუვენტინო !!! რეკორდი დაამხო , გუნდს არაერთი საჭირო ქულა მოუტანა და უკლებლივ ყველას კიდევ ერთხელ მიგვანიშნა , რომ მისი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ , ყველას დაგვაკლდება და მოგვენატრება !!!
გრანდე ალე !!!!!!!!!!!!!!!!
და კიელინი სადაა ?
მიუხედავდ მატრისადმი კუალიასადმი უდიდესი პატივისცემისა კილინისნაირად არცერთს არ უთამაშია (მარტო იმის გამოც რო ნახევარი სეზონი იყომარეს)
მატრი ჩემი აზრით მემბერს დავეთანხმები
კვალიარელა
მაგის ტრავმა რომ არა გაისად იუვე ლიგაზე იქნებოდა. იმენა მაგრად დააკლდა გუნდს.
დელ პიერო
მატრი – იმიტომ რომ მიტრა ჩაგვერთო მეორე ნახევარში, როდესაც გუნდს საოცრად – საოცრად კოშმარული დრო ედგა (უდგას). მან მოახერხა და მაინც გამოიჩინა თავი : ) 12 შეხვედრაში 8 გოლი ძალიან დასაფასებელია მატრისთვის. და ძალიან მიხარია რო ის ჩვენთან არის
კვალო იმიტომ არ ვარჩიე, რომ უბრალოდ გაუცდა თორე ამ გამოკითხვას საერთოდ არ ჩავატარებდით
მოტა,მარტინესი,გრიგერა ესენი არიან საუკეთესეობი
აკვილანი რატო გამოგრჩა?
del piero ra tqma unda ertadertia vinc mteli sezoni ert doneze tamashobda
მილოშ კრასიჩი
კი ჩვენი კაპიტანი უდაოდ წამყვანი ფიგურაა გუნდში მაგრამ ჩემის აზრით მილოშ კრასიჩი არის საუკეთესო : )
მატრიიიიიი!! დელპო რომ ყველაზე მაგარია მაგას გამოკითხვა არც უნდა
კრასიჩი