ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მე , დღეისათვის აქ მხოლოდ სულიერად ვარ ”

სრულიადში !!!

“თვალი რომ გავაღე, მზე უკვე დასავლეთისკენ გადახრილიყო და ღია ფანჯრიდან ახალნაწვიმარი სუსხის სურნელი შემომეფეთა სახეზე.ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, მაგრამ ძალიან მონატრებული.2 წელზე მეტია, ტურინული მზის სითბო არ მიგრძვნია.სულიერად უკვე სტადიონზე ვარ, ვდგები, ვიცვამ და დიდი საღამოსთვის ვემზადები.ახლა ყველა ბიანკონეროს, ისეთივე მოტივაცია სჭირდება, როგორც ერთ დროს, იმ ბედნიერ დღეებში.გულშემატკივრებიც მენატრება, მუდამ ხმაურიანი და მობილიზირებული ტიფოზები, ტრიბუნებზე გამოკრული ბანერები და ყველაზე მთავარი..სიხარული”

“დრო არ მაქვს, მობილურს ვიღებ, ფრანგულ სუნამოს ვიპკურებ და სახლიდან გავდივარ…”

“მანქანაში მხოლოდ ჩემი სხეული იმყოფებოდა, სულიერად სადღაც სხვაგან დავფრინავდი, ალბათ ისევ მწვანე მინდორზე, ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით.ყოველთვის მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით ნამდვილი მოთამაშეები იდგნენ.ჩვენ ყველანი ერთნაირები ვიყავით, მაგრამ სხვებზე, ალბათ ცოტათი უკეთესი.ამ გუნდში მუდამ იგრძნობოდა კიდევ გამარჯვების წყურვილი, კიდევ რაღაცის დამტკიცების წყურვილი, დასამტკიცებელი ხომ ძალიან ბევრი იყო.ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ იუვენტუსი გვერქვა და შავ-თეთრი მაისური გვეცვა”

“ერთგული ტიფოზები უკვე ოფლში გახვითქულები აქტიურად გადაადგილდებოდნენ შესასვლელისკენ, ტრიბუნებს გავხედე, დიდებული სანახაობის მოყვარული ხალხის ნაწილი საკუთარ ადგილებს დაეძებდნენ.მოშორებით, სკამზე ჩამოვჯექი და დღევანდელ შემადგენლობაზე დავიწყე ფიქრი.ყველაზე მეტად ჯიჯის მეიმედება, მსგავსი თავდაჯერებული და მოტივირებული მოთამაშე არ არსებობდა, არ არსებობს და ვფიქრობ, არც არასდროს იარსებებს.ვიცი და მჯერა, რომ თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება დღევანდელ მატჩს.მზად არის ჯორჯო, მზად არის ლეო, ფელიპე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს მოედანზე იქნება.რას არ გავიღებდი, დღეს მათთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ეს სინამდვილეა, მწარე სინამდვილე…”

“ფიქრს დილამდე გავაგრძელებდი, გულშემატკივრების თავდადებულმა შეძახილებმა გონებაში ყველაფერი ამიერიეს.ქვევით ჩამოვედი, გასახდელისკენ მიმავალ ბიანკონერებს შევავლე თვალი…”

“ინსტიქტურად, მეც გასახდელისკენ ავიღე გეზი.მერე შევჩერდი, ჩავიცინე და გამახსენდა, რომ დღეს მოედანზე არ გავალ.მე აქ, დღეს მხოლოდ სულიერად ვარ…”

“90 წუთის შემდეგ, მონატრებას მოედნის ცენტრში, ალეს აღმართული თასით და ბედნიერი ტურინელებით ვიკმაყოფილებ…ჩემი სახელი დევიდია, მე დევიდ ტრეზეგე ვარ…”

Grazia David !

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ყოჩაღ…

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x