ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მე , დღეისათვის აქ მხოლოდ სულიერად ვარ ”

სრულიადში !!!

“თვალი რომ გავაღე, მზე უკვე დასავლეთისკენ გადახრილიყო და ღია ფანჯრიდან ახალნაწვიმარი სუსხის სურნელი შემომეფეთა სახეზე.ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო, მაგრამ ძალიან მონატრებული.2 წელზე მეტია, ტურინული მზის სითბო არ მიგრძვნია.სულიერად უკვე სტადიონზე ვარ, ვდგები, ვიცვამ და დიდი საღამოსთვის ვემზადები.ახლა ყველა ბიანკონეროს, ისეთივე მოტივაცია სჭირდება, როგორც ერთ დროს, იმ ბედნიერ დღეებში.გულშემატკივრებიც მენატრება, მუდამ ხმაურიანი და მობილიზირებული ტიფოზები, ტრიბუნებზე გამოკრული ბანერები და ყველაზე მთავარი..სიხარული”

“დრო არ მაქვს, მობილურს ვიღებ, ფრანგულ სუნამოს ვიპკურებ და სახლიდან გავდივარ…”

“მანქანაში მხოლოდ ჩემი სხეული იმყოფებოდა, სულიერად სადღაც სხვაგან დავფრინავდი, ალბათ ისევ მწვანე მინდორზე, ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით.ყოველთვის მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით ნამდვილი მოთამაშეები იდგნენ.ჩვენ ყველანი ერთნაირები ვიყავით, მაგრამ სხვებზე, ალბათ ცოტათი უკეთესი.ამ გუნდში მუდამ იგრძნობოდა კიდევ გამარჯვების წყურვილი, კიდევ რაღაცის დამტკიცების წყურვილი, დასამტკიცებელი ხომ ძალიან ბევრი იყო.ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ იუვენტუსი გვერქვა და შავ-თეთრი მაისური გვეცვა”

“ერთგული ტიფოზები უკვე ოფლში გახვითქულები აქტიურად გადაადგილდებოდნენ შესასვლელისკენ, ტრიბუნებს გავხედე, დიდებული სანახაობის მოყვარული ხალხის ნაწილი საკუთარ ადგილებს დაეძებდნენ.მოშორებით, სკამზე ჩამოვჯექი და დღევანდელ შემადგენლობაზე დავიწყე ფიქრი.ყველაზე მეტად ჯიჯის მეიმედება, მსგავსი თავდაჯერებული და მოტივირებული მოთამაშე არ არსებობდა, არ არსებობს და ვფიქრობ, არც არასდროს იარსებებს.ვიცი და მჯერა, რომ თითოეული ფეხბურთელი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება დღევანდელ მატჩს.მზად არის ჯორჯო, მზად არის ლეო, ფელიპე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს მოედანზე იქნება.რას არ გავიღებდი, დღეს მათთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ეს სინამდვილეა, მწარე სინამდვილე…”

“ფიქრს დილამდე გავაგრძელებდი, გულშემატკივრების თავდადებულმა შეძახილებმა გონებაში ყველაფერი ამიერიეს.ქვევით ჩამოვედი, გასახდელისკენ მიმავალ ბიანკონერებს შევავლე თვალი…”

“ინსტიქტურად, მეც გასახდელისკენ ავიღე გეზი.მერე შევჩერდი, ჩავიცინე და გამახსენდა, რომ დღეს მოედანზე არ გავალ.მე აქ, დღეს მხოლოდ სულიერად ვარ…”

“90 წუთის შემდეგ, მონატრებას მოედნის ცენტრში, ალეს აღმართული თასით და ბედნიერი ტურინელებით ვიკმაყოფილებ…ჩემი სახელი დევიდია, მე დევიდ ტრეზეგე ვარ…”

Grazia David !

34 thoughts on ““მე , დღეისათვის აქ მხოლოდ სულიერად ვარ ”

  1. MeMBeR

    დათკას ან ნაჭყეს სკაიპი მიეცი, მათი საქმეა სტატიების მიღება და სტატუსების გაცემა..მე არ მცალია..

    შენ რო დაგამადოს რა აზრი აქვს, სტატუსს მაინც ვერ მისცემ..

  2. gioiuve
    მისმინე, აქ იუვეს სიყვარული უცხოურ ენებს და სტატიის წერას ვერ შეგვასწავლის. დამიჯერე ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც იუვე შენზე ძაან უყვარს, მაგრამ ვერ წერენ : )) იუვენტუსის სიყვარულის გამო ვართ ჩვენ ყველა აქ მაგრამ როგორც ხედავ ყველა არ არის : მწერალი, მოდერი, ადმინი და ა.შ : ))

    იტოკში ესე გადავწყვიტეთ: saba.shioshvili დამამატე სკაიპში, მე მოგცემ შენ ლინკს და ის სტატია გადამითარგმნე :)) თუ მოგვეწონა მოგცემთ სტატუს და თუ არა და სამწუხაროდ ვერა : )))

  3. auuuuuu sagooooool magarii statiaaa tanjii majrialeebs exlaaac tooooooo…….. daa arascoraad moeqcaa ufrosobaa trezeguetsac daa camoranesisac daa yvelaas vinc esee gaushvaaaa ubralood es ariis juves sircxviliiiiiii……….. Sia lode a David…. Lode e Hernan…..

  4. ძაან მაგარი სტატიაა.. ჩემთვის ყველა დროის ნომერ პირველი შეტევის დუეტი.. დელ პიერო და ტრეზეგე ყოველთვის როგორც ერთი ისე თამაშობდნენ.. მათ გარდა ვერავინ იგებდა თუ რა უნდა გაეკეთებინა მეორეს. მეამაყება რო მაგ ორი ფეხბურთელის ერთად თამაშს მოვესწარი

  5. აი ნამდვილი JUVENTUNO მაგარი კაცი შემოგევლე დევიდ დაბრუნდეს მინდა ძაან მაგარი კაცია იაკინტა ტონი და მატრის და ამაურის ეს მირჩევნია ეხლაც.

  6. და რა თქმა უნდა მთვარი მიღწევა: იტალიური ფხბურთის ისთორიაში საუკეთესო დუეტი შექმნა დელ პიეროსთან ( შედეგიანობას ვგულისხმობ), აჯობეს ვან ბასტენ-გულიტს, მანჩინი-მონტელას, ვიალი-რავანელის და რავიცი კიდევ რამდენს…

  7. ბოლო 20 წლის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი, პროცენტული რეალიზაციის თვალსაზრისით ამასთან მარტო ვიერი, ნისტელროი და ბრაზილილეი რონალდო თუ მოვლენ…ფარჩაკ ჰერკულესში წელს 11 გოლი შეაგდო :((((((((((((((((

  8. ჯიგარ! წარსულში დამაბრუნე! ისე ჩამითრია შენმა ნაწერმა, დამიჯერე ათასი გვერდი რომ ყოფილიყო ბოლომდე სიამივნებით წავიკითხავდი! “ტრეზეგე” _ რავი სულ სხვა თემაა, “კამორანეზიც” გამახსენდა მაგარი კაცი იყო! მისი შესრულებული სიტყვაც _ ფინალში (შუა სტადიონზე)თმები რომ შეიჭრა! “ნედვედი” …………. უბრალოდ ლეგენდა! ეგეთ პონტში ძველი J U V E ! ე ჰ………………..

  9. საღოლ მეგობარო! ძალიან კარგი რაღაც დაწერე და რომ იტყვიან სულში ჩამწვდომი

          1. აქ სტატიას ვერ დადებ თუ არ გაქვს შესაბამისი წოდება ( სტატუსი ).

            იმისთვის, რომ მოიპორვო ეს წოდება უნდა დგვიკავშირდე საიპში, ფეისბუქში, მაილში და შენი 1-2 ნაშრომი უნდა მოგვაწოდო, შესაბამისად თუ მოეწონება დათკას ( ჩვენ თუ მოგვეწონა და დათკას არა ვერ მიიღებ სტატუს ) მიიღებ სტატუსს..

            მაგრამ უკვე მეეჭვება, რომელიმე სტატუსი რო გაცეს დათომ : )) ისედაც ბევრნი ვართ .. რა ვიცი ვკითხავ, ხვალ და პასუხს გაგაგებინებ : ))))

          2. ისედაც ბევრი ვართო??? რაოდენობის გაზრდა ხარისხის დაკარგვას არ ნიშნავს, წერა და კითხვაც არ მესწავლება:-P, სერიოზულად ახლახანს ადავამტავრე კომპიუტერის კურსები და ვორდი და ექსელი კარგად მაქვს ათვისებული, და იუვეს სიყვარულში ვერავინ ვერ შემეჯიბრება და ეგ ნახევარმა ფოთმა მაინც იცის:-P

          3. ერთი ძაან ახლობელი ბიჭია და ისიც იუვეს მაგარი ფანია, ბიჭებთან უთქვია ვის უნდა ოცი ათასში რომ მოვხდეო და მკიტხონ რა იციო ვუპასუხებ იუვეო და დახმარება თუ დამჭირდება უეჭველი გიოსთან დავრეკავო:-P

  10. 80 გვერდიანი დიდი რვეული მაქვს რომელშიც 2001წლიდან მოყოლებული რაც კი ეწერა გაზეთებში ყველაპერი მაქვს ჩაწეპებული, რამდენი წელია უკვე რომ ვინახავ ამ გაზეთებს… წელს კი უამრავჯერ მომიწია გადათვალიერება ამათი ტანჯვის შემხედვარე… როცა ვკითხულობ სიამაყით ვივსები…

  11. ტერეზა… მე სულ ეგრე ვეძახოდი… რამდენი სიხარულის წუთები უჩუქნია ჩვენთვის… დზაან მაგარი კაცია… ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს ერთხელ… დავიდ ტრეზეგე მუდამ “მკვლელობის” ადგილზეა:-P

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.