ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფრენცია

სულ რაღაც ორი ტური რჩება სერია ა-ს , 2010/11 სეზონის დასრულებამდე , რომელმაც პირდაპირ უნდა ითქვას ვერ გაამართლა ბიანკონერის გულშემატკივრების იმედები . ამ ორი მატჩიდან პირველს , ტურინელები სტუმრად პარმასთან გამართავენ და დიდი იმედი აქვთ , რომ მოახერხებენ სამი ქულის აღებას , რომელიც დაეხმარებათ მათ მოხვდნენ ევროპა ლიგის ტურნირზე . ლუიჯი დელ ნერის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ,  საუბარი ძირითადათ მიმდინარე სეზონს შეეხო  . საინტერესო იყო ასევე ელკანის გუშინდელი განცხადება , სადაც კითხვაზე იქნებოდა თუ არა კიევოს ექს თავკაცი მომავალ სეზონში იმავე თანამდებობაზე მან შემდეგი რამ უპასუხა : ” ვერ ვხვდები რატომ ვერ იტანთ მას ასე ძალიან … “ .  კარგით , ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ დელ ნერის პრესკონფერენციაზე …

” სასიამოვნოა რათქმაუნდა მისი მხრიდან ეს მხარდაჭერა . სავარაუდოდ ამაში წამყვანი როლი ითამაშა , იმ ფაქტორმა რომ საკუთარ საქმეს მაქსიმალურად ვცდილობ რომ იდეალურად გავართვა თავი . ცუდთან ერთად არ შეიძლება კარგი მომენტების დავიწყებაც , მაგალითად იუვენტუსი ითვლება კლუბად რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა მატჩში განიცადა მარცხი , ამ მაჩვენებლით ჩვენ მხოლოდ ინტერი და მილანი გვისწრებენ . გეთანხმებით , რომ საკმაოდ ბევრი შეხვედრა დავასრულეთ ფრედ , მაგრამ სამი გამარჯვება და სამი ფრე არ ანგრევს იმ სამუშაოს რაც სეზონის დასაწყისიდან გავწიეთ . შევკრიბეთ გუნდი , რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ იუვენტუსისგან რომელიც შარშანდელ სეზონში ასპარეზობდა , რამაც გარკვეული სირთულეები წარმოშვა . დიდი ცვლილებები ყოველთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული ” .

არამარტო ელკანი გამოირჩა დადებითი კომენტარით მწვრთნელის მიმართ , ფეხბურთელებმაც არაერთხელ აღნიშნეს , რომ ლუიჯი უნდა დარჩეს ტურინში …

” ყოველთვის ვცდილობდი მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა დამეჭირა და ვფიქრობ ამას მივაღწიე . იმედი მაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა გაცდება საფეხბურთო ცხოვრებას . ამბობენ , რომ ჩემპიონების გაწვრთნა ძნელია , მაგრამ მე არ დავეთანხმები ამ აზრს . არაჩვეულებრივი ადამინები არიან , რომლებთანაც მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს ” .

პარმასთან შეხვედრაში კი გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები ექნება ნახევარდაცვის ხაზში …

” ცენტრალური ნახევარმცველებიდან , ამ ეტაპზე მხოლოდ ჯანდონატოა ფორმაში . აკუილანის და ტრაორეს რაც შეეხებათ  , მაქსიმალურად შევეცდებით რომ ავღუდგინოთ მათ ფიზიკური კონდიციები . ყველა ღონეს ვიხმართ , რომ პარმასთან იუვენტუსმა ღირსეულად იასპარეზოს ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

გენიოსია ამის სიტყვას პატივი უნდა ვცეთ:-D

13 years ago

არა რაა მართლა დაგვცინის დელნერი პროსტა ლიპი იმიტომ წავიდა იუვედან რომ პარმასთან სახლში 2-1 წააგო ამან კიდე ბოლონია,უდინეზე,პალერმო,პარმა ყველასთან წააგო და კიდევ აქვს დარჩენის საერთოდ სურვილი…. არა რაა მართლა უსინდისოა დელნერი და თან ა კაცს უნდა ქონდეს სამი მილიონი ხელფასი და მერე დელპის ეწუწუნებოდეს კლუბი რაღაც ძალიან ძნელად წარმოსადგენელია მარა სიმართლეა…. უნდა წავიდეს დელნერი და მინიმუმ ბოაში მაქსიმუმ კი ვანგაალი,ლიპი ან წენგერი უნდა მოვიდეს… რადგან გრანდს მხოლოდ ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი თუ მართავს…

lasha naxucrishvili
13 years ago

არააა იუვეს დონის არანაირად. ეს კაცი არის სამპდოორიისნაირი გუნდებისთვის !

iosi shalolashvili
13 years ago

დე ჩელიე განაცხადშია

gocha khalvashi
13 years ago

ეს კიდევ აქაა…

13 years ago

არაა ცუდი ტრენერი.. შეუძლია ჩაიბაროს კიევო ან კატანია და სეზონის მანძილზე ათამაშოს გუნდი დაცვიდანნ.. ხანდახან გაუმართლებს და მოიგებს თამაშებს.. თუ კასანო და პაცინი ეყოლება შეიძლება ზედა ეშელონშიც მოხვდეს.
სხვა საქმეა გვინდა თუ არა იუვენტუსის შენება, ოღონდ მე ვგულისხმობ იმ იუვენტუსს რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და არა ლიგის საგზურისთვის, 15 წელია იუვენტუსს ვგულშემატკივრობ და არ მახსოვს ასეთი პესიმისტი მწვრთნელი გუნდში – კიევოსთან 1-1 ს თამაშობს და ამბობს კარგად ვითამაშეთო, ვფიქრობ იუვენტუსი დელ ნერისთვის ნამეტანი სხვა განზომილებაა

13 years ago

აუუუ რა ნაგავი ხარ ვერ გიტან დაგვცინი არა შე მათხოვარო ადმინებს ვთხოვ ამის კომენტარებს ნუ დებთ რააა აღიზიანებს ბევრს და თავს ვერ იკავებენ

sandro ivaneishvili
13 years ago

არადა არააა ცუდი ტრეინერი მარა თვითონ გაიფუჭა თავი რა იყო მთელი სეზონი 442 რომ ათამაშეა იუვე
დელ ნერი წავიდეს პორტოში როგორც ადრე და ბოაში ან მაცარი მოვიდეს იუვეში

არ გამოგრჩეთ

8
0
Would love your thoughts, please comment.x