ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

“კატანიას” მიერ “რომას” დამარცხებამ ევროპის ლიგისკენ გზა ბოლომდე არ დახურა, მაგრამ მორიგმა იმედგაცრუებამ შანსი მინიმუმამდე შეამცირა.ლუიჯი დელ ნერი თვლის, რომ მეექვსე ადგილზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება : “თუ სასწაული არ მოხდა, ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდებით,მაგრამ ეს დღეს არ გადაწყვეტილა.დღეს მოედანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეთმო, ისეთებს როგორიცაა ჯანდონატო.ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, აგრესიულ გუნდს ვერაფერი დავუპირისპირეთ.იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან სეზონის ასე დასრულება არ გვსურდა.ზაფხულში დიდი სამუშაოები ჩატარდა, ბევრი ახალი მოთამაშე, ყველაფერმა ამან პრობლემები გააჩინა.ახლა ისღა დაგვრჩენია, ნაპოლისთან მატჩისთვის მზადება დავიწყოთ.”

წყარო : Juventus.com

19 thoughts on “ლუიჯი დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. აუ ესეტი სულელი მწვრტნელი ჯერ არ მინახავს… ეს ტუ არ გაუსჰვეს პირველ რიგში და მერე არ მიაყოლეს ამას რამოდენიმე ფეხბურტელი დაღუპულები ვართ…

  2. ვააა ყველა თამაშის მერე ერთი და იგივე კომენტარი მომბეზრდა… ან აქ ავტორებო რაღას წვალობთ თარგმნაში, თამაშის წინ დადეთ მატჩისშემდგომი კომენტარი… “კარგად ვითამაშეთ მაგრამ მეტოქე უკეთესად გამოიყურებოდა, პროგრესი აშკარად შეიმჩნევა და ა.შ” :))))))))

    1. მალადეც დელ ნერიი, ახლა ჯანდონატოზე გადატეხა ჯოხი!!! სხვა პრინციპში ვერც ვეღარაფრით გაიმართლებდა თავს

  3. შევაგინო – წესებს დავარღვევ

    წესებს დავარღვევ – აღარ მექნება თქვენთვის ცენზურაზე შენიშვნის მიცემის უფლება

    აღარ მექნება თქვენთვის ცენზურაზე შენიშვნის მიცემის უფლება – დათკა უეჭველი წამართმევს სტატუს

    დათკა უეჭველი წამართმევს სტატუს – მერე სიახლეებს ვეღარ დავწერ
    სიახლეებს ვეღარ დავწერ – გავაფრენ

    და ეს ამად ღირს ? :X

  4. წადი შენს სამპდორიას მიხედე B – ში გავარდა, მაგაზე მეტის ღირსი მაინც არ ხარ..

    ლოგიკით თუ მივყვებით, სეზონის ბოლოს გვიდოლინს ველით :@ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს საშინელება :@

  5. აჰაა ჯანდონატო და ახალგაზრდებს დაეთმოო, იმართლებს თავს კაცი, სება გყავდა ახალგაზრდა და მარტინესი მოათრიე შე უნამუსო, დიეგო გაყიდე და შეგვჩამე ამ 4-4-2 ტაქტიკით. ტფუიიიიიიიი

  6. ვერაფერი დაუპირისპირე კაია..ახლა ჯანდონატოს დააბრალე ეს წაგება..უნამუსო ხარ შენ დელ ნერი..დებილი ტაქტიკოსი ,,ზოგჯერ გიმართლებს და ეგ არაფერს ნიშნავს…წადი და ბოლონიაზე მეტი დონის გუნდში არ გნახოო..იქ ვარგიხარ;-);-);-)

  7. წადი ! იყო დრო მაგრად ვენდობოდი, მაგრამ ამდენი საშინელი მატჩის შემდეგ შეუძლებელია რამეს ლოგიკური ახსნა მოუძებნო..

    დელ ნერის იუვენტუსის მეათე მარცხია, მივულოცოთ..

  8. შენ გენაცვალე რა კაცია:-P, ამისთანა ტიპები მრავლად უნდა ეხვიოს გარშემო პუტინს და გეფიცები მაქსიმუმ ერთ თვეში გააფრენინებს:-P, სირცხვილით როგორ გამოჩნდა პრესკოფერენციაზე???

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.